x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134374
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
ბორჯომი ხანძრის შემდეგ და მთა, რომელიც გაზაფხულს სიმწვანის გერეშე ხვდება
image

ბორჯომში გაზაფხულდა, გადამწვანდა არემარე... მაგრამ ერთი მთა დგას ნაღვლიანად, ქონდა კი მცდელობა შემოსილიყო მწვანედ თუმცა ამაოდ, არ ეყო ძალები და დანებდა, არც ნიადაგმა შეუწყო ხელი, ნადაგი ხომ ერთიანად გამოფიტული განადგურებული, ამასთან დაკავშირებით მახსენდება ბავშვობის მახსოვრობაში ჩარჩენილი გამოცანა “წითელი ხარის ნაწოლზე, ბალახი აღარ ამოვა“ უნდა გამოგვეცნო რა იყო ეს “წითელი ხარი“ და როდესაც პირველად გავიგე, რომელი სიტყვის გადატანითი მნიშვნელობა იყო “წითელი ხარი“ - სულ ვაკვირდებოდი ნახანძრალ ადგილებს ან თუნდაც იმ მინდორს სადაც ერთხელ მაინც დაენთოთ ცეცხლი მწვადის შესაწვავად, ვაკვირდებოდი და ბავშვურად ვფირობდი - რატომ არ იყო ბალახი ამოსული, მიზეზი მაინტერესებდა, თუმცა მიზეზის გასაანალიზებლად ასაკი არ მყოფნიდა, შემდეგ ის მაინტერსებდა მართლა “არასოდეს აღარ ამოვიდოდა ამ ადგილზე მცენარე?!“ და “ნაპერწკლის“ გაჩენის დროსაც ვეძიებოდი ხოლმე და ხშირად პასუხად მიმიღია უფროსებიგან : “რაც თავი მახსოვს ეს ადგილი ასეა“ და გული მწყდებოდა.

დღეს, კი გავყურებ მოპირდაპირე ნისლით მოცულ მთას და ვადარებ მეზობლ მთას, რომელიც გადამწვანებულია და ამაყად დგას, რომელიც თითქოს ირონიითაც უყურებს გვერდით მეზობელს.

იმ ადგილზე, სადაც ნიადაგს ვერ მიაღწია ცეცხლმა და ასწლოვანი ტყის მასივებით შემოიფარგლა ბალახი მწვანედ მაინც ჩანს, ხოლო იმ ადგილზე სადაც ნიადაგიც განადგურებულია და ყველა მინერალი რაც მცენარეს სჭირდება, ერთიანად გაანადგურდა ტყის მასივთან ერთად, მძიმე შესახედია, შედარებაც აღარ ჭირდება გადამწვანბულ მასივებთან.


პარადოქსია ბორჯომი სიმწვანის გარეშე, ბორჯომის ბუნება ტყის მასივის გარეშე, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ მთა რომელმაც გაზაფხულის მოსვლა გამწვანებით აღნიშნა დღეს ნაღვლიანი და გადამწვარია, არც არსაიდან მშველელი არ ჩანს და არც დარგვის პრიოცესი მიმდინარეობს, თითქოს ყველას მიავიწყდა ნახანძრალი ტერიტორიაც, გადამწვარი ტყეც და შეპირებული გამწვანების აქციებიც.imageimage

2
87
1-ს მოსწონს
ავტორი:Kate ქეით
Kate ქეით
87
  
2018, 13 მაისი, 14:41
ქაღალდზე მილიონი ხე იქნება დარგული, ფულის მისათვისებლად.
2018, 12 მაისი, 20:20
სადღა ახსოვთ ნახანძრალი ადგილების გამწვანება, მთელი ერი და ბერი ნარკოპოლიტიკის ლეგალიზაციაზეა გადართული შენ კი კარგი გოგო ხარ, თანაც ძალიან კარგი გოგო
0 1 2