x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
ზუგდიდში საკრებულომ გარდაცვლილთა მჯდომარე წესით დაკრძალვის წესი დაამტკიცა

image

.

ზუგდიდის საკრებულოს დადგენილებით, საფლავის სიღრმე არ უნდა იყოს 1.2 მეტრზე ნაკლები, ხოლო გარდაცვლილის მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვისას - არანაკლებ 1 მეტრისა. დადგენილება 2018 წლის 4 მაისს საკრებულოს მორიგ სხდომაზე მიიღეს.
.
როგორც „reginfo“ იუწყება, იმავე დადგენილების თანახმად, რომელიც სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესებს განსაზღვრავს, ყოველ საფლავზე გამოიყოფა 12 კვ.მ (3X4) ფართობის ტერიტორია, რომლის საფასური 60 ლარია. ზღვრული ნორმის ზევით გამოსაყოფ ყოველ კვადრატულ მეტრზე დამატებითი საფასური 20 ლარი იქნება. მარტოხელა და უპატრონო მიცვალებულების, ასევე ლტოლვილების დაკრძალვა უსასაყიდლოდ მოხდება, ხოლო ომის ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებზე გავრცელდება 50%-იანი ფასდაკლება.
.
აღსანიშნავია, რომ მიცვალებულის მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვის შესახებ მითითებულია გარდაბნის, სენაკის და ქალაქ ფოთის წინა მოწვევის საკრებულოების დადგენილებებშიც.
2
338
1-ს არ მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
338
  
16 მაისი, 18:31
სამეგრელოში ბოლო 3-4 წელია, ახალი ტრადიცია დამკვიდრებულა, საახალწლოდ მიცვალებულების საფლავებზე ჭირისუფალი მიდის და სასაფლაოს რთავს საახალწლო ბრჭყვიალა გირლიანდებით,ნაძვის ხეებით და ა. შ. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. საშოვარზე გამოკიდებულებს წიგნი გადაავიწყდათ და ესეთი დასაცინი რამეები ალბათ ამის ბრალია.
15 მაისი, 19:17
ბოდიშით, მაგრამ ამათ შ. გ ხომ არა აქვთ?
0 1 2