x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
საბჭოთა კავშირის დროინდელი ტერმინოლოგია,რომელიც სრულიად გაუგებარია თანამედროვე თაობისთვის
image

ავოსკა ანუ ბადენაქსოვი ჩანთა, -ცარიელს ხელის მუჭში თავისუფლად მოიქევდით, სამაგიეროდ როდესაც პროდუქტს ჩაალაგებდით იწელებოდა დაუჯერებლ ზომამდე, ორი მინუსი ჰქონდა:ერთი, ვთქვათ რძის ბოთლი შეიძლება ბადეში გაჭედილიყო, მეორეც, მთელმა უბანმა ზეპირად იცოდა რასაც ყიდულობდით.


ავტომობილში იმაზე მეტი თანხის გადახდა რაც ღირდა–ეს მახინჯი ტენდეცია საბჭოთა სისტემის განუყოფელი ნაწილი იყო.ავტომობილის ყიდვაზე წლობით გიწევდათ რიგში დგომა, ან "ბლატები" უნდა გქონოდათ ან არა და მოგიწევდათ იმაზე მეტის გადახდა რაც ღირდა, ანუ ასეთი კურიოზული სიტუაცია იქმნებოდა: ნახმარ მანქანაში სახელმწიფო ფასზე უფრო ძვირს იხდიდით.


ამხანაგური სასამართლო-რა დროსაც საწარმოს ხელმძღვანელობა და კოლეგები იკრიბებოდნენ და კოლექტიურად განიხილავდნენ მათი თანამშრომლის უმსგავსო საქციელს.(ოჯახური თუ საზოგადოებრივი) დასჯა, როგორც წესი სიტყვიერი საყვედურით პირად საქმეში შეტანით ან მაქსიმუმი პრემიის მოხსნით ან ჩამოქვეითებით გამოიხატებოდა.(გაიხსენეთ ფილმები "ბურთი და მოედანი" ან "აფონია")



ბლატები-რამდენიმე გამარტება ჰქონდა, ადამიანი, რომელიც ვინმეს პროტექციით შემოსავლიან პრესტიჟულ სასწავლებელში ან სამსახურში მოეწყო, ან საჭირო ადამიანი საჭირო ადგილზე "დეფიციტური საქონლის" დასათრევად.


ბარიგა-პირი, რომელიც უცხოური დეფიციტური საქონლით ვაჭრობდა, როგორც წესი მამასისხლად, საკმაოდ შემოსავლიანი სამუშაო, თანაც სამარცხვინო, როგორც წესი უმეტესობას "ბარიგასთან" ნაყიდი "შმოტკები" ეცვა.


ბატარეა იგივე რადიატორი-გათბობის სისტემა, რომელიც მრავალსართულიან კორპუსებში იყო დამონტაჟებული, მოქმედებდა 10 ნოემბრიდან 10 აპრილამდე, 90 -იან წლებში მხოლოდ მეზობელის დასაძახებელი ფუნქცია შემორჩა, ანუ კოვზით მიაკაკუნებდით მილზე, იმდენჯერ, რომელი სართულის მეზობელსაც ეძახდით: ან ყავაზე, ან ნარდის სათამაშოდ, ან შესაძლოა ტელეფონზე ურეკავდნენ.


გეგმა-საბჭოთა მრეწველობის და სოფლის მეურენეობის განუყოფელი ნაწილი, "გეგმის" ჩაგდება არ შეიძლებოდა, მთავარია შესრულებულიყო, თუ გადამეტებით შეასრულდებოდა საწარმო წითელ ვიმპელსაც დაიმსახურებდა, ხარისხზე ლაპარაკი არ იყო, მთვარია რაოდენობა, გეგმა იყო თვიური, კვარტალური, წლიური და ხუთწლედის, იგეგემებოდა ყველაფერი, მაგალითად ლოთების რაოდენობაც, რომლებსაც "უნდა გადაემუშავებინათ ამა და ამ რაოდენობის ალკოჰოლი."


გამოყარეს-დეფიციტური საქონელი, რომელიც იშვიათად იყიდებოდა მაღაზიებში, როგორც წესი თავპირის მტვრევა იყო, რადგან საქონელი თავის ფასში იყიდებოდა.მაღაზია მსგავს აქციას აწყობდა იმ შემთხვევაში თუ ზემოთ ნახსენებ "გეგმას ვერ ასრულებდა."


დეფიციტი-საქონელი(მათ შორის სასურსათო), რომელიც ღიად არ იყიდებოდა მაღაზიებში, მისი შოვნა ისევ "ბლატებით" იყო შესაძლებელი, იქმნებოდა კურიოზული სიტუაცია, მაღაზიებში ნორმალური არაფერი იყო, ყველას კი ყველაფერი ჰქონდა, პროდუქტებით დაწყებული და ხარისხიანი ტანსაცმლით დამთავრებული.


დახლის ქვეშიდან-საქონელი, რომელსაც გამყიდველი ჩუმად ყიდიდა, ქმნიდა ხელოვნურ დეფიციტს. მაგალითად სიგარეტი "კოსმოსი", არ დევს დახლზე, თუმცა 70 კაპიკის მაგივრად თუ 1 მანეთს გადაიხდიდით უცებ ამოაძვრენდა.


თვის, კვარტლის, წლის ბოლო-ყველამ იცოდა, რომ ამ პერიოდებს ავტომატურად მოყვებოდა პუნქტი "გამოყარეს".


ლევად-არაკანონიერი გზით ნაშოვნი საქონელი ან ფული.


მაკულატურის და ჯართის შეგროვება-როგორც წესი ამ საქმიანობით სკოლის მოსწავლეები იყვნენ დაკავებულები, ძველი წიგნები, გაზეთები ან რვეულების ჩაბარება(ძირითადად მარქსიზმ-ლენინიზმის ტომეულები).


მეცამეტე ხელფასი-პრემია წლიური გეგმის, თუ საწარმო გეგმას გადაჭარბებით ასრულებდა, იანვრის თვეში მიიღებდით დამატებით სრულ თვიურ ხელფასს.


ობეხე-მოდის აბრევაიტურა ОБХСС-იდან, სოციალისტური საკუთრების დატაცების წინააღმდეგ მებრძოლი სამსახური, ამ სამსახურის სახელის გაგება შიშის ზარს სცემდა ნებისმიერ სავაჭრო ობიექტს თუ საწარმოს, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული სამსახური იყო, განსაკუთრებით ბრეჟნევის ეპოქაში.


ფირმა- კომუნისტების დროს აღნიშნავდა უცხოურ დეფიციტურ საქონელს, რომელსაც ბარიგები ყიდიდნენ.

ცეხავიკი ანუ "ძელეცი"- რაიმე საწარმოს ან საამქროს ხელმძღვანელი ან ზემდგომი, რომელიც ფულს სოციალისტური საკუთრების დატაცებით ანუ "ლევად"შოულობდა.

2
1330
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1330
  
2018, 15 მაისი, 6:51
კი გეთანხმებით თუმცა დღეს ბარიგა მხოლოდ ნარკოტიკების მოვაჭრესთან ასოცირდება
2018, 14 მაისი, 23:48
ბარიგა დღესაც აქტუალური სიტყვაა და ყველამ იცის,მაშინ სპეკულანტი და ქორ ვაჭარი ერქვათ,რომელიც ნამდვილად არ იცის ახლანდელმა თაობამ.
0 1 2