x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
15 საქციელი,რაც ქალმა მამაკაცს არ უნდა აპატიოს
ამბობენ, რომ სწორედ ქალი ქმნის ურთიერთობაში ატმოსფეროს და ემოციებს. ეს ნამდვილად ასეა.თუმცა, კაცის ქცევაზეც ბევრი რამაა დამოკიდებული და ამ შემთხვევაში ღალატს როდი ვგულისხმობთ.

imageღალატის გარდა კაცები სხვა შეცდომებსაც უშვებენ, ზოგს მნიშვნელოვანს, ზოგს უმნიშვნელოს, ეს 15 შეცდომა კი იმ კატეგორიაში გადის, რომელსაც “უპატიებელი" ეწოდება და არცერთმა ქალმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოითმინოს.

1. თუ მამაკაცი ყველა თავის წარუმატებლობას და უიღბლობას თქვენ გაბრალებთ, შეწყვიტეთ მასთან ურთიერთობა. როგორც ჩანს, ის საკმარისად მოწიფული არაა, რომ პასუხისმგებლობა აიღოს თავის ცხოვრებასა და საქციელზე. ასეთ ატმოსფეროში ბედნიერი ვერც თქვენ იქნებით.

image


2.როცა მამაკაცი თქვენთან ურთიერთობის პარალელურად სხვა ქალებსაც ეკონტაქტება, ურეკავს ან წერს( თუნდაც ყოველგვარი ინტიმის გარეშე), სასწრაფოდ შეწყვიტეთ მასთან ურთიერთობა, თქვენს ცხოვრებაში მისი ადგილი არაა. ის არ გაფასებთ, როგორც ქალს და ღალატის ზღვარზეა.

image

3. როცა მამაკაცი პატივს არ სცემს თქვენს ინტერესებს, სამსახურს, საქმეს, რომლითაც დაკავებული ხართ და გიყვართ. ამ შემთხვევაში ან მსხვერპლი უნდა გაიღოთ და უარი თქვათ საყვარელ საქმეზე, ან გამუდმებით საყვედურები ისმინოთ და იკამათოთ.


4. როცა მამაკაცი თქვნს ახლობლებს ეუხეშება. ეს შეიძლება იყოს თქვენი ბიძა, დეიდა, მშობლები, მეგობარი, კოლეგა... კაცი, რომელიც გაფასებთ და უყვარხართ, თქვენთვის ახლობელ და საყვარელ ადამიანებთანაც თავაზიანი იქნება.

image

5. თუ მამაკაცი თქვენს გულახდილ ფოტოებს თავის მეგობრებს ან უცხოებს აჩვენებს, ლოგინში თქვენზე ხუმრობს და ქილიკობს, ის პატივს არც საკუთარ თავს სცემს, არც თქვენ და არც თქვენს ურთიერთობას.


6. გახსოვდეთ, თუ კაცმა ერთხელ მაინც ფიზიკურად იძალადა თქვენზე, ეს აუცილებლად გაგრძელდება. მოძალადე, ცხოველებთან ურთიერთობაშიც ამჟღავნებს თავს, თუ მაგალითად, შორიახლოს ჩავლილ ძაღლს პანღურს ამოსცხებს და ეს გაამხიარულებს-იცოდეთ, თქვენს წინ ტიპიური მოძალადეა.

image

7. როცა გატყუებთ, წვრილმანებსაც კი. მაშინ რაღას იზამს, როცა რამე სერიოზული მოხდება?

image

8.როცა კაცი სხვების დასანახად გამცირებთ. ეს მხოლოდ მის სისუსტესა და კომპლექსებზე მეტყველებს. ეს საქციელი მიუტევებელია.

image

9. როცა არ გენდობათ: კითხულობს თქვენს მესიჯებს, ცდილობს გაკონტროლოთ. ეს უკვე არაჯანსაღი დამოკიდებულებაა და პრობლემას წარმოადგენს.


10.როცა კაცი მუდმივად გახსენებთ წარსულს, შეცდომებს, რაც ადრე დაუშვით. თუ თქვენ მას მიენდეთ და რამე ზედმეტი უამბეთ თქვენი წარსულიდან, ეს მან თქვენს საწინააღმდეგოდ არ უნდა გამოიყენოს. წარსული წარსულში უნდა დარჩეს, თორემ მომავალი არ გექნებათ.


11. როცა კაცი არაა დაინტერესებული თქვენი პრობლემების მოგვარებით, არ ღირს მისი მოთმენა და ატანა. თუ ამას მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, არც თქვენ დაიძაბოთ მასთან ურთიერთობით.

image

12. მართალია, მამაკაცები დაკავებულნი არიან სამსახურით თუ სხვა საქმეებით, მაგრამ უნდა გამონახონ დრო თქვენი ცხოვრებისთვის. როცა თქვენი შეყვარებული მძიმე წუთებში თქვენს გვერდით არაა, დიდ შეცდომას უშვებს-სავარაუდოდ, მალე მიატოვებთ.


13. როცა ბოროტად მოიხმარს ალკოჰოლს თუ სხვა ნივთიერებებს. თუ მას ასეთი პრობლემა აქვს და ვერ აცნობიერებს, რომ ამ პრობლემას უნდა ებრძოლოს, დროა დაასრულოთ ურთიერთობა.

image

14. კაცმა არ უნდა გამოგიყენოთ. თქვენ არც ღამისგასათევი პუნქტი ხართ, არც საფულე და არც დედიკო. თქვენ ქალი ხართ.

image

15.როცა ის რამეს ან ვინმეს თქვენზე და თქვენს ურთიერთობაზე მაღლა აყენებს. თქვენ მისთვის პრიორიტეტი უნდა იყოთ. ასევე, მიუტევებელ შეცდომას უშვებს, როცა გამუდმებით გადარებთ თავის ყოფილებს.


ეს, რათქმაუნდა, სრული სია არ გახლავთ იმ საქციელებისა, რომელთა პატიებაც არ შეიძლება, თუმცა, ნურც ზედმეტად სკრუპულოზურად მიუდგებით ზემოთ ჩამოთვლილ პუნქტებს. ფსიქოლოგებს მხოლოდ ზოგადი რჩევების მოცემა შეუძლიათ, ყოველი ურთიერთობა კი უნიკალურია და ინდივიდუალურ მიდგომას მოითხოვს.

მთავარია, დააფასეთ და შეიყვარეთ თქვენი თავი, იყავით ისეთი ქალი, რომლის გვერდით ყოფნაც მამაკაცებს სურთ და მაშინ ნაკლებ შეცდომებს დაუშვებენ თქვენთან ურთიერთობაში.


0
278
2-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
278
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0