x
image
melody_inside
უწმინდურთან თანაცხოვრების შემდეგ ქალები "ეშმაკს" ბადებდნენ
image


დაახლოებით 20 წლის წინ გარდაიცვალა მოხუცი გლეხის ქალი ნატალია სმირნოვა. მან მთელი ცხოვრება პატარა სოფელში, პსკოვშჩინაში გაატარა. კვდებოდა ისე, როგორც სანთელი დნება, – ნელა და მშვიდად. ბოლო ამოსუნთქვამდე ნათელი გონება ჰქონდა...








სიკვდილამდე დაახლოებით ერთი დღით ადრე სმირნოვამ აღსარების ჩაბარება და ცოდვების მონანიება მოისურვა. მაგრამ სოფელში არ მოიძებნა მღვდელი, ვისაც გულს გადაუშლიდა. და ნატალია სმირნოვამ გადაწყვიტა "ხატებისთვის ჩაებარებინა აღსარება".










მისი თხოვნით ქოხი ყველა ნათესავმა დატოვა, საიდუმლო აღსარებისთვის ხელი რომ არ შეეშალათ. მხოლოდ ერთი ნათესავი, სახელად ვალენტინა შეყოვნდა სამზარეულოში შებრუნების გამო. სწორედ მისი გადმოცემით ვიცით ეს ისტორია.










როდესაც ვალენტინამ გაიგონა, კონკრეტულად რას ამბობდა მეორე ოთახში მოხუცი, პირდაღებული ადგილზე გაქვავდა და ვერავითარი ძალა ალბათ ვერ აიძულებდა აღსარების დამთავრებამდე სახლიდან გასვლას. იმდენად, რამდენადაც სასიკვდილო სარეცელზე მწოლიარე ნატალია სმირნოვა შეუძლებელ და საშინელ რამეებზე საუბრობდა.








ომის დროს, როდეასც მისი მეუღლე ფრონტზე იმყოფებოდა, ნატალიას ცხოვრებაში უჩვეულო მოვლენა მოხდა. ერთხელ ღამით გაეღვიძა და დაინახა – რუსული ღუმელიდან დაბალი და მსუქანი კაცი მოძვრება. მივარდა სმირნოვას, დასტაცა ხელი და როგორც კარტოფილის ტომარა, ისე გადაიგდო მხარზე. შემდეგ კი სადღაც გაიქცა.







”— გარშემო დაბნელდა — ყვებოდა ნატალია, — ყურებში ქარი უსტვენდა. ეს იყო გრძელი და ბნელი დერეფანი. "ის " კი გარბის და გარბის. მიირბინა სადღაც ქვემოთ, დამაგდო იატაკზე. ამიწია ქვედაბოლო და გამაუპატიურა...








იმ მომენტში ქალს გონება დაუკარგავს. გონებაზე მოსვლისას ისევ საკუთარ ქოხში აღმოჩნდა.




ხუთი (! ) თვის შემდეგ ნატალია სმირნოვამ იმშობიარა.



image

(ბიჭი-ეშმაკი. მოქანდაკე რონიტ ბარანგი)




იგრძნო რა, რომ სამშობიარო ჭინთვები ეწყებოდა, ის ტყეში გაიქცა – შორს სოფლიდან, ადამიანებისგან, ბოროტი ჭორებისგან. ქმარი უკვე მეორე წელია ფრონტზეა, ის კი - მშობიარობს. ვისგან?!








უღრან ტყეში იმშობიარა. ბავშვი ცოცხალი დაიბადა, მაგრამ იმწამსვე გარდაიცვალა. როგორც ვალენტინამ ნატალიას აღსარებაში უნებლიედ მოისმინა, ბავშვი იყო " თევზის თვალებიანი, კლანჭებიანი და უყურო ეშმაკი".








მის დანახვაზე ახალნამშობიარები ქალი შეძრწუნებულა.

მშობიარობის შემდეგ ცოტა დაისვემნა თუ არა, სახლში გაიქცა ნავთის და ასანთისთვის. ბავშვის გვამზე მშრალი ტოტები დააყარა, მოასხა ნავთი და ცეცხლი წაუკიდა. მაგრამ, ახალდაბადებული მონსტრის სხეულის ბოლომდე დაწვა ვერ შეძლო. კოცონი კარგად დაინთო თუ არა, აფეთქებამ ყველაფერი გაფანტა. ჩვილის გვამი თითქოს ასაფეთქებელი მასალით იყო სავსე.



ძალიან შეშინებული და ალით ოდნავ შეტრუსული ქალი სახლში გაიქცა. ამ ადგილზე ის აღარასოდეს მისულა. ..








„სმირნოვას შემთხვევა“ შეიძლება შევადაროთ ფოლკლორისტ ი. კარნაუხოვას მიერ აღწერილ მსგავს მოვლენას. მარია რაგოზინის მონათხრობი ჩაწერილია მეოცე საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში. კარნაუხოვა აღნიშნავს, რომ მარიამ „ყოველთვის იცოდა ადგილობრივი ახალი ამბები“, მას ჰქონდა „შესაშური მახსოვრობა“, და ის „არ გამოირჩეოდა ფანტაზიორობისადმი მიდრეკილებით“, „მშრალად გადმოსცემდა ფაქტებს“, რაც სრულიად აკმაყოფილებდა მას.








ეს ისტორია არის ბავშვზე, რომელიც ქვეყანას მოევლინა ასევე „არამიწიერი სექსის“ შედეგად. და ამ ისტორიასაც ასევე არნახული დასასრული აქვს. ნაყოფის დაბადების მომენტში სახლის ერთი კუთხე აფეთქდა.

რაგოზინა ყვება:



image



„ — კუთხეში რაღაცამ დაჰკრა და... წევს ამოყირავებული და გასისხლიანებული ბავშვი... არა ნამდვილი ბავშვი _ უწმინდური.

სოფლის ყველა კუთხიდან მოირბინა ხალხმა მის სანახავად.

ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ მახინჯი- მონსტრის გვამი სოფლიდან შორს ტყეში დამარხეს.


(უფოლოგ ალექსეი პრიიმის წიგნიდან „ ორი სამყაროს გზაჯვარედინზე“ )



იხილეთ ასევე:

1. ყველაზე საშიში ეკლესია მსოფლიოში (ადგილი, სადაც მოჩვენებები ცხოვრობენ)



image

2. 12 სიღრმისეული აზრის მქონე გამონათქვამი რწმენაზე, რაზეც ღირს დაფიქრება

image

3. ვატიკანი პანიკაშია! თურქეთში უძველესი ბიბლია აღმოაჩინეს

image

***

***

0
715
9-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
715
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0