x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ფრაზები საოცარი წიგნებიდან (ნაწილი 2)



image


ერიხ მარია რემარკი - "სამი მეგობარი"


*სიცივე სევდას ჰგვრის ადამიანს.


*ადამიანის სიცოცხლე ძალიან ხანგრძლივია ერთი სიყვარულისთვის.

*სიყვარულის გარეშე ადამიანი ხომ იგივეა, რაც შვებულებაში გასული მიცვალებული.

*ადამიანი ყოველთვის დიადია თავისი განზრახვებით და არა მათი განხორციელებით. სწორედ ამით არის იგი მომხიბვლელი.

*ძნელია სიტყვების მონახვა როცა ჭეშმარიტად რაიმე გაქვს სათქმელი.

*მელანქოლია მაშინ გერევა, როცა ცხოვრებაზე ფიქრობ; ცინიკოსი კი მაშინ ხდები, როცა ხედავ თუ როგორ ასრულებს ადამიანთა უმრავლესობა ამ ცხოვრებას.




მიხეილ ბულგაკოვი - "ოსტატი და მარგარიტა"


*– დოსტოევსკი მოკვდა.

– პროტესტს ვაცხადებ, დოსტოევსკი უკვდავია!


*– ჰეგემონო, ხომ არ გგონია, რომ ჩემი სიცოცხლე ბეწვზე შენ დაჰკიდე? თუ გგონია, ძალიან ცდები.
– მე იმ ბეწვის გადაჭრა შემიძლია.
– ამაშიც ცდები. ალბათ დამეთანხმები, რომ ბეწვის გადაჭრა მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც შეაბა.

*თქვენ ხომ აზროვნებთ, მაშ როგორ შეიძლება მკვდარი იყოთ?

*ფაქტი ყველაზე ჯიუტი რამაა ქვეყნად.

*იქნებ იმაზეც დაფიქრდე, რა უნდა ექნა შენს სიკეთეს ქვეყნად ბოროტება რომ არ ყოფილიყო. ანდა, რას დაემგვანება ქვეყანა, მიწის პირიდან ჩრდილები რომ გაქრეს? ჩრდილს ხომ ადამიანი და საგანი ჰფენს.

*თქვენ დამცინით, რადგან არ გგავართ, მე კი დაგცინით, რადგან თქვენ ერთმანეთისგან არ განსხვავდებით.

*უბედური ადამიანი არის სასტიკი და გულქვა და მხოლოდ იმის გამო, რომ კეთილმა ადამიანებმა დაამახინჯეს.



ჰარუკი მურაკამი - "ნორვეგიული ტყე"


*თუ მხოლოდ იმ წიგნებს წაიკითხავ, რასაც ყველა კითხულობს, მხოლოდ ისე შეგეძლება ფიქრი, როგორც ყველა ფიქრობს.

*-რა ხდება როცა ადამიანები გულს აღებენ?

-ისინი უკეთ ხდებიან..

*მინდა, რომ ყოველთვის გახსოვდე.გემახსოვრება ჩემი არსებობა და ის, რომ შენ გვერდით ვიდექი სწორედ ასე?

*მხოლოდ მიცვალებულები რჩებიან მუდმივად 17-ის.

*ნორმალურად ის გვაქცევს-თქვა ნაოკომ-რომ ვიცით, ნორმალურები არ ვართ.


image

ჰარუკი მურაკამი - "კაფკა პლაჟზე"

*გაქცევით ყველაფერი მაინც ვერ გადაწყდება... არ მინდა, დღესასწაული ჩაგიშხამო, მაგრამ, არა მგონია, გაქცევით რამე შეიცვალოს. მნიშვნელობა არა აქვს, რამსიშორეზე გაიქცევი. ვითომ, რაც უფრო შორს წახვალ, უკეთესი იქნება? მანძილი პრობლემებს ვერ მოაგვარებს.

*გრიგალს თავს რომ დააღწევ, ისევ ის აღარ იქნები. აი, რა არის ქარიშხლის აზრი.

*სწორად ვიქცევი? ეს ფიქრი უმწეოსა და მოწყვეტილს მხდის.

*საუკუნეების წინ მცხოვრები ადამიანების გიჟური ცხოვრება უფრო რეალურად მეჩვენება, ვიდრე სადგურზე სწრაფად მიმავალი უსახო ადამიანებისა.

*რამდენიმე ნაბიჯის გადადგმაა საჭირო რეალობის განცდის სრულიად დასაკარგად.


გმადლობთ, ყურადღებისთვის..

0
672
1-ს მოსწონს
ავტორი:მარი1515
მარი1515
672
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0