x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
გარდაიცვალა მსახიობი ბაადურ წულაძე
image
83 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი მსახიობი და კინორეჟიოსრი ბაადურ წულაძე.

დაიბადა ქალაქ ბათუმში 1935 წლის 5 მარტს. დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი ა. დოვჟენკოს და მიხეილ ჭიაურელის ხელმძღვანელობით.

მისი კინდებიუტი შედგა ფილმში "ქორწილი" 1969 წელს.მას შემდეგ მსახიობმა კიდევ 50-მდე ფილმში ითამაშა, როგორც ქართული, ასევ რუსულენოვან ფილმებში, მათ შორის: "ბურატინის თავგადასავალი"(1975) "ქერა ქუჩის კუთხეში"(1984) "პემ~პი მაღალწინდა"(1984) და სხვა, ხოლო როგორც რეჟისორმა დადგა ისეთი ცნობილი ფილმები როგორებიცაა:ფეოლა(1970), გლადიატორი(1972), კროსვორდის ამოხსნის მოყვარულთათვის(1982) და სხვა.

image


ერთ-ერთი ცნობილი ბოლო როლი იყო სერიალში "ცხელი ძაღლი"(2003-2013)

მიღებული აქვს პრიზები რიგის სპორტული ფილმების მესამე საკავშირო ფესტივალზე (1970). დსთ და ბალტიისპირეთის ქვეყნების XIV საერთაშორისო კინოფესტივალი “კინოშოკი”, ანაპა (2005) – ჟიურის სპეციალური პრიზი მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში "თბილისი-თბილისი".1979 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება.

image

0
237
8-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
237
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0