x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
დაიმახსოვრეთ ან ჩაიწერეთ! 5 რჩევა წონის დასაკლებად (და არანაირი დიეტა!)

image


ვიდრე მკაცრ დიეტაზე «დაჯდებით» და საჭმლის ნაცვლადაც, წყლის სმას დაიწყებთ, — ჯერ ის გაარკვიეთ, საიდან და როგორ მოდის ჭარბი წონა! ხოლო ეს 5 რჩევა, იმის გარკვევაში დაგეხმარებათ, თუ რას აკეთებთ არასწორედ!

და თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებთ, თქვენ ჩამოგიყალიბდებათ ცხოვრების წესი, რომელშიც ადგილი აღარ ექნება ჭარბ წონას და შესაბამისად, მკაცრ დიეტებს. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ყოველთვის შესანიშნავ ფორმაში იქნებით!

წესები კი ასეთია: image I. ჭიქა წყალი, საკვების მიღების წინ


ცოტა ხნის წინ, მეცნიერებმა ექსპერიმენტების და დაკვირვების შედეგად დაადგინეს, რომ ადამიანები, რომლებიც საკვების მიღების წინ 2 ჭიქა წყალს სვამენ, უფრო ნაკლებ კალორიებს იღებენ და წონას ინტენსიურად კარგავენ. ამ ფაქტს ისინი იმით ხსნიან, რომ წყალი ადამიანს შიმშილის გრძნობის კონტროლში ეხმარება და დანაყრება უფრო სწრაფად და ნაკლები კალორიების მიღებით ხდება.


II. მიირთვით თხილეული


თხილეული (ყველა ნაირი) და თესლი (მზესუმზირა, გოგრა) – შინშილის ნამდვილი «მკვლელები» არიან. ეს პროდუქტები არ შეიცავს ნახშირწყლებს. სამაგიეროდ, შეიცავს სასარგებლო ცხიმებს, მცენარეულ ცილებს და ბოჭკოვანებს, რომლებიც სწრაფი დანაყრების და ხანგრძლივი მაძღრონის გრძნობას იწვევს. აღნიშნული პროდუქტი არ ზრდის შაქრის დონეს სისხლში და ამის წყალობით, ორგანიზმში არ ხდება ცხიმების დაგროვება. თუმცა, უნდა ითქვას, რომ თხილეულით მეტისმეტად «გატაცებაც» არ შეიძლება. დღის მანძილზე, შეგიძლიათ მიირთვათ 50 გ. თხილეული და ერთი მუჭა მზესუმზირა ან გოგრის გული.


III. თავიდან მოიცილეთ საკვების კონტეინერები, განსაკუთრებით გამჭვირვალე


მხედველობის არედან გააქრეთ ყველა ნივთი, რაშიც შეიძლება საკვების მოთავსება. განსაკუთრებით, თქვენი სამუშაო კაბინეტიდან.


IV. დილით ივარჯიშეთ ან სამუშაომდე ფეხით მიდით


მეცნიერებმა დაადგინეს: ვინც დღის მანძილზე გონებრივი შრომით არის დაკავებული, საღამოს საათებში, ვარჯიშის და ფიზიკური დატვირთვის არანაირი სურვილი არა აქვს. ამიტომ, კარგი იქნება, თუ დილის ვარჯიშისთვის გამონახავთ დროს ან უკიდურეს შემთხვევაში, 15-20 წუთს მაინც დაუთმობთ ფეხით სიარულს.


V. ნებისმიერ კერძს წითელი წიწაკა დაამატეთ


ცხელ თუ ცივ კერძებზე დაფქული წითელი წიწაკის დამატებით (რეკომენდირებული დოზა 1 ჩ. კ., თუმცა, ვიდრე ამ დოზამდე მიხვალთ, ორგანიზმი ნელ-ნელა უნდა შეაჩვიოთ), თქვენს ორგანიზმს კალორიების დაწვაში დაეხმარებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წიწაკის გამოყენება ცხიმიან და მლაშე კერძებთან.

მაგრამ, ეს სანელებელი ყველასთვის არ შეიძლება!

imageმწარე წიწაკა, ჯერ კიდევ უძველეს დროში, გამოიყენებოდა საჭმლის მომნელებელი და ნერვული სისტემების სამკურნალოდ და ასევე, ორგანიზმში ენერგიის გამომუშავების სტიმულირების და ნივთიერებათა ცვლის პროცესის დაჩქარებისთვის. სწორედ ამ თვისებების წყალობით, შეგვიძლია წითელი წიწაკა, თამამად მივაკუთვნოთ იმ სანელებლების რიცხვს, რომელიც ხელს უწყობს ჭარბი წონის მოცილებას.

ალბათ, ბევრს გაუჩნდება კითხვა, თუ როგორ მოქმედებს წიწაკა ორგანიზმზე და რა არის იმის მიზეზი, რომ ადამიანი, შეიძლება ითქვას, თვალსა და ხელს შუა, იწყებს «დნობას»?

საქმე იმაშია, რომ მწარე წიწაკის შემადგენლობაში შედის - კაპსაიცინი, რომელიც სხვა ყველაფერთან ერთად, ხელს უწყობს ფერმენტის გამომუშავებას, რომლიც ცხიმების დაშლაში მონაწილეობს და ნივთიერებათა ცვლის პროცესის დაჩქარებას იწვევს.

გარდა ამისა, წითელ წიწაკას სხვა სასარგებლო თვისებებიც აქვს: ის დიდი რაოდენობით შეიცავს A და C ვიტამინებს და B ჯგუფის ვიტამინების კარგი წყაროა, მდიდარია კალიუმით, მაგნიუმით და რკინით. წიწაკის ნაყოფის შეიცავს ეთერზეთებსაც.



როგორც უკვე აღვნიშნეთ, წითელი წიწაკა გახდომის კარგი საშუალებაა, მაგრამ არა ყველასთვის!
წიწაკა — კუჭის ლორწოვანი გარსის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გამაღიზიანებელია. ამიტომ, ადამიანს, თუ კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებით პრობლემები აქვს, წიწაკის გამოყენება გასახდომად, არა თუ რეკომენდირებული არ არის, მკაცრად აკრძალულია. გარდა ამისა, უნდა გახსოვდეთ, რომ წიწაკის «უკუჩვენების» ერთ-ერთი ეფექტი, ოფლიანობა არის, რადგან წიწაკა ორგანიზმს ახურებს და ხანმოკლე დროის მანძილზე, სხეულის ტემპერატურასაც ზრდის.
გარდა ამისა, თუ ადამიანი იღებს პროტრომბინის ან წნევის წამლებს, წიწაკის გამოყენების შემთხვევაში, წამლის მოქმედება უფრო ძლიერი და ეფექტური იქნება. ასე რომ, თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ქრონიკული ან სხვა სახის პრობლემა გაქვთ, ვიდრე ამ სტატიაში მოცემულ მე-5 რჩევას გაითვალისწინებთ, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageგახდომა ყოველგვარ კონტროლის გარეშე
«სიბერე ბუნებრივი მდგომარეობა არ არის, ის ავადმყოფობაა...». დღეგრძელობის რეცეპტი ცნობილი გენეტიკოსისგან

როგორ გავიწმინდოთ ორგანიზმი, მხოლოდ ორი ინგრედიენტით, მარტივად

0
1879
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1879
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0