x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134037
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ყველაზე დასამახსოვრებელი კაბები ცნობილების ქორწილებიდან
ზოგიერთმა გოგონამ უკვე ბავშვობიდან იცის, როგორი კაბა უნდა ჩაიცვას ქორწილში, ზოგიერთი კი ამ საკითხს უშუალოდ ქორწილის წინ აგვარებს. გამონაკლისები არც ცნობილი ვარსკვლავები არიან. ყველა პატარძალი თავისებურად ლამაზია, მაგრამ მათ ამ შემთხვევაში ერთი რამ აერთიანებთ:მათმა კაბებმა პუბლიკაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს.


ანჯელინა ჯოლი

image

ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი 2014 წელს დაქორწინდნენ საფრანგეთში. ეს მოვლენა მათ ახლობლების პატარა წრეში აღნიშნეს. ჯოლიმ Atelier Versace-ს უბრალო, კლასიკური სტილის კაბა შეარჩია. მთავარი დეტალი კი გრძელი თავსაბურავი გახლდათ, რომელიც დიზაინერმა ჯოლის შვილების ნახატებით გააფორმა. სამწუხაროდ, წყვილი 2 წელში დაშორდა.



სინდი კროუფორდი

ფოტოზე: სინდი კროუფორდი მამასთან ერთად

image

ფოტოზე: სინდი კროუფორდი მეგობართან ერთად

image

სანამ რენდი ჰერბერზე იქორწინებდა, სინდი კროუფორდი რიჩარდ გირზე გახლდათ დაქორწინებული. მათი დაშორების მიზეზი ბანალური იყო, 90-იანების ვარსკვლავ რიჩარდ გირს ბავშვების ყოლა არ სურდა.

დაშორების შემდეგ სინდიმ რენდისთან გააბა ურთიერთობა, რომელიც ოდესღაც ასევე სამოდელო ბიზნესში იყო. მათ მალე შეუყვარდათ ერთმანეთი და სინდიმ თავად შესთავაზა საყვარელ მამაკაცს დაქორწინება. რენდიც სიხარულით დათანხმდა. შეყვარებულებმა ჰავაიზე, პირდაპირ ოკეანის პირას იქორწინეს. ცერემონიისთვის სინდიმ გალიანოს პლიაჟის კაბა შეარჩია.

მათი ოჯახი დღემდე მიიჩნევა ჰოლივუდის ერთერთ მყარ ოჯახად


ამალ კლუნი

image

ჰოლივუდის ბერბიჭა ჯორჯ კლუნი და ბრიტანელი იურისტი ამალ კლუნი 2014 წელს დაქორწინდნენ ვენეციაში. პატარძლის კაბის დიზაინი ამერიკელ დიზაინერს ოსკარ დე ლა რენტას ეკუთვნის. მის შესაკერად 13 მეტრი მაქმანი დაიხარჯა, რომელიც ხელით იყო მოქარგული. მოგვიანებით ეს კაბა ჰიუსტონის ნატიფი ხელოვნების მუზეუმშიც იქნა გამოფენილი, დიზაინერის სხვა ნამუშევრებთან ერთად. ეს კაბა ოსკარ დე ლა რენტასთვის ბოლო ნამუშევარი გახლდათ.


მირანდა კერი

imageimageსუპერმოდელი და “ვიქტორია სეკრეტის" ერთერთი გამორჩეული “ანგელოზი" 2016 წელს გაჰყვა ცოლად Snapchat-ის ერთერთ შემქმნელს-ევან შპიგელს. მირანდამ არჩევანი დიორის კაბაზე შეაჩერა. მისი სიტყვებით, ის ყოველთვის აღფრთოვანებული იყო გრეის კელით და ოდრი ჰეპბერნით და სურდა, რომ ქორწილზე მათ მგვანებოდა. უნდა ითქვას, რომ კაბა მართლაც შესანიშნავი გამოვიდა.


სოლანჟ ნოულზი

imageბევრმა არც კი იცის, რომ ბიონსეს და ჰყავს, რომელსაც სოლანჟი ჰქვია. ისიც მომღერალია და ამასთან თავისი, გამოკვეთილი სტილი აქვს. საქორწინო ცერემონიისთვის მან კენზოს კომბინიზონი შეარჩია. ცერემონიაზე კი ველოსიპედით მივიდა. ყველა სტუმარი დრეს-კოდის დაცვით, თეთრებში ჩაცმული გამოცხადდა. რათქმაუნდა, ასეთი სტილი ბევრ გოგოს არ მოეწონება, მაგრამ გამორჩეული ნამდვილადაა და ყურადღებასაც იმსახურებს.


პრინცესა მარგარეტის კაბა

image ელიზაბეტ II-ის დის, პრიცესა მარგარეტის კაბა იმ დროინდელი სამეფო კარის კუტიურიემ ნორმან ჰარტნელმა შეკერა.უნდა ითქვას, რომ გვირგვინსაც თავისი დანიშნულება ჰქონდა, მას პრინცესა უფრო მაღალი უნდა წარმოეჩინა, რადგან მარგარეტი დაბალი გახლდათ, მისი სიმაღლე 155 სმ. იყო

სამეფო კარის ქორწილების ისტორიაში ეს პირველი შემთხვევა გახლდათ, როცა პატარძლის კაბა ასეთი “მოკრძალებული" იყო, თუმცა კაბამ ნამდვილი ფურორი მოახდინა და დიდ ბრიტანეთში საპატარძლო კაბების ერთგვარ ახალ მოდას ჩაუყარა საფუძველი.


ოლივია პალერმო

image კიდევ ერთი ელეგანტური კაბა მოირგო it გოგონამ ოლივია პალერმომ. მან სვიტერი და Carolina Herrera-ს ქვედაბოლო შეუხამა ერთმანეთს.შედეგი-ახალი, ორიგინალური და ელეგანტური იყო.


ევა ლონგორია

imageევა ლონგორია და ვიქტორია ბექჰემი დიდი ხნის მეგობრები არიან, ამიტომ მსახიობმა უკვე იცოდა ვისთვის უნდა მიენდო თავისი საქორწილო კაბის შეკერვა. აბრეშუმის ქათქათა კაბამ, ყოველგვარი დეტალების გარეშე, იდეალურად წარმოაჩინა ევას ფიგურა და თავად ლონგორიაც აღფრთოვანებული დარჩა მეგობრის შემოქმედებით.


კირა ნაიტლი

image

ყველა ვარსკვლავი როდი ირჩევს ქორწილისთვის განსაკუთრებულ კაბებს. მაგალითად, კირა ნაიტლიმ ამ დღისთვის საკუთარი გარდერობიდან შეარჩია შანელის კაბა, რომელიც მანამდეც არაერთხელ ეცვა.


ჟაკლინ კენედი

imageimageჟაკლინის კაბა აფროამერიკელმა ენ ლოუმ შეკერა. იმ წლებში ამერიკაში რასიზმი ყვაოდა და როცა დიზაინერმა კაბა კენედების სახლში მიიტანა, მას მთავარი შესასვლელიდანაც კი არ უშვებდნენ სახლში.
image
კაბის შესაკერად 45 მეტრი ქსოვილი დაიხარჯა და იმ ეპოქის მოდის შესაბამისად შეიქმნა. ჟაკლინი კაბით უკმაყოფილო იყო და არ მოსწონდა, თუმცა მისი საქორწილო მორთულობა დღემდე მიიჩნევა კლასიკად.სხვათაშორის, კაბის ნახვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ის ბოსტონის კენედის სახელობის ბიბლიოთეკაშია წარმოდგენილი.


კიმ კარდაშიანი

imageკიმ კარდაშიანის და კენი უესტის ქორწილი ნამდვილად არ ყოფილა მოკრძალებული, ისევე როგორც კიმის კაბა. ამბობენ, რომ კიმი ქეით მიდლტონითაა მოხიბლული და ამიტომ უნდოდა, რომ მისი კაბის რაღაც დეტალები ქეითის კაბის მსგავსი ყოფილიყო.

კაბა რიკარდო ტიშიმ შეკერა, რომელიც იმ დროს ჟივანშის მოდის სახლის ხელმძღვანელი გახლდათ.

საინტერესოა, თავად ჰერცოგინია როგორ შეაფასებდა ამ კაბას?


0
96
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
96
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0