x
მეტი
  • 19.12.2018
  • სტატია:83894
  • ვიდეო:334606
  • სურათი:442071
„მარიამმა დღეს სამჯერ დამირეკა, აქციაზე მოდი და რამე თქვიო"


image
მამა პეტრე კოლხი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

დამონებული თავისუფლება

მარიამმა დღეს სამჯერ დამირეკა, აქციაზე მოდი და რამე თქვიო!..
დავფიქრდი, რომ მივსულიყავი რა მოხდებოდა... ალბათ, არაფერი... ვიდგებოდი ისე, როგორც რუსთაველზე აღმართული ჭადრები, ან უბრალოდ, ქაშვეთი, რომელიც დუმილით საუბრობს... სათქმელი აუცილებლად მექნებოდა, მაგრამ ვინ მალაპარაკებდა, რომც მესაუბრა, შაგრენის ტყავივით დამგლეჯდნენ... კი, ის თაობა გამატყავებდა, თავისუფლებას რომ გაჰყვირის... რა პარადოქსია, 9 აპრილის ღამესაც თავისუფლებისთვის იბრძოდნენ... სისხლიც დაღვარეს, მათი მომავალი ამ თაობის ნამდვილ თავისუფლებას შესწირეს და იმისთვის, რომ დაბოლილებს ისევ თავისუფლება ეყვირათ?!
არა, “თქვენ სიკვდილის რა ღირსი ხართ"... ყველაფერი ჩვენი ბრალია, ჩვენი... ჩვენი... ან ზედმეტი აკრძალვის მსხვერპლი გახდით, ან ზედმეტად თავისუფლებმა ყველაფრის შეგრძნება დაკარგეთ და “მოწეულები" ისე ამაყად დააბიჯებდით ეკა ბეჟანიშვილის, მამუკა ქარსელაძის და სხვათა სისხლით მორწყულ რუსთაველზე, თავი გმირები გეგონათ... ტაშსაც ომახიანად უკრავდით ერთმანეთს და მთლიანობაში ერთმანეთს კარგადაც “აბოლებდით"...
თვალზე მომდგარ ცრემლს უკან ვაბრუნებდი, ამდენ გაუბედურებულ, დასნეულებულ, მომავალწართმეულ ახალგაზრდას რომ ვხედავდი... არ არის თქვენი ბრალი-ჩვენი ბრალია, ჩვენი, ჩვენი...
მშობლების მხარში დგომა რომ გჭირდებოდათ, ისინი თქვენს თვალწინ ერთმანეთს ხოცავდნენ, თქვენ კი კარს მიიხურავდით და გამოსავლის ძებნაში სიცოცხლე არ გინდებოდათ... თუ ერთმანეთს არ უღებდნენ ბოლოს, ემიგრაციაში იყვნენ და მშობლების მონატრებას, მათ მიერ გამოგზავნილი ფულით კლუბში “იხრჩობოდით"...
სულის ტკივილი თუ შეგაწუხებდათ, ეკლესიას მიაშურებდით. იქ კი, სვირინგების, პირსინგების გამო გარეთ გიშვებდნენ... ამას მიზეზად იყენებდით და დარდის გასაქარწყებლად ისევ კლუბს მიაშურებდით...
საბოლოოდ კი ურწმუნოებაში, ნიჰილიზმში, სასოწარკვეთაში ერთი დღით ცხოვრობდით და იმ ერთ დღესაც ნარკოტიკი გართმევდათ...
ერთმანეთს სიძლიერეს უმტკიცებდით, სინამდვილეში სისუსტის გეშინოდათ, რეალობას თვალს ვერ უსწორებდით და ილუზიაში ცხოვრობდით...
ნუ ყვირით თავისუფლებას-მონები ხართ, მონები, მონები... საკუთარი სისუსტის, სიმხდალის, უსუსურობის, უმომავლობის მონები...
თქვენ ყველაფერი გაქვთ და ვერაფერი დააფასეთ, ვერაფერი დაინახეთ, უმადურები, დაუნახავები გახდით... თავი მოიტყუეთ და გეგონათ სხვებსაც მოატყუებდით... დედის სისხლის ცრემლით უცხოობაში მოპოვებულ ფულს, დაუფიქრებლად “ყლაპავდით" ან ვენაში უშვებდით...
თავისუფლებას ყვირით?! ვინ გზღუდავთ... ვის ემსხვერპლებით?!
კი, ნამდვილად უნდა მოიპოვოთ თავისუფლება, საკუთარი თავისგან, საკუთარი დეგრადირებული აზრისგან, საკუთარი ფსიქიკისგან... მაშინ კი, აუცილებლად დავდგები თქვენს გვერდით და ერთად ვიბრძოლებთ შინაგანი თავისუფლებისთვის... მანამდე კი დემაგოგობთ... რა მოწიეთ ასეთი...

მამა პეტრე

imageimage


12
172
9-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
Mediator image
Mediator image
172
  
13 მაისი, 22:33
მთლიანად გეთანხმები, პირველი პრეზიდენტის დამხობამდე სამღვდელოება, რომ ჩამდგარიყო დაპირისპირებულ მხარეებს შორის დღეს ასეთი გაჩანაგებული საქართველო არ გვექნებოდა.
არა, გუჯა, მე მამა პეტრე არც მიგულისხმია... ჯერ გულისფანცქალით წავიკითხე სტატია, რატომღაც გვარამიასეულ აზრებს ველოდი... გამეხარდა, მომეწონა მისი სიტყვები, თუმცა სევდაც დამეუფლა, რომ სასულიერო პირების უმრავლესობამ დიდი ხანია დაკარგა ხალხის მოწიწება და რიდი და რაც ყველაზე მთავარია, ქვეყანაში არ არის ადამიანი, ვის სიტყვასაც ექნებოდა წონა, რომ ამ წუთებში დაძაბული სიტუაცია განემუხტა.
13 მაისი, 22:02
გულის ოპერაცია გაუკეთეს სულ ერთი თვეა ლალი და იქ მისი დადგომა გამორიცხულია ფიზიკურად.
ეჰ, მამაო, უბედურება სწორედ ის არის, რომ სასულიერო პირებმა დაკარგეთ ავტორიტეტი, თორემ იქ უნდა იდგეთ, იქ და თქვენსას ცდილობდეთ...
13 მაისი, 14:57
ასეა, ყველაზე მძიმე ბრძოლა საკუთარ თავთან აქვს ხოლმე მოსაგები ადამიანს. სისუსტეს და ვნებებს დამონებული ადამიანი როგორ შეიძლება თავისუფალი იყოს,თუნდაც ერთი ბატონიც არ ჰყავდეს, და პირიქით,როცა ადამიანი შინაგანად გათავისუფლდება და თავის თავზე გაიმარჯვებს, 10 ბატონიც ვეღარ წაართმევს იმ თავისუფლებას.
13 მაისი, 14:29
სასულიერო პირია, ჭეშმარიტი ღვთისმსახური და საერთოდ უწესიერესი პიროვნება...
13 მაისი, 14:26
ეს კაცი სასულიერო პირია თუ როკვარსკვლავი.
13 მაისი, 14:23
ნამდვილად...
13 მაისი, 14:20
ყველა ღვთისმსახური რომ ასე აზროვნებდეს მაშინ არ დაიკარგებოდა ეკლესიის მიმართ ნდობა, მაგრამ სამწუხაროდ ასეთები ცოტაა...
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10