x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134467
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
კლუბ ბასიანის მეწილე, ნაჯა ორაშვილი სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მოუწოდებს ახალგაზრდებს
image


"ჯერ სად ხართ, თქვენივე შემოყრილი საწამლავი უკან მოგიბრუნდებათ. ეხლა მაინც უნდა იყოს გასაგები ვინ დგას ქალაქში გამოჩენილი სიკვდილის უკან. პირველი ვიყავი ვინც შსს აცნობა ამ ნივთიერების გამოჩენის შესახებ და 1 თვის შემდეგ როგორ მობრუნდა კი ხედავთ. ეს გინდოდათ, თავისუფლების წინააღმდეგ ომი, რასაც არ დაგითმობთ!

ჩემი თბილისი, მოკლეს, აღარაა სიცოცხლით სავსე, აღარც "ცხოვრებაა მშვენიერი"- წერს კლუბ ბასიანის ერთერთი მეწილე, ნაჯა ორაშვილი

შეგახსენებთ, რომ წუხელ კლუბ ბასიანში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დააკავეს 8 ნარკორეალიზატორი, ერთი ქალი და 7 მამაკაცი.


ასევე შეგახსენებთ, რომ ორი კვირის მანძილზე რამდენიმე ახალგაზრდის გარდაცვალება და კომაში ჩავარდნა სწორედ მათ კლუბ “ბასიანში“ ყოფნას უკავშირდება.

ამ ინფორმაციას თავად “ბასიანის“ ერთ–ერთი დამფუძნებელი ნაჯა ორაშვილი საკუთარ ფეისბუკგვერდზე ადასტურებს: “ ეს ახალგაზრდა ადამიანები სასწრაფო დახმარების საშუალებით არ გადაუყვანიათ BASSIANI /HOROOM – ის ტერიტორიიდან, როგორც ამას სხვადასხვა რეგრესული და მავნებლური ძალები ავრცელებენ., ახალგაზრდა ადამიანები საკუთარ სახლებში ძილის პერიოდში გარდაიცვალნენ. თუმცა ვადასტურებ, რომ კლუბის ტერიტორიაზე რამდენიმე კვირის წინ ნამდვილად დაფიქსირდა რამდენიმე ადამიანის ზედოზირების შემთხვევა, სადაც კლუბის წარმომადგენლების დროული დახმარებით ფატალური შედეგი ავიცილეთ“.

ფაქტია, რომ კლუბის ადმინისტრაცია იმდენად ვერ უზრუნველყოფს ვიზიტორთა უსაფრთხოებას, რომ მკვლელი ნარკოტიკი მის ტერიტორიაზე უპრობლემოდ შედის და ვრცელდება. ცნობილია, რომ სინთეტიკური მკვლელი ნარკოტიკი მეფედრონი სხვა საშუალებების სახელით ვრცელდება, რასაც ფატალური შედეგები ახლავს.

ყოველივე ამის შემდეგ კლუბ ბასიანის ერთერთი მეწილე საკუთარ ფესბუქის გვერდზე წერს მოწოდებას დაპირისპირებისკენ და სამოქალაქო არეულობისკენ.


"მე მართლა არ ვიცი, რას ჩადებენ და ამოიღებენ კლუბებიდან, ყველფერზე წამსვლელები და მკადრებლები არიან. მაგრამ ზუსტად ვიცი რომ ცამდე მართლები ვართ, ისიც ვიცი, რომ დღეს თბილისს განვითარება მოუკლეს და ჩვენთვის ყველასთვის ძვირფასის - თავისუფლების წართმევას ცდილობენ. ამიტომ ძალიან ძალიან ბევრნი უნდა ვიყოთ, დაგვიდექით გვერდით. გაავრცელეთ"-წერს ორაშვილი

0
440
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
440
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0