x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134514
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508574
16 მაისს დედამიწას ასტეროიდი მინიმალურ მანძილზე მოუახლოვდება
image
16 მაისს 01 :05 საათზე დედამიწას მინიმალური მანძილით მოუახლოვდება ასტეროიდი 2010 WC9, იუწყება EarthSky.

ციური სხეული დედამიწას ჩაუვლის 203 თასი კილომეტრის მანძილზე, მისი მოძრაობის სიჩქარე საათში დაახლოებით 46 ათასი კილომეტრია, .ასტეროიდის დიამეტრი კი შეფასებულია 60/130 მეტრზე.

მკვლევარებმა პირველად ასტეროიდი შენიშნეს 2010 წლის ნოემბერში, მის შემდეგ დეკემბრის თვეში ციური სხეული ისევ გაუჩინარდა.

ციური სხეული კვლავ შენიშნეს 2018 წლის 8 მაისს.ასტრონომები აღნიშნავენ, რომ ასტეროიდის ჩამოვარდნის საფრთხე დედამიწაზე არ არის.


ბოლო 300 წლის მანძილზე ასტეროიდის 2010 WC9-ის მოახლება დედამიწაზე იქნება ყველაზე მინიმალური. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ციური სხეულის შეუიარაღებელი თვალით დანახვა შეუძლებელი იქნება, მაგრამ შესაძლებელი იქნება დავაკვირდეთ სამოყვარულო ტელესკოპით.

0
36
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
36
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0