x
image
ილია მარტყოფლიშვილი
დედოფლისწყაროში ავარიისას დაშავებული 17 წლის გოგონა დაიღუპა

image


დედოფლისწყაროში ავტოავარიისას დაშავებული ქვეითად მოსიარულე არასრულწლოვანი გოგონა გარდაიცვალა. ინფორმაციას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლა ავრცელებს. გოგონა სწორედ ამ სკოლაში სწავლობდა.


17 წლის გოგონა სამი დღის განმავლობაში თბილისის ერთერთ კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ოჯახმა პაციენტის გადაყვანა თურქეთშიც სცადა, თუმცა მდგომარეობის გაცნობის შემდეგ თურქმა მედიკოსებმა დაშავებულის მიღებაზე უარი თქვეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თავიდანვე კრიტიკულად მძიმედ შეფასდა. მედიკოსების განმარტებით, მისი მდგომარეობა უიმედოა. მისი გადარჩენა იმ შემთხვევაში იყო შესაძლებელი, თუ ორგანიზმი რამდენიმედღიან კრიზისულ პერიოდს დაძლევდა.


ხორნაბუჯის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია წერს:

„ჩვენო საყვარელო, ჭკვიანო, სათნო და კეთილო ნინო, შეუძლებელია იმ რეალობის მიღება, სადაც შენ აღარ იქნები, სადაც შენ გარეშე გაგრძელდება ცხოვრება, სადაც შენზე წარსულში ვილაპარაკებთ... ხანმოკლე, თუმცა ძალიან შინაარსიანი და აზრიანი იყო შენი 16 წელი...


შენ თავად იყავი იმედი, სხივი, აზრი, სიკეთე და ბედნიერება... მუდამ ჩვენთან დარჩება შენი ღიმილიანი და სათნო სახე... შეუძლებელია იმ ტკივილის გადმოცემა, რომელსაც დღეს განიცდის შენი მშობლიური ხორნაბუჯის საჯარო სკოლა... სიტყვა უძლურია... ტკივილი განუზომელი, უსაშველო, უსასრულო...


როგორც სიცოცხლეში ცვლიდი სკოლის ცხოვრებას შენი წარმატებითა და ნიჭიერებით, ისე შეცვალე ახლაც ყველაფერი სამუდამოდ, დაუბრუნებლად... უსამართლობაა შენი ხანმოკლე წუთისოფელი, “... - ნათქვამის ხორნაბუჯის საჯარო სკოლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


შეგახსენებთ, მძღოლის ახლობლები მის ალკოჰოლურ თრობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ხმებს უარყოფენ. როგორც ისინი ირწმუნებიან, ახალგაზრდამ, რომელიც ქვეითად მოსიარულე არასრულწლოვანს დაეჯახა, შსს ჩალაუბნის განყოფილებაში ალკოტესტი ჩააბარა, რის შედეგადაც დადასტურდა, რომ ის საჭეს ფხიზელი მართავდა. მათივე ცნობით, მძღოლმა გამოძიებას ჩვენება მისცა, ალკოტესტის დასკვნაც საგამოძებო მასალებს დაერთობა.


ავტოსაგზაო შემთხვევა დედოფლისწყაროში 10 მაისს დილით მოხდა. ქალაქის ცენტრალურ მაგისტრალზე, საკოლმეურნეო ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე სწრაფად მოძრავი აუდის მარკის ავტომანქანა ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა, შემდეგ კი გაჩერებულ მარშრუტკას და ჟიგულს შეეჯახა. არასრულწლოვანი გოგონა, რომელიც სკოლაში მიდიოდა. გავრცელებული ვერსიით, მძღოლი ღამენათევი და ნასვამი იყო, რასაც მისი ახლობლები უარყოფენ. ისინი ამბობენ, რომ მძღოლი მომხდარის გამო ამ დრომდე შოკშია და მომხდარის მიზეზებს ვერ იხსენებს.


სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა გოგონა დედოფლისწყაროს საავადმყოფოში მოათავსა. შემდეგ კი დაშავებული კატასტროფის ცენტრმა თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა.


image


„მაღაზია „უნივერსალთან“ შეჯახების კვალი ახლაც არის, ევაკუატორით მანქანა რომ წაიღეს, იქ ვიყავი. ოქროსფერი აუდი იყო, მისი სანომრე ნიშანიც დავიმახსოვრეთ, TAI-006. ამბობდნენ, მძღოლიც საავადმყოფოში გადაიყვანესო... მძღოლი თავს იმართლებდა, ჩემი ბრალი არ არის, თვითონ გადმომიხტაო. გოგონა რუსულ სკოლაში დადის, ყოველთვის ძმასთან ერთად გადის სახლიდან, მაგრამ იმ დილას ძმა ადრე წასულა, გოგონას კი შეაგვიანდა გასვლა და ბაზართან ეს შეემთხვა, “ - იხსენებენ თვითმხილველები.


მომხდარზე მოკვლევას შსს დედოფლისწყაროს რაიონული სამმართველო აწარმოებს.

0
1147
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
1147
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0