x
image
alex999
Mediator image
ვინ არიან ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებული პირები?
ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით დაკავებული პირები წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან. რამდენიმე მათაგანს უკვე შეხვდა ადვოკატი. "პრაიმტაიმისთვის" ცნობილი გახდა, რომ დაკავებულებს შორის ერთი ქალი და შვიდი მამაკაცია. მათი ასაკი 21-დან 30 წლამდეა. უფრო ზუსტად კი ჩვენს მიერ მოძიებული ინფორმაციით დაკავებულები არიან: თორნიკე ჩუტკერაშვილი, ჯემალ ელიავა, ვიქტორ ჟამუტაშვილი, მიხეილ მიქაძე, გიორგი მამუკელაშვილი, ბორის დარახველიძე, ლაშა მამულაშვილი და ქეთი მურუსიძე.


ყველა მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით ედება, რაც ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა-გასაღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 8-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.


image


შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა. დაკავებულთა შორის ერთ-ერთი, ვიქტორ ჟამუტაშვილი, მეტსახელად "ვიტო" კაფე "გალერის" დაცვის თანამშრომელია.



ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ვლადიმერ ბოცვაძემ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, რომ კლუბში მყოფი პირების ერთმა ნაწილმა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების გარანტიის სანაცვლოდ, ნარკოტიკული საშუალებები ნებაყოფლობით ჩააბარა.


დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ასევე ცნობილი გახდა, რომ სპეცოპერაციის დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი უკვე თავისუფალია. უწყებამ ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი ვიდეო-მასალაც გაავრცელა.



0
595
6-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
595
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0