x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
10 ხერხი პლიაჟზე ზედმეტი კილოგრამების დასამალად
პლიაჟისთვის მზადებას ზოგიერთი რამდენიმე თვით ადრე იწყებს სპორტდარბაზში, ზოგი კი ცდილობს ხალხმრავალ ადგილებს მოერიდოს ზედმეტი კილოგრამების გამო.

თურმე, არსებობს რამდენიმე ხერხი, რომელთა დახმარებითც თავისუფლად შეგიძლიათ თქვენი ფიგურის ნაკლოვანებები პლიაჟზეც კი შენიღბოთ


image

1. საცურაო კოსტუმის ფორმა



ვერტიკალური ამონაჭერი საცურაო კოსტიუმზე ვიზუალურად ჭიმავს სხეულს.

მაღალწელიანი ქვედა საცვალი ვიზუალურად ზრდის ფეხის სიგრძეს.

მრგვალი და V-ს მსგავსი ყელის ჭრილი, ან ყელზე შემოვლებული “ბრეტელები" კი მხრებს უფრო ფართოს წარმოაჩენს.

დეკორი, დრაპირება, ნაკეცები-მოცულობას მატებს. მაგალითად, თუ თქვენ ვიწრო თეძოები და ფართო მხრები გაქვთ, მსგავსი გაფორმება თქვენი საცურაო კოსტიუმის ქვედა ნაწილს უნდა გააჩნდეს, რომ ვიზუალურად გაიზარდოს თეძოების მოცულობაც.

იმის იმედით, რომ ზედმეტი კილოგრამები დამალოთ, არ ღირს მთლიანი საცურაო კოსტიუმის ყიდვა. მით უფრო თუ მასზე მსხვილი პრინტია. ამ შემთხვევაში თქვენი ფიგურა კიდევ უფრო მსხვილი გამოჩნდება.

თუ სხეულის ქვედა ნაწილი უფრო მსუქანი და მასიური გაქვთ, აქცენტი სხეულის ზედა ნაწილზე უნდა გააკეთოთ: შეარჩიეთ ლიფი დეკორატიული ელემენტებით.


2.საცურაო კოსტიუმის ფერი

imageსწორად შერჩეულ ფერს ნებისმიერი ფიგურის დაბალანსება შეუძლია. გამოიყენეთ მუქი ფერი სხეულის იმ ნაწილისთვის, რომლის მოცულობის შემცირებაც გსურთ. ღია და კაშკაშა ფერები კი იქ-სადაც პირიქით, მოცულობის დამატება გინდათ.

ჰორიზონტალური ნახატები და ზოლები-მოცულობას მატებს, ვერტიკალური კი პირიქით-ვიზუალურად ათხელებს პრობლემურ ადგილებს.


3.პარეო

imageბევრს სმენია, რომ პარეოს სხეულის ნაკლოვანებების დამალვა შეუძლია. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას სწორად გამოიყენებთ. არსებობს მრავალი ვარიანტი იმისა, თუ როგორ შეიძლება იქნას გამოყენებული ეს აქსესუარი, რომ სილუეტი პროპორციულად გამოიყურებოდეს. მაგალითად, მსუქნებმა ის წელზე ცოტა მაღლა უნდა შემოიკრან, გამხდრებმა კი პირიქით, თეძოზე უნდა დააფიქსირონ. ყურადღება მიაქციეთ ფერს და გაფორმებასაც. სრულმა ქალებმა უარი უნდა თქვან მსხვილ პრინტზე, მინიატურულ ქალბატონებს კი საშუალო ზომის ნახატებიანი პარეო უფრო შეეფერებათ.


4.აქსესუარები

imageპატარა დეტალებს შეუძლიათ ყურადღების გადატანა ნაკლოვანი მხარეებიდან. ასეთ “მხსნელად" შეიძლება კაშკაშა ფერის პლიაჟის ჩანთა, მძივი, სამაჯური და სხვ. იქცეს. მხოლოდ გახსოვდეთ, ზომიერება ყველგან საჭიროა.


5.ავტორუჯი

imageგარუჯული სხეულების ფონზე თქვენი სითეთრე ნამდილად შეიძლება თვალშისაცემი გახდეს. ავტორუჯი ამ პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ და ამასთან, თქვენს სხეულს უფრო კარგ ფორმაში წარმოაჩენს. მისი საშუალებით კანი უფრო ერთგვაროვანი ხდება. ავტორუჯის ხმარება ზღვზე გასვლამდე რამდენიმე დღით ადრე უნდა დაიწყოთ.


6.ტანადობა

imageმოხრილი ზურგის მუდმივი თანამგზავრი-წინ გამოშვერილი მუცელია. გამართული, სწორი ზურგი კი პირიქით, სწორად უსვამს ხაზს თქვენს მკერდს და წელის ქვემოთ გვერდებს. ამიტომ, ზღვაზე ყოფნისას ეს არ დაგავიწყდეთ და ზურგში ნუ მოიხრებით.


7.საჭმელი

imageღიპი რომ არ გქონდეთ, მაინდამაინც პლიაჟზე გასვლის წინ ნუ დანაყრდებით. არ მიიღოთ პროდუქტები, რომლებიც მუცლის გაბერვას იწვევენ: ბარდა, კომბოსტო, სიმინდი, კრეკერი, ძეხვეული, გაზიანი სასმელები, ხილის სიროფით მომზადებული კოქტეილები და სხვ.

წყურვილის მოკვლა თუ გინდათ, ჩვეულებრივი წყალი დალიეთ. წახემსება კი კაკლით და ხილით შეგიძლიათ: ბანანით, ციტრუსებით და საზამთროთი. აი, ვაშლს, მსხალს, ჩირს, ყურძენს კი მოერიდეთ. ისინი აირების დაგროვებას იწვევენ.


8.პირსახოცი

imageპირსახოცსაც კი შეუძლია ვიზუალური ეფექტის მოხდენა. იმისთვის, რომ უფრო ტანადი გამოჩნდეთ, დიდი ზომის, ფართო და გრძელი პირსახოცი შეიძინეთ პლიაჟისთვის.


9.ფეხსაცმელი

imageპლიაჟის ფეხსაცმელსაც თავისი მაგია აქვს. ფეხები რომ უფრო ლამაზი და სწორი გამოჩნდეს, უპირატესობა ტანკეტკას მიანიჭეთ, რომელსაც მაღალი ქუსლი აქვს.

უარი თქვით ბანტებზე, ყვავილებზე და სხვა გაფორმებაზე, რადგან ასეთი ფეხსაცმელი ვიზუალურად ამოკლებს ფეხს. ე.წ. “ვიეტნამკები" V-ს მაგვარი თასმებით, ვიზუალურად აგრძელებენ ტერფს და ათხელებენ კოჭს.


რაკურსი და ფილტრი ფოტოებისთვის

imageპლიაჟზე გადაღებული ფოტო შესანიშნავი საშუალებაა წარმოაჩინოთ სხეული ლამაზად და შენიღბოთ ნაკლოვანი მხარეები. თუმცა, ესეც გარკვეულ ძალისხმევას მოითხოვს თქვენი მხრიდან. მაგალითად, ნიკაპი უნდა ასწიოთ, რომ სახეზე ჩრდილებით არ დაფიქსირდეთ და ყელიც უფრო გრძელი და ლამაზი გამოჩნდეს.ნურც გვერდზე დაწვებით, რომ მუცელი არ ჩამოგეკიდოთ. სანამ პლიაჟს ესტუმრებით, შეგიძლიათ ბლოგებიც მოინახულოთ, სადაც სწორად პოზიორობის შესახებ უამრავ რჩევას წაიკითხავთ.



0
402
1-ს არ მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
402
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0