x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
სიახლე Gemrielia.ge-ზე, რომელიც ყველა დიასახლისს დააინტერესებს

image

თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით გზა "გაზქურიდან კუჭამდე“ გაფართოვდა და გახდა გზა „ეკრანიდან კუჭამდე“. საზოგადოების ნაწილი ამ ფაქტს უარყოფითად აფასებს და უბრალოდ სოციალური მედიით შეპყრობილობას მიაწერს. თუმცა, ეს მონეტის ერთი მხარეა.

სოციალური მედიის როლი კულინარიის განვითარებაში 2000 წლიდან იწყება. ამ პერიოდიდან სტარტს იღებს უამრავი ინტერნეტ გამოცემა, პორტალი თუ ფორუმი, სადაც ადამიანები უზიარებენ ერთმანეთს რეცეპტებს და კულინარიულ ხრიკებს. ინფორმაციის გაცვლა არ არის ერთადერთი სარგებელი, რაც თანამედროვე ტექნოლოგიებმა მოუტანეს კულინარიას - ადამიანებმა შეძლეს, კერძების მომზადება ხელოვნებად ექციათ.

უნდა აღინიშნოს, რომ კულინარიული მედია საქართველოშიც დიდი ხანია გააქტიურდა, აქ ვხვდებით უამრავ ინტერნეტ თუ ბეჭდურ ჟურნალებს. რა თქმა უნდა, ეს საამაყო ფაქტია, თუმცა, როგორც მოგეხსენებათ, რაოდენობა ხარისხს არ ნიშნავს. როდესაც ადამიანი კულინარიულ საიტს ეძებს, იმედი აქვს, რომ იპოვის საინტერესო რეცეპტს ან კულინარიული შინაარსის ინფორმაციას, რომელიც იქნება მარტივი და გამოყენებადი.


რა თქმა უნდა, კულინარიულ ჟურნალთა შორის არიან ისეთებიც, რომლებმაც, სრულიად სამართლიანად, შექმნის დღიდანვე დაიმსახურეს მკითხველის ნდობა. სწორედ ასეთია ჟურნალი "გემრიელია“. თავიდან "გემრიელია“ მხოლოდ ბეჭდური სახით გამოდიოდა, სადაც საინტერესო რეცეპტებისა და კულინარიული სტატიების წაკითხვა და შენახვა იყო შესაძლებელი, თუმცა ის მალევე განვითარდა და შეიქმნა საიტი Gemrielia.ge, სადაც ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია, მიიღოს საჭირო ინფორმაცია, თანაც სრულიად უფასოდ. საიტის უნიკალურობა სიმარტივეშია - აქ შეგიძლიათ, რუკის მეშვეობით მოძებნოთ საქართველოს ის კუთხე, რომლის სამზარეულოსაც გინდათ, რომ გაეცნოთ.

Gemrielia.ge გაძლევთ საშუალებას, გაიგოთ მეტი ნებისმიერი ქვეყნის სამზარეულოს შესახებ, თანაც კერძების დიდი არჩევანით - იმერული ფხალიდან დაწყებული, ესპანურ გასპაჩოთი დამთავრებული. განაგრძეთ კითხვა







0
46
4-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
46
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0