x
მეტი
  • 27.05.2018
  • სტატია:77363
  • ვიდეო:330075
  • სურათი:433480
"იქ ჩემი შვილიც დგას, ეკლესიისგან გაბრაზებული და გულნატკენი" - პეტრე კოლხი საპატრიარქოს მიმართავს

პეტრე კვარაცხელია (პეტრე კოლხი) საქართველოს საპატრიარქოს ღია წერილით მიმართავს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“ჩემი თქვენდამი უდიდესი პატივისცემის, სიყვარულის, კრძალვის და ერთგულების მიუხედავად, გული გამისკდება არ დავწერო ის, რასაც ვფიქრობ… ხალხს ჰგონია, ვერ ხედავთ მოვლენების განვითარებას… სინამდვილეში თქვენი დუმილი ყველა მჭერმეტყველებაზე მეტია… იცით, რუსთაველზე ის თაობა დგას, რომელიც ტაძრის კარებთან წითელი, ალისფერი, ყვითელი თმებით მოგვადგა და ჩვენ მოსვლის სურვილი საბოლოოდ დავუკარგეთ… კიდევ იცით რომელი?! აი, ის, ვისაც უამრავი კითხვა ჰქონდა, ჩვენ კი შეკითხვების დასმა ავუკრძალეთ და მორჩილება მოვსთხოვეთ… იქ ჩემი შვილიც დგას, ეკლესიისგან გაბრაზებული და გულნატკენი, 13 წლის ასაკში მდინარეში მოკლე ტუნიკით რომ იდგა, ამის გამო მღვდლებმა ამბიონიდან ეშმაკის მოციქული, უზნეო და ამორალი რომ უწოდეს, მამამისი კი ლამის ჯოჯოხეთში გაისტუმრეს… ვის მოეკითხა მაშინ?! არავის… ვინ იყო დამნაშავე?! “არავინ”… სინამდვილეში ყველა ერთად… სიტუაცია დაძაბულობის პიკს აღწევს… იქ მისულთა შორის არიან საზოგადოების თითქმის ყველა ფენა… მათგან ყველა თვლის, რომ ჭეშმარიტება მათ მხარეს არის… ნებისმიერი საკუთარ უფლებას იცავს… “მარშისტებიც”, “მმკ-ც”, წამალდამოკიდებულებიც, “თეთრი ხმაურის” წარმომადგენლებიც და ისინიც, ყველაზე მეტად ისინი, ვისაც სჯერა, რომ ძალადობის მსხვერპლია… უწმიდესო, თქვენ იცით, საკუთარ თავზე, ბევრზე მეტად მიყვარხართ, მაგრამ მიყვარს ჩემი შვილიც, რომელიც იქ დგას და არ მაქვს უფლება მივიდე და დაპირისპირებული მხარეებისგან დავიცვა…

image

უწმინდესო, ჩემი ნება რომ იყოს, თქვენთვის სიცოცხლესაც დავთმობდი, მაგრამ ყველაფერს დავთმობ ჩემი პირველი შვილისთვისაც, რომელსაც ჰგონია, რომ თანატოლების გვერდით უნდა იდგეს… თქვენ 9 აპრილის ღამესაც მამობრივი მზრუნველობით მოუწოდეთ მომიტინგეებს, მაგრამ თქვენი მხურვალე სიყვარულით ნათქვამი სიტყვები დარჩა “ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა”… მაშინ სისხლი დაიღვარა… ალბათ, ასეც უნდა მომხდარიყო… ნამდვილი დამოუკიდებლობისთვის ვიბრძოდით და იმიტომ… ახლა ვერც ხვდებიან ახალგაზრდები რისთვის იბრძვიან, მთავარია ყველაფერს აპროტესტებენ… ჩემზე უკეთ იცით, ბავშვობაში გადატანილი სტრესი სამუდამოა… ჩემი შვილი ძალადობის მახვერპლი გახდა… ახლა კი მართლა არ ვიცი, შინ დარჩენით უფრო დავაშავებ თუ იქ მისვლით… ყველა შემთხვევიდან გამომდინარე, დაპირისპირების შემთხვევაში ვერ გადავრჩები… მაპატიეთ…

დეკანოზი პეტრე, მაგრამ პირველ რიგში ექვსი შვილის მამა”, – წერს მამა პეტრე კოლხი.

image

{თქვენთვის საინტერესო}

1. ვინ არიან ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებული პირები?

2. რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი 9 აპრილის მემორიალზე მოცეკვავე გოგოზე - „აა, ფეხებით დგომა კი და ცეკვა არა?..“

3. რა სახის არსებები ცხოვრობენ საიდუმლოებებით მოცულ მარიანას ღრმულში?

4. "ნომერ 55 -ე სამარშუტო ტაქსის უპატიოსნესი პიროვნება" - სიკეთე გადამდებია

5. ამ კითხვაზე პასუხის გაცემით, გამოავლენთ თქვენს პიროვნულ ხასიათს - უპირველესად რომელს დაეხმარებოდით?

12
1015
12-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
Mediator image
1015
  
21 მაისი, 13:28
აქ ანაზღაურებას მნიშვნელობა არ აქვს. რამდენჯერ ყოფილა შემთხვევა,როცა უფროსს თავისი უფლებამოსილებისთვის გადემეტებინოს თქვენთან მიმართებაში და თქვენ მოგითმენიათ,რაიმე მიზეზის გამო? მაგ.ოჯახის გამო. არ მითქვამს,რომ ეკლესიაში ყველაფერი კარგად არისთქო,უბრალოდ ავღნიშნე,რომ იმდენი რამე გვაქვს საერო ცხოვრებაში დასალაგებლი,რომ ეკლესიის განწმენდა არ შეგვიძლიათქო,ტორემ მავნებლებს რა დაულევს ეკლესიას
21 მაისი, 11:30
სამაგიეროდ ჩვენ ახლა უსამართლობითა და უცოდინრობით ვართ გადაღლილნი. საავადმყოფოებზე ნამდვილად გეთანხმებით, რამდენიმე თვის წინ ოჯახის წევრი მოგვიკლეს, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.....მაგრამ ეკლესია სწორედაც რომ გასაკრიტიკებელია. მართლმადიდებელი ავტოკეფალიური მრევლი ვიყავი, და სხვა მამაომ უფლება არ მომცა მის ეკლესიაში ბავშვის მონათვლის, როდესაც ვუმტკიცებდი, რომ მსოფლიო საეკლესიო კრებებზე ჯერ კიდევ 10-15 საუკუნის წინ წმინდა მამებმა დაადგინეს, რომ ასეთი ეკლესიის არსებობა დასაშვებია, და მისი მრევლის წევრები სრულფასოვანი მართლმადიდებლები არიან, გაჩუმდა და მთხოვა კომპეტენტურ პირებს შევხვდეთ მოგვიანებითო.....აი ასეთი პირები რომ არსებობენ და მათი რიცხვი ერთი და ორი არაააა, იმიტომაა დღეს ქართული ეკლესია განუკითხავი, მავანთაგან მართული.....რაც შეეხება ვარ თუ არა დასაქმებული, კი ვარ დასაქმებული....მაგრამ ჩემი შრომა და ანაზღაურება რომ შეადაროთ ერთმანეთს, მიხვდებით, რომ ფულის მიღების სურვილი დიდად არ მამოძრავებს....
21 მაისი, 7:35
ალბათ,მავანი მკითხავს გლეხს იმის ფუფუნება ვინ მისცა ბიუჯეტი შეჭამოსო და აი სწორედ აქ დაუშვებს შეცდომას. დღეს საქართველოში მოქმედი სოციალური დახმარების სისტემა ამაზრზენია. არიან ადამიაები,რომელთა შემოსავლების მიხედვით არ ეკუთვნით დახმარება,მაგრამ მაინც იღებენ. ადამიანები ხშირად უარს ამბობენ ერთჯერადი შემოსავლის მიღებაზე,რადგან ეშინიათ სოც. დახმარების მოხსნის. ეს ყველაფერი ხელს უშლის გაჭირვებული ადამიანების გადავლას ნაკლებად გაჭირვებულის კატეგორიაში,რადგან მას არ უნდა "მუქტა" შემოსავლის გაქრობა. უფრო მეტსაც გეტყვით, სავადმყოფოები ავადმყოფს აჩერებენ მანამ,სანამ დაფინანსება ბოლომდე არ ამოეწურებათ და ხშირად ესეთი შემთხვევები ტრაგიკულად სრულდება. თქვენ ითხოვთ ყველაფრის გვერდზე გადადებას და რევოლიციონერობას. არ გამოვა ეს ყველაფერი ახლო მომავალში და თუ უფრო მეტი დეტალი დაიგაინტერესებთ მითხარით და გეტყვით. ასერომ დაივიწყეთ რეფორმაცია და შევეშვათ ეკლესიის გაკრიტიკებას,რადგან საერო საზოგადოებას ბევრი სიმახინჯეები გვაქვს მოსაშლელი და ამ სიმახინჯეებს რომ მოვიშლით,მერე შეიძლება ამ საკითხზე მსჯელობა
21 მაისი, 7:22
რევოლუციების არ მჯერა და მისით მოტანილი კეთილდღეობის ხომ საერთოდ. რეფორმაციაზე იყო საუბარი და თუ ვინმეს უნდა მარტინ ლუთერობა ან ჟან კალვინობა მისი საქმეა,მაგრამ მე არ ვემხრობი ესეთ რაღაცეებს. მაშინდელ ევროპაში საამისო მიზეზი ქონდათ,ინკვიზიციით გადაღლილი იყო ყველა და ეხლა ამგვარი არაფერი ხდება და არც მომხდარა ქართულ ეკლესიაში. რევოლუციონერობაზე საუბრობთ და იმაზე,თუ როგორ უნდა გადადო ყველაფერი გვერდზე და იზრუნო ქვეყნის განვითარებაზე. დასაქმებული ბრძანდებით ლეელ? ამაზე პასუხი იმაზე მნიშვნელოვანია,ვიდრე ვინმე წარმოიდგენს. ნებისმიერ სექტორში დასაქმებულთა დიდი უმრავლესობა პირადი ინტერესიდან გამოდის და ფულის მიღების ინტერესი ამოძრავებთ. ამისათვის ისინი არ თაკილობენ სხვა ადამიანის გაწირვას და ხელმძღვანელის ყველა მითითების შესრულებას.მთავრობის წევრისგან დაწყებული მივარდნილ სოფელში მცხოვრები გლეხისგან დამთავრებული ცდილობს ბიუჯეტის გამოსუფთევებას. ეს ხალხი არიან უმეტესობა ჩვენს ქვეყანაში და მერე განვითარება გინდათ. ეს კარგია,მაგრამ ხომ გაგიგიათ სიტყვა სიტყვაა და საქმე სულ სხვაო.
21 მაისი, 0:34
თუ არც საერო და არც სასულიერო საქმეში არ უნდა ჩავერიოთ, უნდა ვიცხოვროთ მხოლოდ ჩვენი საკუთარი ცხოვრებით და პირად კეთილდღეობაზე ვიზრუნოთ, მაშინ ვერასდროს შევქმნით ერთიან და/ან ძლიერ სახელმწიფოს... რაც შეეხება "სისხლით დაწერილ კანონებს", დღეს-დღეობით მხოლოდ ერთეულებს თუ იცავს ეს კანონები, თანაც მხოლოდ დროებით... როდესაც ხედავ, რომ სრული განუკითხაობაა, გვერდით უნდა გადადო შენი პირადი ინტერესები და სწორედაც რომ რევოლუციონერობას უნდა მიმართო.
18 მაისი, 15:13
თქვენ არ ლაპარაკობდით ამასწინათ მამაო კლუბურ ნარკოტიკებზე და გაპროტესტებასაც კი აპირებდით. მივარდნას კლუბში???? არასდროს არ ყოფილა ეკლესიის კარები ვინმესთვის დახურული !!!
17 მაისი, 13:13
Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ!!!
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

Sev.Ge - ქართული გაცნობის საი
17 მაისი, 8:12
ნუ საუბრობთ რეფომაციაზე და ეგეთ რაღაცებზე,რადგან ეს გამორიცხულია საქართველოში მოხდეს.არც ის არის ტქვენი საქმე თუ ვინ აღზარდა შვილი კარგად ან ცუდად. მოდით შევთანხდეთ,რომ არავის საქმეში ჩარევა არ შეიძლება და ის,რომ არის ჩვენი საქმე. როცა ლგბტ ხარ,შენ უნდა იცოდე ეკლესიის კარი შენთვის დახურულია და გავანებოთ დამოძღვრას თავი. ვაკეთოთ ჩვენი საქმე და ვეცადოთ,რომ საკუთარი თავები განვავითაროთ. ყველა ეცადოს და განავითაროს საკუთარი თავი,მერე ნახავთ როგორი ცხოვრება იქნება საქართველოში. არავის საქმე არ არის ვინ ლგბტ იქნება თუ სექტანტი და არც ის თუ რა კანონებით ცხოვრობს ეკლესია. არ მოგწონს ნუ მიხვალ მღვდელტან,ვინმე მოვიდა ძალათ მორჩილება მოგთხოვა თუ..... ყველა მღვდელი ერთნაირი,რომ იყოს ეგ იქნება საშინელება და მე არ ვიცნობ ამ დეკანოზს,მაგრამ მან თავის აზრი გამოთქვა და არ მგონია,რომ ეკლესიაში ვინმე მივიდა და ზურგი აქციეს. როცა ეკლესიის წიაღში გინდა ყოფნა, უნდა დაიცვა მისი კანონები და ეს მორჩილება არ არის. საერო ცხოვრებაშიც ეგრეა და კანონებს ყველა უნდა იცავდეს. თუ არავითარ კანონს არ აღიარებ ეგ სხვა საქმეა,მაგრამ კანონები სისხლით არის დაწერილი და ის იცავს ადამიანს. ყველაფერში რევოლუციონერობა არ არის საჭირო და ეკლესიაში მითუმეტეს.შესაცვლელია რაღაც,მაგრამ ეს ჩვენ არ გვეკითხება,რადგან არ ვართ ეკლესის წარმომდგენლები და ნუ გამოვალთ მარტინ ლუთერები და ჟან კალვინები,რადგან რომის ეკლესიისგან განსხვავდება ქართული ეკლესია და ინკვიზიციის მომხრე არასდროს ყოფილა ქართული ეკლესია. ნუ ვეცდებით სენსიტიური თემებით აპელირებას,რადგან ბევრი ადამიანს ეკლესია პირად გავრცობად მიაჩნია და ეკლესიის შეურაცყოფას პირად შეურაწყოფად იღებენ.
ენის ტლიკინს ერჩივნა შვილი აღეზარდა ისე რომ არ დაჭირვებოდა საერთოდ იმაზე წუხილი მისულიყო მაგ ბარიგების აქციაზე თუ არა. მამაოს ჩემი აზრით მეტი მოეთხოვება ვიდრე ფეისბუქზე აქტიურობაა. ახლა თავისი შეცდომების რაღაც გზებით გამართლებას ცდილობს და იქით ადანაშაულებს ეკლესიას
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10