x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ახალგაზრდული ხმაური, რომელიც არასწორად იქნა ფორმულირებული...

მეც ახალგაზრდა ვარ, მეც მტკივა ჩემი ქვეყნის ბედი, მეც ვწუხვარ იმ გმირების დაღუპვისთვის, რომლებმაც ჩვენი არსებობისთვის შეწირეს სიცოცხლე. მაგრამ დროა სისტემას შევეწინაარმდეგოთ, რომელიც ხალხის აზროვნებას ერთნაირად ფუთავს და თავის სასარგებლოდ იყენებს ამ ბერკეტს. სისტემას, რომელიც ძალოვანი სტრუქტურებით ცლიდობს დაარბიოს მშვიდობიანი აქცია. ამ მარაზმს მხოლოდ ერთი დასასრული შეიძლება ჰქონდეს ხალხის გამარჯვება და ეს ხალხი ჩვენ ვართ ახალგაზრდები, რომლებიც არა აგრესიით, ანდაც უცოდინრობით, არამედ საკუთარი გამჭრიახობით და მიზანდასახულობით მივაღწევთ მიზანს. მიზანი, რომელიც ყველას გვაერთიანებს გაერთიანებულ საქართველოში მშვიდათ და ბედნიერად ცხოვრების შესაძლებლობაა, თუმცა რატომღაც ისევ აგრესიაში ვხედავთ გამოსავალს.

ციხე შიგნიდან ტყდებაო ალბათ ყველას გაგიგიათ და სწორედ ამის წინაპირობას ამზადებენ საქართველოს მტრები, თან ისე რომ ხელს არ ისვრიან არაფერში. ჯერ ამ მშვიდობიანი აქციიდან ხალხი "გამოათრიეს", შემდეგ ამ აქციას მნიშვნელობა მიანიჭეს და ახალგაზრდების მხარეს გადავიდნენ, იმდენი ქნეს, რომ მათი დაცვაც კი დაიწყეს, პარალელურად კონტრაქტივისტების "მოქოქვაც" და საბოლოოდ მიზნამდეც მივიდგნენ . შიდაპოლიტიკური დისბალანსი. საზოგადოების ორ რადიკალურ მხარეს შორის, რომლეთა რადიკალიზმიც განუსაზღვრელია და შეუძლებელია რომელიმემ პოზიცია დათმოს, შეტაკება გარდაუვალია, მინიმუმ დაშავებულები, მაქსიმუმი არც მინდა წარმოვიდგინო. ამ დროს კი მესამე მხარე წყნარად ზის და სანახაობით ტკბება, რომელიც თვითონ მოაწყეს, მიზანიც მხოლოდ ეს იყო ერთი დიდი სანახაობის მოწყობა, რომელიც ახალგაზრდობის კეთილგანწყობის მოპოვების მეტს არაფერს მოისაზრებდა, თავისთავად ეს ხაზს გაუსვამდა იმ გარემოებას, რომ პოლიცია კვლავ ფლობს ძალაუფლებას.

ჩუმად რომ ვზივართ არაფერი შეგიძლიათ ამ თაობასო, აბა ჩვენ დროს იყო ახალგაზრდობა ტანკს უვარდებოდაო, გამოხატვის თავისუფლებისთვის ვიბრძვით გარყვნილები და უხეიროები გამოვდექით. აბა თქვენთვის აეკრძალათ გართობა? ანალოგიურად დადგებოდით აქციაზე, და აქ მხოლოდ გართობის აკრძალვას კი არ აპროტესტებენ ისინი ამ ნაბიჯით ახალგაზრდების ძალას გვაჩვენებენ, ჩვენს პოტენციალს, რომ შეგვიძლია შევცვალოთ მომავალი, ჩვენი ქვეყნის მომავალი, რომელიც სადაცაა გაიხლიჩება. ახლა არ უნდა გამოსულიყავით, არასწორად იბრძვითო, , სწორი დრო ვერ შეარჩიეთო, თუ ახლა არა, აბა როდის? წლები ველოდოთ უკეთესის მოლოდინში სინათლის სხივს, რომელიც ვინ იცის როდის გამოანათებს ჩვენთვის. უმოქმედობის ბრალია ახლა რა დღეშიც ვართ, როდემდე ვიცადოთ? როდემდე ვიყოთ ჩუმათ?

მე არ ვეთანხმები ძალადობას, მე არც იმას ვეთანხმები, რომ საკუთარი წარსული და გმირები ვუარყოთ, თუმცა ჩვენ ვართ მომავალი, ჩვენ ყველაზე და ყველაფერზე წინ ვდგავართ. აუცილებლად უნდა გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის ისტორია კიდევ მრავალი წლის მანძილზე. შიდა უთანხმოებამ არ უნდა დაგვხიოს უკან და თავისუფალი სიტყვით უნდა შევძლოთ პრობლემების მოგვარება. #არაგარყვნილმომავალს და #არანარკორეალიზაციას, თუმცა უფლება, რომ თავისუფალი გართობის საშუალება ყველა ადამიანს აქვს (და მათ შორის ახალგაზრდები უფრო მოიაზრებიან, ) არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნეს ტაბუირებული. ჩვენ ვართ ახალგაზრდობა, რომელიც წინა თაობის მსგავსად არ დაემორჩილა რეჟიმს და უკეთესის ძიებაში თანამოაზრეებიც დაკარგეს, თუმცა მათგან განსხვავებით ამჯერად მსხვერპლის გარეშე უნდა მოვახერხოთ პირადი სივრცის შენარჩუნება, პირადი კეთილდღეობის და ერთიანი საქართველოს შენება.

პ.ს. მჯერა ჩვენი ახალგაზრდების, რომლებიც გონივრულად წარმართავენ ამ სიტუაციას და ცოტათი მაინც გამოასწორებენ ამ მარაზმს, რაც დღეს ხდება ჩვენს ქვეყანაში, ცხადია არასწორი ნაბიჯებიც არის მათ ქმედებებში, თუმცა მთავარი მესიჯი მაინც გასაგები უნდა იყოს ხალხისთვის. თავისუფალი გამოხატვისთვის მებრძოლ ხალხს ტალახს არ უნდა ესროდეთ!!! მშვიდობიან აქტივისტებს დემოკრატიულ ქვეყანაში არ სცემენ!!!!

image"თეთრი ხმაურის მოძრაობა", 13.05.2018, თბილისი .ახალგაზრდული


0
51
შეფასება არ არის
ავტორი:ნანუკა ბახლიშვილი
ნანუკა ბახლიშვილი
51
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0