x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134385
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
5 ფილმი, რომლებიც უნდა ნახო სანამ ცოცხალი ხარ
1.SE7EN\შვიდი


იმის მიუხედავად, რომ ფილმი 1995 წელს არის გადაღებული, ის დღემდე არ კარგავს პოპულარობას. როლებში არიან: ბრედ პიტი, მორგან ფრიმანი, კევინ სპეისი და გვინეტ პელტროუ. ფილმი მიიზიდავს დეტექტივის ჟანრის მოყვარულ ადამიანებს, რომლებსაც სიმძაფრე და მუდმივი დაძაბულობა მოსწონთ. ფილმი შვიდ მომაკვდინებელ ცოდვაზეა, იმაზე თუ როგორ აღიქვამენ ადამიანების ნაწილი მას.

SE7EN

2.fight club\მებრძოლთა კლუბი



ფილმი გადაღებულია ჩაკ პალანიკის რომანის მიხედვით. კრიტიკოსები ერთხმად აღიარებენ ფილმს, როგორც შედევრს. ფილმი მოგვითხრობს ადამიანის შესახებ, რომელსაც შინაგანი ბრძოლა აქვს საკუთარ თავთან. ფილმი თითოეულ ჩვენგანს დაგვანაახებს სხვა მხრიდან და დაგვაფიქრებს ჩვენს ყოფიერ არსზე. მონაწილეობენ ედვარდ ნორტონი და ბრედ პიტი.image

3.forrest gump\ფორესტ გამპი


ეს ფილმი კინო შედევრად ითვლება. ალბათ, ერთერთი მიზეზი ტომ ჰენკსის არაჩვეულებრივი შესრულებაა. ფილმი მოგვითხრობს გონება ჩამორჩენილ ადამიანზე, მის უცნაურ ცხოვრებაზე, image
სიხარულით და უამარვი გრძნობით გაჯრებულ კადრებსა და დიალოგებზე, რომელიც მალევე დაიპყრობს თქვენს გულებს!


4.schindlers list\შინდლერის სია


საუკუნის ფილმია. იმის მიუხედავად, რომ ფილმი შავ-თეთრშია გადაღებული, მისი კადრები მსოფლიო შედევრად ითვლება. ფილმი დაფუძნებულია ნამდვილ ამბავზე. ამბავი ხდება მეორე მსოფლიო ომის დროს, ზოგადად კი ეხება გენოციდს, რომელმაც უამრავი ებრაელის სიცოცხლე შეიწირა.თუმცა ჩანს ადამიანი, რომელიც ყოველთვის შეეცდება სამყარო უკეთესობისკენ შეცვალოს. „ის ვინც ერთ სულს გადაარჩენს, გადაარჩენს მსოფლიოს“. ეს სიტყვები ფილმის სლოგანადაა ქცეული.image

5.godfather\ნათლია


ბოლოს და ბოლოს მოდით ერთად ვაღაიროთ, რომ ფილმი მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო კინო ნამუშევარია კინოინდუსტრიის ისტორიაში. აქ ვხვდებით ისეთ მსახიოებებს როგორებიც არიან: მარლონ ბრანდო, ალ პაჩინო და ჯეიმს კაანი. ფილმში ჩანს სიცილიელი მაფიოზების ცხოვრება, მათი ყოველდღიური რუტინა. თუმცა ფილმი გვასწავლის უამრავ რამეს: ერთგულებას, სიყვარულს და შეუპვრობას.image

1
1494
1-ს მოსწონს
ავტორი:ანასტასია დევდარიანი
ანასტასია დევდარიანი
1494
  
2018, 30 მაისი, 20:37
ვიციც სიცოცხლეში რა ფილმებიც უნდა ვნახოთ, შენ ის გვითხარი, სიცოცხლის მერე რა ვნახოთ
0 1 1