x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
"ამერიკის საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანა არ ემუქრება მსოფლი მშვიდობას"- ნიკი ჰეილი

image

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს გადატანა თელ-ავივიდან ისრაელში ხელს არ შეუშლის პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას-განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელმა გაეროში, ნიკი ჰეილიმ. მისი თქმით, შეერთებული შტატების ეს ნაბიჯი არ ზღუდავს მსოფლიო მშვიდობის მიღწევის პერსპექტივას, მან გამოთქვა მოსაზრება, რომ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარება მშვიდობის მიღწევას უფრო შესაძლებელს გახდის.

დიპლომატმა დაგმო ჰამასის მოძრაობა და პალესტინელების მასობრივი გამოსვლები ღაზას სექტორში, ასევე განაცხადა, რომ იერუსალიმში საელჩოს გახსნამ არ უნდა გაამართლოს ძალადობრივი ქმედება.

შეგახსენებთ, რომ 4 მაისს პალენსტინის მოსახლეობასა და ისრაელის სამხედროებს შორის შეტაკება დაიწყო ისრაელის საზღვარზე, ღაზას სექტორში.მიზეზი შეერთებული შტატების საელჩოს იერუსალიმში ოფიციალური გადატანა გახდა .

შეტაკების შედეგადად დაიღუპა 60 და დაშავდა 2700 ადამიანი. პალესტინის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.image

0
23
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0