x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134392
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508463
,, არას ბულუთ ინემლი" მსახიობი,რომელმაც ყველას შეაყვარა თავი

image



დაბადების ადგილი: სტამბული, თურქეთი

სიმაღლე: 182 სმ

ზოდიაქოს ნიშანი: ქალწული


პროფესია: მსახიობი/მოდელი

დაბადების თარიღი: 25 აგვისტო, 1990 წელი



image


ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

განათლება: სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა სტამბულის ტექნიკურ უნივერსიტეტში გააგრძელა და 5 წლის შემდეგ ავიაციის ინჟინრის დიპლომი მიიღო. თუმცა, პროფესიით არასდროს უმუშავია.
ახლა, მათემატიკასა და ფიზიკაში მიღებულ განათლებას ყოველდღიურ ცხოვრებაში იყენებს.
წავა თუ არა არას ბულუთი დიდ ავიაციაში, ამას დრო გვიჩვენებს - როგორც თავად ამბობს, მის ცხოვრებაში არაფერია გამორიცხული.


image


კარიერა: როდესაც ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩააბარა, მსახიობობაზე არც კი უფიქრია, თუმცა, შინაგანად მუდმივად გრძნობდა, როგორ იზიდავდა მას ის პროფესია, რომელიც გენეტიკურად მოსდევდა.
არასის მსახიობობა დედას არ უნდოდა, ამიტომაც მხოლოდ სარეკლამო რგოლებში მონაწილეობდა. სწორედ რეკლამიდან შეამჩნია ნიჭიერი მსახიობი კინორეჟისორმა ზეინეპ გიუნაიმ და ასე მიიღო თავისი პირველი კინოროლი თურქულ სერიალში.


image

ფილმოგრაფია:სერიალი „დაბრუნების ხეივანი“ - 2006 წელი


სერიალი „დაკარგული დრო“ - 2010-2012 წლები


სერიალი „მაჰმუდი და მერიემი“ - 2012 წელი

სერიალი „დიდებული საუკუნე“ - 2013-2014 წლები

სერიალი “შიგნით" - 2016-17 წლები

სერიალი “ორმო " - 2018 წელი

image

საინტერესო ინფორმაცია: ფეხბურთის დიდი მოყვარულია და განიცდის, რომ არასდროს ეძლევა საშუალება, სტადიონზე მშვიდად მივიდეს და ფეხბურთის საყვარელ გუნდს უგულშემატკივროს.
არავის ეუბნება უარს მასთან ფოტოს გადაღებაზე.
ბუნებით საკმაოდ მორცხვია - თავს უხერხულად გრძნობს, როდესაც მის გარეგნულ ან შინაგან მხარეებზე საუბრობენ.
სცენაზე გასვლის წინ ყოველთვის უსმენს მუსიკას. ყველა პერსონაჟისთვის საკუთარი მელოდია და სტილი აქვს შერჩეული.
ბუნებით ეჭვიანია და ყველა მისი სასიყვარულო ფლირტის დასრულების მიზეზად სწორედ ამ თვისებას ასახელებს.


image

0
195
9-ს მოსწონს
ავტორი:ლიკა ელიშვილი
ლიკა ელიშვილი
195
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0