x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134052
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ჯეკი ჩანმა ლესბოსელი ქალიშვილი სახლიდან გააგდო

image


ცნობილი ჰოლივუდელი მსახიობის, ჯეკი ჩანის ქალიშვილმა ეტა ნგ ჩჟო ლამმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც აცხადებს, რომ მამამ სახლიდან გააგდო, წერს გამოცემა Economic Times-ი.

18 წლის ეტა ამბობს, რომ ამის მიზეზი მისი და 30 წლის კანადელი მოდელი ქალის, ენდი ოტომის რომანია.



მისი თქმით, „ჰომოფობმა მამამ“, როგორც კი შეიტყო, რომ მისი ქალიშვილი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციისა იყო, მაშინვე შინიდან გააგდო და ახლა წყვილს საცხოვრებელი აღარ აქვს.

უფრო მეტიც, ჰონკონგში მყოფ ეტასა და მის შეყვარებულს, უფულობის გამო, ღამისთევამ ხიდის ქვეშაც მოუწიათ.

აღსანიშნავია, რომ ამ განცხადებამ მეტად გააკვირვა ვიდეორგოლის მნახველები, რომლებსაც ვერ გაუგიათ, რატომ არ აქვს პოპულარულ მოდელს ფული საიმისოდ, რომ შეყვარებულთან ერთად ოთახი იქირავოს.


„ის უბრალოდ ცდილობს, ფულები დასცინცლოს ჯეკი ჩანს“, — მიაჩნიათ ინტერნეტმომხმარებლებს.
ეტა ჯეკი ჩანს ქორწინების გარეშე გაუჩინა სილამაზის დედოფალმა ეილინ ნგმა, რომელთანაც მსახიობს „წამიერი“ რომანი ჰქონდა.

1
325
6-ს მოსწონს
ავტორი:Maia kordzadze
Maia kordzadze
325
  
2018, 18 მაისი, 6:18
აზიატი ჯეკი :)))
0 1 1