x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134364
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508436
სარდიონ ნადარაია–ჩეკისტი ჯალათი, რომლის "ანგარიშზეა" 10 ათასი დახვრეტილი ადამიანი

image ლავრენტი ბერიას პირადი დაცვის უფროსი სარდიონ ნადარაია (მარჯვნივ) და პირადი დაცვის წევრი სარქისიანი.
სარდიონ ნადარაია დაიბადა 1903 წელს ქუთაისის გუბერნიაში შემავალი აბაშის სოფელ სეფიეთში.
ნადარაიას დაწინაურება მაშინ დაიწყო, როცა სტალინმა ბერია საქართველოდან მოსკოვში გადაიყვანა ერთერთ ხელმძღვანელ თანამდებობაზე.
ლავრენტი ბერიას ერთგული გუნდმა, რომელიც თბილისში დარჩა ლავრენტი ბერიას მოსკოვში გადაყვანის მერე, ძლიერი მფარველის წყალობით ფართოდ შლის "ფრთებს" და რესპუბლიკაში ხდება პრაქტიკულად აბსოლუტური მმართველი ხდება.
საქართველოშიც ისევე როგორც სხვა რესპუბლიკებში სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი მუშაობდა დაუსვენებლად 24 საათის განმავლობაში, ბერიას გუნდის წევრებს სურდათ შეფის მსგავსად მოსკოვში გადაეყვანათ და ამისათვის არც ძალას იშურებდნენ და არც ძალაუფლებას.
ამ საქმეში ყველა ცდილობდა თავი გამოეჩინა–გამოევლინა "ხალხის მტრები", ამ ახალგაზრდების და მათ შორის სარდიონ ნადარაიას ამბიცია გახდა საქართველოსათვის ეროვნული უბედურების ტოლფასი. საქმეები "იკერებოდა" სრულიად აბსურდული მიზეზებით, გამოძიება მიდიოდა ელვისებურად და სრულიად უდანაშაულო ადამიანებს ხვრეტდნენ დაუნდობლად, ყოველ ღამე.
ნადარაიას მოქმედებით ზოგიერთი სოფელი ისე დაიცალა, თითქოს ჭირი დაერია სოფლის მცხოვრებლებს და გაანადგურაო.
"ხალხის მტრების" უშუალო დახვრეტას ანხორციელებდა სარდიონ ნადარაია, ბერიას ახლობელი და ბერიას სახლის ხშირი სტუმარი, იმ პერიოდში, როცა ბერია საქართველოში მუშაობდა.
1937 წელს ნადარაია ინიშნება საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის, სახელმწიფო უშიშროების ციხის უფროსად, ციხის უფროსის მოვალეობის პარალელურად ნადარაიამ შეითავსა საქართველოში მთავარი ჯალათის "პოსტი" და დაუნდობლად დაიწყო ციხის პატიმრების ლიკვიდაცია.
ნადარაია არ დაგიდევდათ ინსტრუქციებს, ბერიასთან ახლობლობა მას "აძლევდა უფლებას" თავად გადაეწყვიტა ნებისმიერი საქმე! იყო შემთხვევები, როცა ციხის უფროსი თავად იყო გამომძიებელი, პირადად აწამებდა დასაკითხ ადამიანებს, პირადად ასამართლებდა და ყველაზე უარესი–პირადად ხვრეტდა ადამიანებს.
ასეთი საქმიანობის გამო მას კოლეგებმა შეარქვეს მეტსახელი "უნივერსალური სპეციალისტი", რომელიც გამოირჩეოდა მაღალი "წარმოების" უნარით. ამ "წარმოებაში" იგულისხმებოდა, დაკავებული ადამიანების, დაკითხვა, წამება, გასამართლება და საკუთარი ხელით დახვრეტა.
ნადარაიამ ერთ ღამეში პირადად დახვრიტა 521 ადამიანი და როგორც შემდეგ თავად იხსენებდა, ამდენი ადამიანის დახვრეტას მასზე არ უმოქმედია, მხოლოდ ხელი დაეღალა იარაღიდან ერთ ღამეში ამდენი გასროლით.
რა თქმა უნდა ნადარაიას ეს "მიღწევები" შეუმჩნეველი არ დარჩენილა და ზემდგომების მიერ მოსკოვიდან მისი "მოღვაწეობა" აღნიშნულ იქნა და ნადარაია ბევრჯერ იქნა დაჯილდოებული. გარდა ამისა 1939 წელს მას აუსრულდა ოცნება და ის გადაიყვანეს მოსკოვში, სადაც გახდა ლავრენტი ბერიას პირადი მცველი, ხოლო მოგვიანებით მისი პირადი დაცვის სამსახურის უფროსი.
დაცვის წევრის მოვალეობაში ბერიას დაცვის გარდა პიკანტური დავალებებიც შედიოდა: მოეყვანა ბერიასთან ნებისმიერი ქალი, რომელიც ბერიას მოეწონებოდა მოსკოვის ქუჩებში, არ ჰქონდა მნიშვნელობა თუ ვინ იქნებოდა ეს ქალი. ბერიასთან იძულებით "გართობის" მერე ნადარაია აძლევდა ქალს აბორტისათვის საჭირო ფულს (თუ ქალი ბერიასთან ინტიმური კავშირისას დაფეხმძიმდებოდა), ასევე ნადარაიას ევალებოდა განაწყენებული და გაბრაზებული ქმრების "დაშოშმინება".
ნადარაია არ იყო კაბინეტის "კაცი" ის ხშირად იგზავნებოდა სამუშაო მივლინებით სხვადასხვა რესპუბლიკაში, სადაც ის მუშაობდა უკვე ძველი "პროფესიით": აკავებდა, წამებით აიძულებდა მსხვერპლს ხელი მოეწერა წინასწარ შედგენილ ცრუ ბრალდებაზე, შემდეგ კი პირადად გაჰყავდა დასახვრეტად მსხვერპლი.
ბერიას დაცემის შემდეგ "ჩაესვენა მისი მზეც". ნადარაია დააკავეს, თუმცა დაკითხვისას ვერაფრით ვერ აიძულეს ხელი მოეწერა წინასწარ მომზადებულ ჩვენებაზე, ცემის და წამების მიუხედავად მანამ, სანამ არ დაემუქრნენ ოჯახის განადგურებით.
ამის მერე ნადარაიამ მისცა ჩვენება თუ რა საქმიანობას ეწეოდა ის საქართველოში, მოსკოვში და სხვადასხვა რესპუბლიკაში მივლინების დროს.
მისმა მონაყოლმა გამოცდილი ჩეკისტებიც კი განაცვიფრა–ნადარაიას პირად "ანგარიშზე" აღმოჩნდა 10 ათასი დახვრეტილი ადამიანი.
ბერიას გუნდიდან მას მიესაჯა ყველაზე ნაკლები სასჯელი–10 წელი, ქონების კონფისკაციით. სასჯელს იხდიდა მორდოვეთში სხვადასხვა საპატიმრო ბანაკებში, განთავისუფლების მერე ცხოვრობდა მოსკოვში პენსიონერად, ცდილობდა რეაბილიტაციას, თითქოს ის "რეპრესირებული" იყო უკანონოდ. წერდა საჩივრებს, ხელისუფლებას ახსენებდა შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის და სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის წინაშე მის "დამსახურებებს", ასევე პარტიის წინაშე მის "დამსახურებებს".
თუმცა ვერაფერს მიაღწია და ხელისუფლებაზე განაწყენებული გულის მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა.
ასე დაამთავრა სიცოცხლე საქართველოში ნომერ პირველმა ჯალათმა.
imageimageimage






6
819
11-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
819
  
2018, 23 ივნისი, 22:42
რეალურია გრიგოლ, დოკუმენტირებულადაა დადასტურებული.
თითოეულ დახვრეტილ ადამიანზე გაიცემოდა პრემია და ამ პრემიების მონაცემების სტატისტიკით იქნა დადგენილი.
ნადირაია ვინც იყო გასაგებია, მაგრამ დახვრეტილთა რაოდენობა სრულიად არარეალურია.
2018, 24 მაისი, 12:54
ამას დაივიწყებს მხოლოდ ბატონი გრიშა ონიანი და მისი მიმდევრები!!!
2018, 24 მაისი, 11:57
ის,რაც აქ წერია გასაგებია, მაგრამ როცა ნადარაიაზეა ლაპარაკი და მის დახვრეტილების რაოდენობაზე, ნუ გავიწყდებათ,რომ მთავარი ჯალათი,რომლის ნების გარეშე არავინ დახვრეტილა იყო სტალინი!
2018, 15 მაისი, 11:05
ახლაც ბევრია თავის გამოჩენის მიზეზით და ამბიციურობის გამო ყველაფერზე წამსვლელი ადამიანები, უფრო სწორად არაადამიანები...
2018, 15 მაისი, 10:00
გუჯა, ყოველთვის მაინტერესებდა ასეთი პიროვნებების ბავშვობა, ანუ რა ახდენდა გავლენას, რომ ასეთებად ჩამოყალიბებულიყვნენ, რა იყო მიზეზი, რამაც დაუნგრია ფსიქიკა და თურმე მხოლოდ ხელი დაეღალა ასობით კაცის დახვრეტისას((
0 1 6