x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
21 წლის ბიჭი ე.წ. "აბრეზით" მოკლეს - გამოძიება ორი მუხლით დაიწყო
image


შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულში 21 წლს ბიჭის მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. როგორც უწყებაში განაცხადეს, გამოძიება დაწყებულია 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.


გახარიას უწყებაში ამბობენ, რომ ჩანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა და მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.


მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სეიდ გოჯალოში 21 წლის მამაკაცი, ნამაზ ვალიევი გარდაცვლილი იპოვეს. მამაკაცს ცეცხლსასროლით მიყენებული ჭრილობა თავის არეში აღენიშნება. მოკლულის ოჯახის წევრების თქმით, 21 წლის ახალგარზდა ე.წ. "აბრეზით" მოკლეს.



"5 მაისს სატელეფონო ზარის შემდეგ გავიდა, 6 მაისს შეგვატყობინეს რომ მოკლული იყო. არ მუშაობდა და არც სწავლობდა, ძირითადად ჩვენ გვეხმარებოდა სახლის საქმეებში. ის საძოვარადგილას იპოვა მწყემსმა. ე.წ.„აბრეზით“ მოკლეს"- აცხადებენ ადგილორივები.


ადგილობრივები ყვებიან, რომ პოლიციამ უკვე ამოიღო მკვლელობის ადგილის სიახლოვეს დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, სადაც დაუდასტურებელი ინფორმაციით, სამი მამაკაცის გადადგილებაა დაფიქსირებული.


მისივე ინფორმაციით, გარდაცვლილის ოჯახის წევრების თქმით, ვალიევი გუშინ საღამოს სატელეფონო ზარის განხორციელების შემდეგ სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა, დილით კი მწყემსმა სოფლის ჭალაში გარდაცვლილი იპოვა.

0
107
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
107
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0