x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
დმანისის ისტორიული მნიშვნელობა

image

დმანისი თბილისის სამხრეთით, საქართველო-სომხეთის მთავარი გზის მე-80 კილომეტრზე, მდინარე მაშავერასა და ფინეზაურის შესართავთან მდებაორეობს, რომელიც არაერთხელ მოექცა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში და ინტერესი დღემდე არ წყდება. დმანისი ის ქალაქია, რომელიც ყველა მხრიდან თავდაცვითი სისტემით არის შემოვლებული და ის მეფეებისთვის ხელსაყრელ ტერიტორიას წარმოადგენდა. ბოლო ათწლეულების განმავლობაში დმანისში აქტიურად მიმდინარეობს არქეოლოგიური გათხრები, რამაც დაადასტურა რომ საქართველოს კულტურული აკვანი, სწორედ ქვემო ქართლში დაირწა. დმანისის ნაქალაქარის მხოლოდ ნაწილია აღმოჩენილი და იქ დღესაც აქტიურად მიმდინარეობს არქეოლოგიური გათხრები. მის ღირსშესანიშნაობას ადასტურებს ის, რომ აქ კაცობრიობის განვითარების ყველა პერიოდი თვალნათლივ არის წარმოდგენილი და შემორჩენილი. შუა საუკუნეებში ის, თბილისის შემდეგ ერთ-ერთი უძლიერესი ქალაქი იყო. არქეოლოგიური გათხრები დმანისში, 1936 წლიდან ივანე ჯავახიშვილის ინიციატივით იწყება, რომელსაც ლევან მუსხელიშვილი და შემდეგ ვახტანგ ჯაფარიძე აგრძელებენ. აღსანიშნავია ჯუმბერ კოპალიანის ღვაწლი, რომელიც არქეოლოგიურ გათხრებს 1980 წლიდან აქტიურად უდგას სათავეში. ენერგიას და თავდადებას არ იშურებს დმანისის ისტორიული წვლილის მსოფლიო მასტაბით გაზრდაში. დმანისი, როგორც შუა საუკუნეების ქალაქი, რამდენიმე ნაწილისგან შედგება: 1.ძირითადი ტერიტორია, სადაც მოსახლეობა ცხოვრობდა; 2. ქალაქის მეორე მნიშვვნელოვანი ნაწილი, რომელიც სასულიერო ცენტრი იყო (XI-XIIსს.); 3. მესამე მნიშვნელოვანი ნაწილი შიდა ციხე, რომელიც თავდაცითი სისტემის ძირითად ნაწილს წარმოადგენდა. ნაქალაქარის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს დმანისის სიონი, რომელიც სამეკლესიანი ბაზილიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნიმუშია. არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნია ჰომინიდთა, უძველესი თავის ქალები და ყბის ძვლები. დღესდღეობით უკვე 5 თავის ქალაა აღმოჩენილი და უნდა ითქვას, რომ მსოფლიოში არსად არ ფიქსირდება ჰომინიდთა ამდენი თავის ქალა. აღმოჩენის შემდეგ ამ თავის ქალებს ჩაუტარდათ რეკონსტრუქცია, რომელიც შემდეგ მსოფლიომ ზეზვასა და მზიას სახელწოდებით გაიცნო. თუ ვიმსჯელებთ იმ ისტორიულ-კულტურული მახასიათებლებით, რომელიც დმანისს ახასიათებს ის ამის შემდეგ მსოფლიო ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა და მას ყოველწიურად ძალიან ბევრი უცხოელი დამთვარიელებელი ჰყავს. აქ არქეოლოგიურ გათხრებზე არამარტო ქართველი არქეოლოგები არამედ სხვა ქვეყნის მეცნიერების მუშაობენ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი და მათი კულტურის დასაახლოვებლად.

3
121
2-ს მოსწონს
ავტორი:ნინელი აკოფაშვილი
ნინელი აკოფაშვილი
121
  
2018, 20 მაისი, 21:30
რა საინტერესოაა ..:)
2018, 14 მაისი, 21:48
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3