x
image
გემი დალანდი
როგორ გავარკვიოთ ჩვენი ტვინის რომელი ნახევარსფეროა დომინანტი
image

ჯერ კიდევ 1981 წელს სსრკ-ში მეცნიერებმა შეიმუშავეს ტესტი, რომელიც საშუალებას იძლევა დავადგინოთ ტვინის რომელი ნახევარსფეროა დომინანტი. ორივე ნახევარსფერო სხვადსხვა ქმედებებზეა პასუხისმგებელი.

იმის ცოდნა, თუ რომელი ნახევარსფეროა უფრო განვითარებული, საშუალებას მოგცემთ მეტნაკლებად შესაფერისი პროფესია შეარჩიოთ ან თქვენი უცნაური ქცევა ახსნათ გარკვეულ სიტუაციებში. მშობლებს თავის მხრივ შესაძლებლობა ეძლევათ განსაზღვრონ- ბავშვი ჭადრაკის წრეზე შეიყვანონ თუ ხატვაზე.

გთავაზობთ, ტესტი გაიაროთ და ბოლოს თქვენს შესახებ საინტერესო ფაქტებს შეიტყობთ.


სანამ დაიწყებთ, მოემზადეთ

აიღეთ ორი ფურცელი: ერთ ფურცელზე შედეგები დაწერეთ, მეორე კი ზოგიერთი ამოცანის შესასრულებლად დაგჭირდებათ. ყოველი დავალების შედეგად მიღებული შედეგი ფურცელზე აღნიშნეთ.


1. გადააჭდეთ თითები

image გადააჭდეთ თითები და დააკვირდით, რომელი ხელის ცერა თითი მოექცა ზევით?

თუ მარცხენა ხელის-დაწერეთ ფურცელზე “მარჯვენა", თუ მარჯვენა ხელის-“მარცხენა"

შეცდომა არ გეგონოთ. თითოეული ნახევარსფერო სწორედ რომ საწინააღმდეგო მხარეს მართავს.


2. როზენბახის ტესტი

imageაიღეთ ხელში ფანქარი და დაიჭირეთ წინ გაწვდილ ხელში, თვალების დონეზე, როგორც სურათზეა. ახლა კი შეხედეთ ფანქრის წვერს და დახუჭეთ ჯერ ერთი თვალი, შემდეგ კი გაახილეთ და ახლა მეორე დახუჭეთ.რომელი თვალის დახუჭვისას გადაადგილდება ფანქარი გამოსახულებაში უფრო მეტად?

თუ მარჯვენა თვალის დახუჭვისას უფრო გადაადგილდება, დაწერეთ ფურცელზე “მარცხენა". თუ მარცხენა თვალის დახუჭვისას-დაწერეთ “მარჯვენა". თუ გამოსახულება ორივე შემთხვევაში ერთნაირად იცვლება, მაშინ დაწერეთ “ნული"


3.ნაპოლეონის პოზა

imageდაიკრიფეთ გულხელი. რომელი ხელისმტევანი მოექცა ზევით? თუ მარცხენა ხელის-დაწერეთ “მარჯვენა", თუ მარჯვენა ხელის-“მარცხენა".


4. აპლოდისმენტები

imageდაუკარით ტაში და დააკვირდით, რომელი ხელია მოქცეული ზემოდან?თუ მარცხენა ხელი-დაწერეთ “მარჯვენა", თუ მარჯვენა ხელი-“მარცხენა".


5. გადაიდეთ ფეხი ფეხზე

imageდაჯექით და გადაიდეთ ფეხი ფეხზე. რომელი ფეხი მოექცა ზემოდან?თუ მარცხენა -დაწერეთ “მარჯვენა", თუ მარჯვენა -“მარცხენა".


6.თვალი ჩაუკარით

imageრომელი თვალი დახუჭეთ?თუ მარცხენა -დაწერეთ “მარჯვენა", თუ მარჯვენა -დაწერეთ “მარცხენა".


7.ტრიალი

imageწამოდექით და დატრიალდით. რომელ მხარეს დატრიალდით? თუ საათის ისრის მიმართულების საწინააღმდეგოდ, დაწერეთ “მარცხენა", თუ საათის ისრის მიმართულებით, დაწერეთ-“მარჯვენა".


8. შტრიხები

imageაიღეთ მეორე ფურცელი და ისე, რომ არ დათვალოთ, ორივე ხელით დასვით შტრიხები. შემდეგ კი დათვალეთ. რომელი ხელით დახატეთ უფრო მეტი შტრიხი? თუ მარცხენა ხელით-დაწერეთ “მარჯვენა", თუ მარჯვენა ხელით-“მარცხენა", ხოლო თუ ორივე ხელით ერთი და იგივე რაოდენობის შტრიხები დახატეთ, მაშინ დაწერეთ “ნული"


9. წრე

imageნებისმიერი ხელით შემოხაზეთ წრე და ბოლოში გაუკეთეთ ისარი. თუ ხაზი საათის ისრის მიმართულების საწინააღმდეგოდ მიემართება-დაწერეთ “მარცხენა", თუ საათის ისრის მიმართულებით მიდის- “მარჯვენა".


ახლა კი დადგა დრო ჩვენი შედეგები ფორმულით გამოვსახოთ. ნუ შეგეშინდებათ, ეს ადვილია:

image

დათვალეთ რამდენჯერ წერია “მარცხენა" და მიღებული რიცხვი ჩაწერეთ ფორმულის ზედა მარცხენა ნაწილში, დათვალეთ რამდენჯერ წერია “მარჯვენა" და ჩაწერეთ მიღებული შედეგი ფორმულის ზედა მარჯვენა ნაწილში, შემდეგ კი გამოთვალეთ ფორმულა. მაგალითად, თუ ჩვენ მივიღეთ 7 “მარცხენა" და 2 “მარჯვენა", 7-ს უნდა გამოვაკლოთ 2, მიღებული შედეგი ანუ 5 უნდა გავყოთ 9-ზე და მიღებული შედეგი გავამრავლოთ 100%-ზე, მივიღებთ 55%-ს.


გამოვთვალოთ შედეგი:

30%-ზე მეტი : მარცხენა ნახევარსფეროს სრული დომინირება.

10%-დან 30%-მდე:მარცხენა ნახევარსფეროს არასრული დომინირება.

-10%-დან 10%-მდე:მარჯვენა ნახევარსფეროს არასრული დომინირება.

-10%-ზე ნაკლები (ანუ -20%, -30%...):მარჯვენა ნახევარსფეროს სრული დომინირება.


რამდენიმე ფაქტი თქვენს შესახებ:

მარცხენა ნახევარსფეროში მდებარეობს მეტყველების ცენტრი, ამიტომ, “მარცხენა ნახევარსფეროს" ხალხს ლაპარაკი უყვარს. მარცხენა ნახევარსფეროს სიტყვების მხოლოდ პირდაპირი მნიშვნელობა ესმის.


მარჯვენა ნახევარსფერო ინტონაციას განსაზღვრავს. “მარჯვენა ნახევარსფეროს" ხალხი ცოტას ლაპარაკობს, მაგრამ ინტონაციას დიდ ყურადღებას აქცევს.


მარჯვენა ნახევარსფერი მგრძნობიარეა იუმორისადმი და მეტაფორებიც ესმის.


მარცხენა ნახევარსფერო მუსიკას ვერ აღიქვამს, ამას მარჯვენა ნახევარსფერო აკეთებს.


ადამიანების სახეების ამოცნობაც მარჯვენა ნახევარსფეროს ფუნქციაა.. “მარცხენა ნახევარსფეროს" ადამიანებმა შესაძლოა ქუჩაში ვერ გიცნონ.


“მარცხენა ნახევარსფეროს" ადამიანებს უყვართ დეტალებში ჩაღრმავება. ისინი სკრუპულოზურები არიან.


მარჯვენა ნახევარსფერო გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ვიოცნებოთ და ვიფანტაზიოროთ, შევთხზათ სხვადასხვა ისტორიები.


მარჯვენა ნახევარსფერო ჯერ მთლიანად აღიქვამს, შემდეგ კი დეტალების გამოყოფას ახდენს.


მარცხენა ნახევარსფერო კი ჯერ დეტალებს აღიქვამს და შემდეგ ქმნის მთლიან სურათს.


მარჯვენა ნახევარსფერო კარგად იმახსოვრებს ემოციებს, გრძნობებს, პირად გამოცდილებას.


მარცხენა ნახევარსფერო იმახსოვრებს ლოგიკურ კავშირებს, გრაფიკას და სისტემას.


0
200
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
200
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0