x
მეტი
  • 21.10.2018
  • სტატია:81853
  • ვიდეო:333860
  • სურათი:439122
სვეტლანა ალექსიევიჩი- ომს ქალის სახე არ აქვს                                         

"ღმერთმა ადამიანი ბრძოლისთვის კი არა სიყვარულისთვის შექმნა" ამქვეყნად ადამიანს ისე არაფერი ხდის სხვისთვის საჭიროს, როგორც სიყვარული. სიყვარულში, ორს რომ ერთი გმოვაკლოთ ნულის ტოლია. ამრიგად ბედნიერია კაცი, ვისაც აქვს და იცის საკუთარი ჭერისა და პურის გემო. საკუთარ ოჯახში რაღაც სხვაგვარად გრძნობ თავს, იქ სხვაგვარად ხარ დაცული. ნამდვილის სიყვარული ომს ჰგავს. აქ დაჭრილიც უნდა წამოდგე, გულმოკლულმა ყველა ტკივილს, განშორებას გაუძლო და გამარჯვება მოიპოვო. ისტორიას ათასობით ომი ახსოვს. სვეტლანა ალექსიევიჩი თავის წიგნში "ომს არ აქვს ქლის სახე" მოგვითხრობს თვისუფლებისათვის მებრძოლ ქლებზე. ავტორი თავად ამბობს, რომ წერს არა ომის, არამედ ომში ადამიანის შესახებ. ომის ისტორიას კი არა გრძნობების ისტორიას. ავტორის აზრით:"ქალის" ომი, "მამაკაცისაზე" საშინელია. მამაკაცები ისტორიას, ფაკტებს აფარებენ თავს. ომი მათ ხიბლავთ, როგორც მოქმედება და იდეათა თუ ინტერესთა შეხლა, ქლებს კი გრძნობები იტაცებთ. მამაკაცებს ბავშვობიდან უნერგავდნენ, რომ შესძლოა სროლა მოუწიოთ, ქლებს კი არ ასწავლიან. ისინი ამ საქმისათვის არ ემზადებიან. მამაკაცი ჯარისკაცისათვის უცხოა სინაზე. ქალები კი ომშიაც ყვავილებზე ფიქრობენ და მათ შაშხანაზე ამაგრებენ. მამაკაცი ამას ვერ იგებს. მხოლოდ ქალურ ბუნებას შეუძლია ომში მთელი ღამე ფხიზლად იყოს გათენებამდე, იმისთვის რომ ერთხელ მაინც მოისმინოს ჩიტების გალობა, თვითონაც იმღეროს ან მაღალქუსლებიანი ფეხსაცმელი ჩაიცვას და თმა დაიხვიოს. ზოგი ფეხმძიმე იბრძვის, რომ შვილი თავისუფალ ქვეყანაში გააჩინოს, ზოგს კი კამფეტები უყვარს და თან მიაქვს. ასეთია ქალური ბუნება, ამოუცნობი, სათუთი და მოსიყვარულე. ომი კი დიდი იმედგაცრუება და ოცნებების ნამსხვრევებად ქცევაა. იქ ჩიტები არ არიან, არც ყვავილები... იქ ყველაფერი შავია, მხოლოდ სისხლსა აქვს ფერი, სისხლია მარტო წითელი. ამ წიგნის წაკითხვამდე ომი მეომარი მმამაკაცის ბუნებასავით ცივი და უგულო მეგონა, ავტორმა კი სულ სხვა გრძნობათა სამყარო გადაშალა ჩემ თვალწინ. თითოეული მონათხრობი ემოციით, ცრემლითა და სიყვარულითაა გაჟღენთილი. მიზანიც კი სწორედ ესაა, მკითხველამდე მიიტანოს მებრძოლ ქალთა ფიქრები, გრძნობები, რადგან ეს მხოლოდ ომი კი არა, მათი ახალგაზრდობა და პირველი სიყვარულიცაა. ისინი ომში მშვიდი ცხოვრებისათვის იხოცებოდნენ, ცხოვრებას კი ალბათ არც კი იცნობდნენ. სამწუხაროდ უმრავლესობამ ვერც კი შეძლოპირველი სიყვარულის ნექტარით თრობა. სვეტლანა ალექსიევიჩს სურს დაწეროს სიყვარულზე და არა ტანჯვაზე. ომის ტანჯვა ყველამ ვიცით რა ხილია, აი ომში სიყვარულია ძნელი გასაგები. მამაკაცებს ომიდან სამხედრო ცოდნა დარჩათ, ქალებს კი გრძნობები. გრძნობები ყოველთვის უფრო მძაფრია, ფაქტებზე უფრო შთამბეჭდავი. თხრობის ამ მნერით თითქოს შენც ომის ქარცეცხლში ხარ გახვეული, თითქოს შენც იმ ახალგაზრდა გოგო-ბიჭებივით იბრძვი, მათ ეხმარები, მათ პირველი სიყვარულის თანაზიარი ხდები. სიყვარულსა და ომს ალბათ ერთი სერთო აქვთ: ადამიანი ყველაზე მკაფიოდ ჩანს, ყველაზე უკეთ იხსნება ომში და ალბათ, სიყვარულშიც. ფრონტზე სიყვარული აკრძალული იყო. მიუხედავად ამისა მაინც ახერხებდა ზოგიერთი ქალ-ვაჟი ერთმანეთის ტრფობას. ომში ყველაფერი დაჩქარებული იყო: ცხოვრებაც და სიკვდილიც. შეყვარებულ წყვილთა უმეტესობას ბრძოლის ველზე, ერთ ჭურვზე აფეთქების სურვილი ჰქონდა. ასეთი რამ წარმოსადგენად ძალიან ძნელია, თუმცა არსებობს ასეთი რეალობაც. დედამიწაზე რამდენი ადამიანიცაა სიყვარულის იმდენგვარი გაგება არსებობს. სიყვარული უძლიერესი წამალია. ის გვიცავს, გადარჩენის ძალას გვაძლევს. სვეტლანა ალექსიევიჩი კი გვახსენებს, რომ შესაძლოა ყველაფერი დაავიწყდეს ადამიანს, უპირველესად სიყვარული. სიყვარულს ცხოვრების გზაზე ათასგვარი დაბრკოლება შეხვდება ხოლმე, მაგრამ სულ სხვაა ომის დაბრკოლება. ახალგაზრდები სიყვარულზე ოცნებობდნენ, მათ ოჯახის შექმნა და შვილების ყოლა სურდათ, ისინი კი ომში იხოცებოდნენ. ომში ყველაფერი მამაკაცურია. ქალის ბუნება სამხედრო წესრიგს ეწინააღმდეგება, ამიტომაც ომს ქალისა დასიყვარულის სახე არ აქვს.

image

ავტორი მოგვითხრობს მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ქალების ისტორიებს

0
23
შეფასება არ არის
ავტორი:მარი ნადარეიშვილი
მარი ნადარეიშვილი
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0