x
მეტი
  • 24.06.2018
  • სტატია:78086
  • ვიდეო:330822
  • სურათი:434093
როგორ შევიღებოთ თმა ქერად: სპეციალისტების რჩევა

image




ნებისმიერ ქალს ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნატრია ქერა გამხდარიყო. რა მოხდება, თუ სიტყვებიდან მოქმედებაზე გადავალთ?





სპეციალისტებმა იციან როგორ გააკეთოთ ეს სწორად. „ბლონდი“ ითვლება ძალიან რთულ ფერად, მაგრამ ამის გამო ის არ კარგავს თავის მომხიბვლელობას. თუნდაც ისეთი შავგრემანები, როგორებიც არიან ნინა დობრევი, კიმ კარდაშიანი და ენნ ჰეტეუე ერთხელ უკვე იყვნენ ქერები.




აუცილებელია გაგაფრთხილოთ: შავგრემანიდან ქერად გადაქცევა არც თუ ისე მარტივია, როგორც ერთ შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ. მაგრამ დაგეხმარებით ეს გზა ღირსეულად გაიაროთ.



პროფესიონალები არ გირჩევენ გაღიავების პროცედურა სახლის პირობებში ჩაატაროთ: შესაძლოა თავი მთლიანად ვერ შეიღებოთ, მიიღოთ ყვითელი ფერი ან საერთოდ გაიფუჭოთ თმის ხარისხი. ამიტომ გირჩევთ თავიდანვე მიმართოთ გამოცდილ სპციალისტს.


მაგრამ მანამდე რამდენიმე წესი უნდა იცოდეთ:


1. თუ თმები არსოდეს გაგიღიავებიათ, გააფრთხილეთ სტილისტი, რადგან თქვენს შემთხვევაში შეღებვის სპროცედურა განსხვავებული იქნება.





2. ნუ ეცდებით პროფესონალური ტერმნებით აპერირებას. მაშინაც კი, თუ ინტერნეტში ამოიკითხეთ, რომ თქვენს ტიპს იდეალურად შეეფერება ფერფლისფერი ქერა. ინტერნეტ ქსელში არსებული ტექსტი და სურათი ყოველთვის როდი შეეფერება სინამდვილეს.




3. მიიტანეთ იმ გოგონას სურათ და თმის ფერი, რომელიც მოგწონთ. მაგრამ გახსოვდეთ: თქვენი „იდეალის“ კანის და თვალის ფერი მაქსიმალურად ახლოს უნდა იყოს თქვენს კანის და თვალის ფერთან.





4. საშინაო დავალება: არ დაიბანოთ თავი ყოველ დღე, არ გამოიყენოთ ლითონის სავარცხლები, თმის უთო, დაიცავით თმები მზის სხივებისგან და კვირაში ორჯერ დაიდეთ ნიღაბი.





5. იყავით რეალისტი და მოემზადეთ იმისთვის, რომ სალონში ერთხელ ვიზიტით ეშხიანი შავგრემანიდან პლატინისფერ ქერად ვერ გადაიქცევით. სანატრელ შედეგამდე მისაღწევად, მოგიწევთ თმის რამოდენიმეჯერ გაღიავება.



***

0
126
8-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
Mediator image
Mediator image
126
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0