x
რიკოთის ალტერნატიული გზის მშენებლობა 2021 წლისთვის დასრულდება

წელს დადგემილი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 5 მილიარდ 3 მილიონი ლარია გათვალისიწნებული. აღნიშნული თანხის დიდი წილი რიკოთის უღელტეხილის პროექტზე დაიხარჯება. აღნიშნული მონაკვეთი 4 ლოტად არის დაყოფილი და ტენდერების გამოცხადებას სამინისტრო წლის ბოლომდე გეგმავს.

“რიკოთი არის გარდამტეხი მონაკვეთი აღმოსავლეთ-დასავლეთ დერეფნის, რომელიც ქვეყანას სხვა პოზიციონირებას მისცემს რეგიონალურ და საერთაშორისო ჭრილში. ამ პროექტის დასრულების შემდეგ დერეფანი იქნება ბევრად კონკურენტუნარიანი, ვიდრე დღეს არის. საქართველოს სატრანზიტო და ტურისტული მიმზიდველობა რეგიონში განუზომლად გაიზრდება. ამ დროისთვის დასრულების ეტაპზეა პროექტები, სატენდერო დოკუმეტაციების დრაფტები გაცვლილია ფინანსურ ინსუტიტებთან და ახლო პერიოდში გამოცხადდება ტენდერები. ვგეგმავთ, რომ წლის ბოლომდე დასრულდეს ეს პროცესი. სხვადახვა ვადა აქვს თოთოეული მონაკვეთს. მოხდება ეტაპობრივი ჩაბარება 2019-დან 2021 წლამდე’’-განუცხადა BM.GE-ს გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ირაკლი ქარსელაძემ.

რიკოთის პროექტის სავარაუდო ღირებულება 1 მლრდ დოლარს აჭარბებს. აღნიშნული მონაკვეთის სიგრძე 54 კილომეტრია. დაგეგმილია 90-მდე ხიდის, ესტაკადისა და 40-მდე გვირაბის გაყვანა, რომლის მშენებლობაც 2021 წელს უნდა დასრულდეს.

წყარო: http://www.bm.ge/ka/article/rikotis-alternatiuli-gzis-mshenebloba-2021-wlistvis-dasruldeba/19593image

2
1134
3-ს მოსწონს
ავტორი:Davit qurdadze
Davit qurdadze
1134
  
2018, 14 ივნისი, 17:07
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 16 მაისი, 10:06
სერიოზული პროექტია...
0 1 2