x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134466
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508529
დიდი შენობები: გაიგეთ რომელია მსოფლიოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენი
მსოფლიოს მეგაპოლისები (დიდი ქალაქები) ცათამბჯენების გარეშე წარმოუდგენელია. დღეს ნებისმიერ ქვეყანაში გასაოცარ არქიტექტურულ შენობა-ნაგებობებს ნახავთ. ისტორიულად დადასტურდა, რომ ყველა ეპოქა განუმეორებელ არქიტექტურას ქმნიდა: ეგვიპტელები პირამიდებს და აკლდამებს აგებდნენ; აცტეკებისა და მაიას ტომები - მაღალსაფეხურიან პირამიდებს; ბერძნები და რომაელები სამლოცველოებისა და სასახლეების საყრდენად კოლონებს იყენებდნენ, აგებდნენ ობელისკებსა და მრავალთაღოვან ამფითეატრებს. შუა საუკუნეებში ციხესიმაგრეებმა და გოტიკურმა ტაძრებმა დაიმკვიდრა ადგილი. რენესანსის ეპოქამ იტალიაში ბრწყინვალე ნაგებობები შექმნა და ეს სტილი ევროპაში სწრაფად გავრცელდა. აღმოსავლეთის საგანძური მდიდარია მოოქრული ბუდისტური ტაძრებით. ეს რამდენიმესართულიანი პაგოდები უხვადაა მორთული ბარელიეფებით. აზიის საოცრებად ითვლება თაჯ-მაჰალის აკლდამაც ინდოეთში.

image


პირველი თანამედროვე ცათამბჯენი ჩიკაგოში, XIX საუკუნის 80-იან წლებში აშენდა. მას შემდეგ სხვადასხვა ფორმისა და სტილის ცათამბჯენებს აგებენ შუა საუკუნეების არ-დეკოს არქიტექტურის გავლენით, მინისა და ფოლადის უზარმაზარი კონსტრუქციებით და ა.შ. დღევანდელი კოშკები ათჯერ უფრო მაღალია, ვიდრე პირველი ცათამბჯენები. ყველაზე მაღალი ცათამბჯენებია ნიუ-იორკში (140), ჩიკაგოში (68), ჰონკონგში (36), კუალა-ლუმპურში (25).


image


მსოფლიოს ყველაზე მაღალი ცათამბჯენი არის 101-სართულიანი ტაიბეი, რომელიც ტაიბეიში, ტაივანში მდებარეობს. ეს 508 მ სიმაღლის შენობა დღეს მსოფლიოში ყველაზე მაღალია. ტაიბეის 101 სართული, საძირკველი და კარკასი მიწისძვრას და ტაიფუნს უძლებს.


image

მსოფლიოს ზოგიერთი ცათამბჯენი მიწისძვრის აქტიურ ზონაში მდებარეობს, მაგალითად, ამერიკაში, ლოს-ანჯელესის ბანკი ტაუერი ძალიან მდგრადი კარკასით არის აშენებული, ამიტომ მიწისძვრის დროს შენობა ირხევა და იხრება.



0
180
1-ს მოსწონს
ავტორი:ანანო ლიპარტია
ანანო ლიპარტია
180
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0