x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
თანხის გამოძალვის ბრალდებით ბიზნესმენი დავით ბერბერაშვილი დააკავეს
დაკავებულ იქნა ბიზნესმენი, დავით ბერბერაშვილი, მას ბრალად ედება ადამიანის გატაცება, რომელიც გამომწყვდეული ყავდა საკუთარ სასტუმროში, აგლაძის ქუჩაზე, ფულის გამოძალვის მიზნით.

როგორც დაზარალებული ყვება, ის ბიზნესმენმა დაიბარა საკუთარ სასტუმროში, ახდენდა ზეწოლას და ითხოვდა 5000 ამერიკულ დოლარს .

" ბრალი წარდგენილი არ არის, არც საქმის მასალებს ვიცნობთ. თუმცა თანხის გამოძალვას არ ადასტურებს. საუბარია ე.წ დაზარალებულსა და ჩემს კლიენტს შორის პირად წყენაზე”- აცხადებს დაკავებულის ადვოკატი, დავით აბესაძე.

image



შინაგან საქმეთა სამინისტრო ბიზნესმენ დავით ბერბერაშვილისა და კიდევ ერთი პირის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მათ ბრალად ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვა ედებათ:


„გუშინ დიდუბეში, სავაჭრო ცენტრ „მეგალაინის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცოპერაცია ჩატარდა, რომლის შედეგად ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა დანაშაულებრივი ჯგუფი გამოავლინეს და მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჯგუფურად გამოძალვის ბრალდებით, 2 პირი დააკავეს.


მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის, დაკავებულები არიან წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1984 წელს დაბადებული დ.ბ. და 1983 წელს დაბადებული გ.ჭ.


გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა დ.ბ.-ს მფლობელობაში არსებულ სასტუმროში 1993 წელს დაბადებული გ.ს. მოტყუებით მიიყვანეს, მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ღირსების შემლახველი ფოტოები გადაუღეს, დიდი ოდენობით ფულად თანხას სძალავდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ოჯახის წევრების მოკვლით და ფოტოების ინტერნეტსივრცეში გამოქვეყნებით დაემუქრნენ.


ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ დ.ბ. და გ.ჭ. თბილისში, დიდუბეში, ავტომანქანით გადაადგილებისას დააკავა. დ.ბ.-ს კუთვნილი სასტუმროს ერთ-ერთი ნომრიდან, რომელშიც გ.ჭ. ცხოვრობდა, „ნაგანის“ სისტემის პისტოლეტი 7 საბრძოლო ვაზნით და საინექციოდ გამზადებული ნარკოტიკული ნივთიერება ნივთმტკიცებად იქნა ამოღებული“, -ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


გამოძიება ჯგუფური გამოძალვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

0
96
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
96
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0