x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
უგემრიელესი იაპონური ბამბის ჩისქეიქი
image
image

დღეს მე გიჩვენებთ თუ როგორ მოამზადოთ უგემრიელესი, ჰაეროვანი და მარტივი იაპონური ბამბის ჩისქეიქი.

შემადგენლობა:

13 კვერცხი

2/3 (130მლ) ჭიქა რძე


100გრ. კრემყველი

100 გრ კარაქი

1/2 (60გრ)ჭიქა ფქვილი

1/2 (60გრ)ჭიქა სიმინდის სახამებელი

2/3 (130გრ)ჭიქა შაქარი


მომზადება:

ქვაბში მოვათავსოთ რძე კარაქი და კრემყველი, დავდგად დაბალ ცეცხლზე და ვურიოთ სანამ არ მივიღებთ ერთგვაროვან მასას. ცალკე ჯამში ავთქვიფოთ 8 კვერცხის გული და დავუმატოთ რძიანი მასა, კარგად მოვურიოთ, დავუმატოთ ფქვილი და სიმინდის სახამებელი და ავთქვიფოთ. ცალკე ჯამში ავთქვიფოთ 13 კვერცხის ცილა, ნელნელა დავუმატოთ შაქარი და მოვამზადოთ ბეზე. ბეზე ნაწილ-ნაწილ დავუმატოთ ცომს და ხის ჯოხით კარგად შევურიოთ. ჩისქეიქის ცომი მზადაა.

20 სანტიმეტრი დიამეტრის საცხობი ფორის ძირსა და გვერდებზე დაფინეთ პერგამენტის ქაღალდი და ჩაასხით ცომი, საცხობი ფორმა ჩადგით ცხელ წყლიან ჭურჭელში და გამოაცხვეთ თავდაპირველად 160 გრადუსზე 25 წუთით და შემდგომ 140 გრადუსზე 55წუთით.

მომზადებული ნამცხვარი შეგიძლიათ მორთოთ შაქრის პუდრითა და ხილით.

0
95
შეფასება არ არის
ავტორი:ANNA B
ANNA B
95
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0