x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134039
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მალალა მებრძოლი გოგონა პაკისტანიდან!
მოგესალმებით! ჩემი დღევანდელი სტატია ეხება მსოფლიოში ცნობილ გაბედულ გოგონას, რომელმაც ჯერ კიდევ თინეიჯერობის ასაკში მოიპოვა ნობელის მშვიდობის პრემია, არ შეუშინდა დაბრკოლებებს და მოიპოვა მსოფლიო აღიარება როგორც ყველაზე ახალგაზრდა გმირმა დიახ ეს მალალაა.ახალგაზრდა გოგონა პაკისტანიდან.

მალალა იუსუფზაი გახლავთ ოცდამეერთე საუკუნის გმირი რომელიც დაიბადა პაკისტანში იმ ქვეყანაში სადაც გოგონების და ქალების უფლებებს არღვევენ ქვეყანაში სადაც ქალებს განათლების უფლება არ აქვთ

ეს მალალაა 2009 წლის დამდეგს თალიბები სვატის ველზე იბრძოდნენ მალალა კი სვატის ოლქში ქალაქ მინგორაში ცხოვრობდა. მისი სკოლა დაიხურა, თუმცა ის არ დანებდა და დაიწყო საკუთარი განათლების უფლებისთვის ბრძოლა. მან ბიბისიზე დაიწყო ბლოგერობა მისი სტატიები ინგლისურად ითარგმნა შემდეგ კი ფართო აუდიტორიამ შეიტყო მასზე შესაბამისად გაჩნდა საფრთხე ამის შემდეგ კი მას თალიბებმა დამუქრება დაუწყეს, თუმცა ის არ შეუშინდა ტერორისტებს და თავისი უფლებებისთვის ბრძოლა განაგრძო.იგი ითხოვდა განათლების მიღებას არამარტო მისთვის, არამედ მთლიანად ისლამურ სამყაროში მცხოვრები გოგონებისთვის რომელთაც ეკრძალებოდათ განათლების მიღება.

image მალალას "თალიბანი"დაემუქრა, თუმცა პატარა გოგო ამას არ შეუშინდა აქტიურად აგრძელებდა გოგონების უფლების დაცვას და სტატიების წერას...აღსაძღნიშნავია მამამისის მხრიდან მალალასთვის მხარში ამოდგომა ის ხელს უწყობდა ქალიშვილს თუმცაღა აფრხილებდა მოსალოდნელ საფრთხეზე.


ერთ დღესაც, როდესაც მალალა სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა თალიბმა მებრძოლმა მუქარა სისრულეში მოიყვანა და მალალას ესროლა.სროლის დროს ის სკოლის ავტობუსში მის თანაკლასელებთან ერთად იჯდა ტყვიამ თავსა და კისერში გაურა კიდევ ორი გოგო დაიჭრა თუმცა ისინი მალალასავით ძლიერად არ დაჭრილნან.imageმალალას მძიმე ოპერაცია ჩაუტარეს მას ზურგის ტვინში ტყვია ჰქონდა გაჭედილი ის რამდენიმე დღიან კომაში იყო და სიკვდილს ებრძოდა, ეს კი მხოლოდ იმისთვის რომ მას სურდა მას და მის მეგობარ გოგონებს განათლება მიეღოთ. ამ პერიოდში კი პაკისტანში და მსოფლიოში მალალათვის მხარდასაჭერი აქციები გაიმართა.ავღანეთში და ნეპალში კი მისთვის ლოცვა დაიწყეს ქვეყნებში სადაც გოგონები დღესაც იბრძვიან თავიანთი უფლებებისთვის.

მალალა გამოჯანმრთელდა თუმცა ოჯახს არ ჰქონდა მკურნალობის ხარჯების დაფარვის საშუალება. პაკისტანის მთავრობამ კი სრულიად დაფარა მისი მკურნალობის ხარჯები.image
მამამისს კი სამსახური დააწყებინეს პაკისტანში.

მალალას პაკისტანის პრეზიდენტმა ქვეყნის ღირსებაც კი უწოდა.

მალალას დღე ასე მოიხსენიება თორმეტი ივლისი ეს კი იმიტომ რომ 2013 წლის 12 ივლისს ის გამოვიდა საჯარო სიტყვით გაეროში, გარეოს გენერალურმა დირექტორმა კი მას გმირი უწოდა.

მინგორაში კი მალალას დამსახურებით სკოლა კვლავ გაიხსნა და გოგონები კვლავ აგრძელებენ სწავლას, მალალამ კი 2013 წელს მსოფლიო მშვიდობის დარგში მოიპოვა ბავშთა საერთაშორისო პრემია, თუმცა ეს ყველაფერი არაა მან შექმნა შესანიშნავი წიგნი სახელწოდებით "მე ვარ მალალა"imageეს წიგნი შესანიშნავად აღწერს ისეთ ქვეყანას, რომელსაც პაკისტანი ჰქვია .ლიტერატურაში ხომ შესანიშნავად ჩანს თუნდაც ის ქვეყანა, რომელშც ეს ყველაფერი ხდება ამ კონკრეტულ სიტუაციაში კი პაკისტანი.ამ წიგნში მას შესანიშნავად აქვს აღწერილი ქვეყანა პაკისტანი და ის მოვლენები, რაც მას გადახდა თავს.imageმალალას კი ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის დღევადნელ სამყაროში ის არაერთი გოგონას და ქალის მისაბაძი ადამიანია. წარმოუდგენელად ძლიერი უნდა იყო რომ სიკვდილს ასე მამაცად ჩახედო თვალებში.

მალალა იუსაფზაი მსოფლიოს კიდევ ერთი ახალგაზრდა გმირია, გმირი, რომელიც იცავს უფლებებს...

პ.ს იმედია მოგეწონათ სტატია მადლობთ.

0
104
შეფასება არ არის
ავტორი:ეკა ჩხაიძე18
ეკა ჩხაიძე18
104
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0