x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
გადაიხადე და დაიბრუნე თანხა უკან! hotsale.ge ქეშბექის ფუნქციას იმატებს

image

ტექნოლოგიების განვითარებამ სამყარო რევოლუციური ცვლილების წინაშე დააყენა. განახლებულ მიდგომებს და ხედვებს საჭიროებს ყველა სფერო, მათ შორის კომპანიებისა და მომხმარებლების კომუნიკაციაც. ელექტრონული მედია დღესდღეობით საუკეთესო საშუალებაა პოტენციურ მომხმარებელთან კონტაქტისთვის. მთავარია, ელექტრონული მედიის როლი სწორად იქნას აღქმული. ამ სტატიაში განვიხილავთ იმ კონცეპტებს, რომელთა ცოდნა აუცილებელია, რათა ფეხი ავუწყოთ თანამედროვე მიდგომებს.

როდესაც რაიმე სახის მომსახურებით გსურთ სარგებლობა, პირველ რიგში, აუცილებელია, განიხილოთ ალტერნატიული და ხშირად უფრო იაფი გზა. როცა რაიმეს შეძენა ძალიან გვინდა და ფასი მაღალია, ხშირ შემთხვევაში მაინც ვყიდულობთ იმ იმედით, რომ ხარისხიან პროდუქტს შევიძენთ. მაღალი ფასი სულაც არ უსვამს ხაზს მაღალ ხარისხს. ამიტომ, როცა რაიმე კონკრეტული ნივთი ან მომსახურება მჭირდება, შევდივარ hotsale.ge - ზე და ვეძებ ფასდაკლებას ჩემთვის სასურველ მომსახურებაზე. ეს საკმაოდ ეფექტური პრაქტიკაა და ასეთი კომუნიკაციის წყალობით ძალიან დაბალ ფასად შეგიძლიათ დაისვენოთ საუკეთესო სასტუმროში, ივარჯიშოთ პროფესიონალ მწვრთნელებთან, გაერთოთ რესტორანში/კარაოკე-ბარში/კლუბში, გაირუჯოთ სოლარიუმში ან მიიღოთ სამედიცინო მომსახურება. როგორც მიხვდით, ამ საიტით ძალიან ხშირად ვსარგებლობ და აღმოვაჩინე, რომ იმ საზოგადოებაში, რომელიც მუდამ წუწუნებს მაღალი ფასების გამო, მე სულაც არ მაქვს პრობლემა. რატომ უნდა ვთქვათ უარი შესაძლებლობაზე, მივიღოთ მომსახურება ნახევარ ან მეოთხედ ფასად?

დღესდღეობით უამრავ საიტს თუ პორტალს წავაწყდებით, სადაც ძალიან მიმზიდველი შეთავაზებებია განლაგებული. საბედნიეროდ, როდესაც ვაუჩერის შეძენა გვსურს ონლაინ რეჟიმში, თითქმის არცერთი საიტი გვთხოვს საკომისიოს. თუმცა, საკითხი ასე დგას: რას ვიღებ მომსახურების გარდა? აქამდე პასუხი იყო "არაფერს", თუმცა ჩემმა საყვარელმა კომპანიამ hotsale.ge-მ ძალიან საინტერესო ცვლილება განახორციელა, კერძოდ, დაამატა "ქეშბექ" ფუნქცია. "ქეშბექი" არის თქვენს მიერ hotsale.ge-ზე ვაუჩერებში გადახდილი თანხის ნაწილი, რომელიც გიბრუნდებათ უკან. ეს გადახდილი თანხის 5-7 %-ს შეადგენს. ქეშბექის დაგროვება ძალიან მარტივია, რაც უფრო მეტ ვაუჩერს შეიძენთ hotsale.ge-ზე, მით უფრო მეტად და სწრაფი ტემპით გაიზრდება თქვენი ქეშბექი! დაგროვილი ქეშბექით თქვენ შეგეძლებათ შეიძინოთ ნებისმიერი ვაუჩერი, რომელიც განთავსებულია Hotsale. Ge-ზე. მათთვისაც კი, ვინც იშვიათად სარგებლობს ამ მომსახურებით, „ქეშბექ“ ფუნქცია ძალიან მომგებიანია.


დაიმახსოვრეთ, ინფორმაცია თქვენი იარაღია, რომლის გამოყენებაც თქვენივე სასიკეთოდ შეგიძლიათ. მიუხედავად იმისა, მაღალია თუ არა თქვენი ბიუჯეტი, ყოველთვის ეცადეთ, იპოვოთ უფრო მარტივი და ხელსაყრელი გზა. ასე ნამდვილად შეძლებთ, დააგროვოთ თანხა და გამოიყენოთ სასურველ დროს, სასურველი მომსახურების მისაღებად!










0
6
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
6
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0