x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
ვარლამ ლიპარტელიანის მეუღლის ემოციური მიმართვა: "საქართველო თქვენზე დგას გმირებო!"

image
ძიუდოს ფედერაციის გარშემო არსებულ მოვლენებს ნაკრების კაპიტნის მეუღლე, გიული ჭკუასელი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:" დღეს 3 ძიუდოისტი კორეაში გაემგზავრა შეკრებაზე, ექიმთან, მწვრთნელთან და, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მასაჟისტთან ერთად. ზოგისთვის არაფრის მთქმელი ამბავი, ჩემთვის სინათლეა გვირაბის ბოლოს!
უკვე მობეზრებული და საქილიკო თემა მასაჟისტთან დაკავშრებით, გინდა არ გინდა იქცა ამ კვირის ერთ-ერთ ყველაზე განხილვად თემად. ხან ვის დააბრალეს მასაჟისტობა, ხან ვის ჩამოართვეს ლიცენზია, ხან მასაჟისტი ისეთი ფუფუნებაა როგორ ბედავენ მოთხოვნასო! ხან ერთი კი არა პერსონალური მასაჟისტია საჭირო ბიჭებისთვისო!
მე ერთი შემიძლია ვთქვა: რაც თავი შევყავი ძიუდოს სამყაროში, სულ იმას ვუყურებდი როგორ იბრძოდნენ ბიჭები კარგი მწვრთნელისთვის, ან საერთოდაც ვინმე - ოღონდ მწვრთნელისთვის. გათბობისთვის ზამთარში, კონდენციონერისთვის - ზაფხულის შეკრებაზე, სავარჯიშო დარბაზისთვის, "შტანგისთვის", ტატამისთვის არა ბეტონზე! დარბაზამდე მისასვლელი გზის ფულისთვის, კუთვნილი და სახელმწიფოს მიერ დაწესებული პრემიებისთვის, სკამებისთვის - ოღონდ გასახდელში, ყინულის აპარატისთვის!!! ადიდასთან ხელშეკრულებისთვის, რომელსაც ნორმალური პრეზიდენტი თვითონ უნდა აგვარებდეს, ბიჭებს საკუთარი ძალებით "ნაშოვნი" სპონსორისთვისაც კი ბრძოლა უწევდათ, "სპარინგ-პარტნიორისთვის", შეკრებებისთვის იქ, სადაც მსოფლიო ნაკრებები ვარჯიშობენ და მათ შორის მასაჟისტისთვისაც!
დღეს! მასაჟისტი შესაძლებელი გახდა 3 ძიუდოისტისთვის! სანამ მთელი ქვეყანა არ შეყარეს ბიჭებმა, სანამ გვარიანად არ გამოაფხიზლეს საკომიტეტო მოსმენებისთვის ჩაწიკწიკებული ანგარიშების წერით დაკავებული ფედერაცია, მანამდე არავინ შეიწუხა თავი!
ხოდა ხვალ ვეღარ გაბედავენ ხელფასებში ჩაჯდომას! გილოცავთ მწვრთნელებო! შეგიძლიათ კუთვნილი ხელფასები მიიტანოთ ოჯახებში!
ხვალ ყინულის აპარატიც იქნება! გილოცავთ სპორტსმენებო! შეგიძლიათ ვარჯიშის დროს მიღებული ტრამვის გართულებას იქვე შეუშალოთ ხელი.
ხვალ ყველა ტურნირის გამარჯვებული მიიღებს დაწესებულ პრემიას და ვეღარ გაბედავენ თქვენს დაშინებას და ფულის "ახევას" ახალგაზრდებო!
ხვალ ყველა ადამიანი დაფიქრდება, სანამ უსამართლობას ჩაიდენს! ხვალ ყველას შეეშინდება სხვის ჯიბეში ჩაძვრომის, იმიტომ რომ ავთანდილ ჭრიკიშვილი არსებობს! იმიტომ რომ ზებედა რეხვიაშვილი არსებობს! იმიტომ რომ ვიღაც არსებობს სხვა ფედერაციაში ვინც არ გაპატიებთ! იმიტომ რომ ვიღაც არსებობს საკრებულოში ვინც არ შეეგუება! იმიტომ რომ ვიღაც არსებობს სასამართლოში ვინც არ მოითმენს! და ზეგ!!! ზეგ აღარ იარსებებს აღარც "კრიშები", აღარც შიშისგან დაჩანაგებული ხალხი, აღარც სოროში შემძვრალი თვითკმაყოფილი "პატრიოტები", აღარც ერთ ტომარა ფქვილზე გაყიდული გლეხები!
ეს ბიჭები დღეს საქართველოს მომავალს უკეთესობისკენ ცვლიან, იმიტომ რომ დემეტრეს ტატამი აღარ დახვდება ბეტონზე! ეს გმირები დღეს ლანძღვას, გინებას არ უშინდებიან, იმისთვის რომ შრომით მოპოვებული 700 ლარი წაიღოთ სახლში! ამ ბიჭებმა ცხოვრება თავდაყირა დაიყენეს, იმიტომ რომ უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში უსამართლობის დაუსრულებელი პერიოდი! ზეგ ამ ქვეყანაშიც აღარ "აპატიებენ" სამინისტროები დაგვიანებულ ხარჯთაღრიცხვას ფედერაციებს! ზეგ პირველივე სკანდალზე ამ ქვეყანაშიც გადადგება პრეზიდენტი!
ამიტომ საქართველო თქვენზე დგას გმირებო! საქართველო თქვენით ამაყობს ბიჭებო! და როგორც არ უნდა დასრულდეს ეს უთანასწორო ბრძოლა (და არა ომი!) თქვენ უკვე გაიმარჯვეთ! უკვე შეცვალეთ ბევრის ცხოვრება უკეთესობისკენ საკუთარის ხარჯზე, მაგრამ არაუშავს! ესეთია გმირობის საზღაური! დღეს თუ არა, ხვალ დაგიფასებთ ხალხი თქვენს უანგარო სიყვარულს სამშობლოსადმი! შრომას! და თავდადებას!
მე ვამაყობ, რომ ეს ბიჭები ჩემი მეგობრები არიან! ეს ბიჭები ჩემი შვილების ნათლიები არიან! მე ვამაყობ, რომ საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჩემი მეუღლეა!

ხოდა იცნობდეთ: უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლი თანამედროვეობის გმირები: Varlam Lipo Liparteliani ავთანდილ ჭრიკიშვილი/Avtandil Tchrikishvili Zebeda Rekhviashvili Giorgi Baindura Adam Okruashvili Bacho Tatalashvili Giorgi Vazagashvili Amiran Papinashvili Giorgi Gvelesiani Giorgi Gugava Lukhumi Chkhvimiani Ushangi Margiani Tazo Kirakozashvili Tornike Nagliashvili "


image



2
274
3-ს მოსწონს
ავტორი:ნინო დვალაშვილი
ნინო დვალაშვილი
274
  
გენაცვალე , შვილო. გვიხარია, რომ ჩვენს ვალერს ასეთი მეუღლე ჰყავს. თუმცა სხვანაირი როგორ იქნები ბ-ნი ჯემალის შვილიშვილი, ოლეგის დისშვილი და საუკეთესო დედიკოს-ლუიზას შვილი. მეამაყებით ცოლ-ქმარი.
2018, 12 მაისი, 18:52
არაფრით არ უნდა დაიხიონ უკან,ან გადადგომა,ან ნაკრები არ უნდა გავიდეს შეჯიბრებებზე..კომპრომისი გამორიცხულია.ეტყობა,ქევხიშვილი სხვებსაც აჭმევს ზემოთ და მაგათი ზურგი აქვს,ისინის ესარჩლებიან.შეუშვან ფინანსური პოლიცია ფედერაციაში და ნახონ რა შედეგიც დაიდება.
0 1 2