x
მეტი
  • 20.10.2018
  • სტატია:81805
  • ვიდეო:333825
  • სურათი:438975
ვიეტნამის ჯუნგლების ამოუცნობი არსებები

ვიეტნამის ჯუნგლების ამოუცნობი არსებები


ვიეტნამში სამხედრო კომფლიქტის დაწყების პირველივე დღიდან აშშ-ს სამხედრო უწყებაში საჩივარი საჩივარზე შედიოდა. ჩიოდნენ ვიეტნამში გაგზავნილი ამერიკელი ჯარისკაცები და ოფიცრები. მათი მტკიცებით ჯუნგლებში მებრძოლები აქამდე გაუგონარ და თვალით უხილავ, უცნაურ არსებებს აწყდებოდნენ. თავდაპირველად მათ ნათქვამს ყურადღებას არავინ აქცევდა და უბრალო გაზივადებად მიიჩნევდნენ, მაგრამ 60-იანი წლების ბოლოს ყველა ამ შემთხვევის დეტალური შესწავლა დაიწყეს. საკითხი ასე იდგა - რანი არიან ეს არსებები - გენეტიკური ექსპერიმენტის შედეგები თუ არამიწიერი არსებები?


ამერიკელთა შორის პირველები ამ არსებებს ოფიცერი მორისონი და მისი რაზმი გადაეყარა. ეს იყო 1958 წელს. მორისონი და მისი ორი თანამებრძოლი ქალაქ დანანგთან ახლოს მდებარე თავშესაფართან გამაგრდნენ. იქ დაახლოებით 1 საატი დაჰყვეს და ამ დროს შორ მანძილზე რაღაც უცნაური ნათება შენიშნეს. ნათება ჩასაფრებულებს საკმაოდ სწრაფად უახლოვდებოდა. სულ რამდენიმე წამში სამხედროებმა ფიგურის გარჩევაც კი შეძლეს. არსება ისე გადაადგილდებოდა, რომ მიწას არ ეხებოდა.


"იგი ქალს წააგავდა. ჩვენ ვხედავდით მის ხელებს, სრულიად ჩვეულებრივ ხელებს, მაგრამ ისინი უზარმაზარ ფრთებში გადადიოდნენ. არსება სწრაფად და აბსოლუტურად უხმაუროდ გადაადგილდებოდა. სულ რამდენიმე წამში ქალი ზემოთ აღმოჩნდა. ჩვენ არაფრის გაკეთება შეგვეძლო. უფრო ზუსტად, ჩვენ უბრალოდ არ ვიცოდით, როგორ მიმოდიოდა ის ჩვენ ზემოთ. თვალები ისე უელავდა გეგონება კაშკაშა შუქმა თვალი მოგვჭრაო. და ჩვენც თვალებზე ხელები ავიფარეთ. როცა ისევ გავიხედეთ მისკენ, უკვე ათობით ფუტის მანძილზე გაგვცილებოდა." - ჰყვებოდა მორისონი.


ქალღმერთი იშთარი შუმერულ რელიგიაში


ვინ იყო სინამდვილეში ეს მფრინავი არსება, დღემდე უცნობია. მაგრამ მოარული ხმების თანახმად ზუსტად ასეთივე ობიექტი და თანაც პრაქტიკულად ამავე დროს შენიშნეს დასავლეთ ვირჯინიის შტატში, ფოინთ პლეზანთან ახლოს.


ბევრი მკვლევარის მტკიცებით ვიეტნამის ტერიტორიაზე ამ პერიოდში უამრავი აკრძალული სამეცნიერო ექსპერიმენტი ტარდებოდა. ცნობილია, რომ 50-იანი წლების ბოლოს აშშ-ს ჯარებმა მდინარე მეკონგის აუზში ქიმიური პრეპარატი მიმოფრქვიეს. თავისი გამანადგურებელი ძალით იგი მნიშვნელოვნად აჭარბებდა ასე გახმაურებულ ნაპალმს. "ფორთოხლისფერი აგენტი" - ასე უწოდეს ამ სასინელ ნივთიერებას იმ ქილების ფერის გამო, რომლითაც ის გადაჰქონდათ.


ეს პრეპარატი წარმოადგენდაა მომაკვდინებელ ქიმიურ კომპლექტს, რომელიც რამდენიმე ძლიერმოქმედი კომპონენტისგან შედგებოდა. თავდაპირველად ის ძალიან ხშირი მცენარეული საფარის გასანადგურებლად გამოიყენებოდა. იმაზე, რომ შესაძლოა ამ საწამლავს გვერდითი ეფექტებიც ჰქონოდა, არავინ ფიქრობდა. უფრო სწორად, ეს არავის ადარდებდა. "აგენტის" მომაკვდინებელი ძალა იმ ოჯახებზე აისახა, რომლებიც 50-იან, 70-იან წლებში დაბინძურების ზონაში ცხოვრობდნენ. პრეპარატის ზემოქმედება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ზონაში მყოფი ოჯახების სრულიად ჯანმრთელი ბავშვები ფაქტობრივად მონსტრებად გადააქცია.


მეცნიერების ამ დასკვნას არ ეთანხმებიან უფოლოგები. მაგალითად მაგ მალონი თავის წიგნში "გმო ვიეტნამში" (გამოუცნობი მფრინავი ობიექტი ვიენტნამში) - აღწერს მრავალრიცხოვან შეხვედრებს უცნაურ არსებებთან. ბევრი მათგანი პარანორმალური უნარების მქონენი იყვნენ, მათ შორის ტელეკინეზის უნარის მქონენი.


მაგალითად რიგითი ჯარისკაცი გვარად სმიტი ვიეტნამში იბრძოდა. ის ასე იხსენებს "უცხოებთან" თავის შეხვედრას: "ვერტმფრენი, რომელშიც ვიმყოფებოდით, დაცხრილეს, სასწრაფოდ დასხდომა მოგვიწია. ყოველი მხირდან ვიეტნამელი ჯარისკაცები გვიახლოვდებოდნენ. ძალიან ბევრნი იყვნენ, მაგრამ ჰაერში ისევ აფრენის შასნი არ იყო. მოულოდნელად ვერტმფრენის ჰაერში აფრენის ბრძანება მივიღე. საიდანაც რამდენიმე წამის წინ ვიეტნამელები მიახლოვდებოდნენ, მაგრამ მკვდრები ეყარნენ. მათ თავზე კი დაახლოებით 8 ფუტის (2.4 მეტრის) სიმაღლის ანთოპომორფული არსება იდგა. მთლიანად ჩაცმული იყო, თავზე კი უცნაური შლემი ჰქონდა."

მაკ მალონის აზრით რვაფუტიანი არსება არამიწიერი სტუმარი იყო, რომელმაც გაურკვეველი მიზეზების გამო გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი ჯარისკაცების დახმარება გადაწყვიტა.


"ამო" ვიეტნამში


ცნობილია ასევე ჩრდილოეთ ვიეტნამში 60-იანი წლების დასაწყისში მომხდარი ერთი შემთხვევა: დედაქალაქი ჰანოი ამერიკული სამხედრო ძალებისგან დასაცავად საჰაერო თავდაცვითი ძალების მთელი კომპლექსით იყო დაცული.

ივლისის ცხელი ვიეტნამური საღამო იდგა. დაახლოებით 10 კილომეტრის სმარლეზე უცნაური დისკისმაგვარი ობიექტი გამოჩნდა. დიამეტრი 300 მეტრამდე ექნებოდა. სტანდარტულ შეკითხვას - "უცხო - შენიანი" - პასუხი არ მოჰყოლია. მაგრამ ეს არ იყვნენ ამერიკელები - ასეთი საფრენი აპარატები მათ არ ჰქონდათ. ბაზის ხელმძღვანელობამ სროლის ბრძანება გასცა, მაგრამ არცერთი რაკეთა მიზანს არ მოხვედრია.

გავიდა სულ რამდენიმე წამი ამოუცნობი მფრენი ობიექტიდან გრძელი, წვრილი ცისფერი სხივი გამოვიდა და ბაზას დაეცა, მთელი დივიზია - სამი გამშვები მოწყობილობა, რადარები, სარაკეტო დამიზნების სისტემა - გამდნარი ლითონის გროვად იქცა. ხოლო დივიზიის პირადი შემადგენლობა - 200-მდე ადამიანი დაიღუპა.



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
338
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
338
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0