x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
3 ხრიკი ობის დასამარცხებლად (და არანაირი ქიმია)

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ობზე ალერგია არა გაქვთ, ის მაინც სახიფათოა ჯანმრთელობისთვის. დაღლილობა და დეპრესია ყველაზე მეტად გავრცელებული რეაქციაა, სახლში ობის არსებობის პირობებში. გარდა ამისა, ობი აქვეითებს იმუნიტეტს, იწვევს ბრონქიალურ ასთმას და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სხვა პრობლემებს.

მაღაზიებში უამრავი საშუალება არსებობს ნესტის ობთან და სოკოსთან საბრძოლველად. მაგრამ, ყველა სამრეწველო ქიმიის პროდუქტია და თან, უმეტეს შემთხვევაში, პრობლემა სრულად არ აღმოიფხვრება და გარკვეული პერიოდის შემდეგ, ობი და სოკო ისევ ჩნდება.

აქ წარმოგიდგენთ უსაფრთხო და ნებისმიერი ადამიანისთვის ხელმისაწვდომ საშუალებას, რომელიც ობს ერთხელ და სამუდამოდ გააქრობს.


image


უნიკალური და სრულიად ნატურალური ნაზავის მისაღებად, საჭიროა: ჩაის ხის ზეთი (აფთიაქში იყიდება), ძმარი, ლიმონმჟავას ფხვნილი და ეთერზეთი (ნებისმიერი, სასიამოვნო არომატისთვის). ამ საშუალებით პერიოდულად უნდა დაამუშაოთ პრობლემური ადგილები: კედლები, აბაზანის ყველა ნივთი, თუ მსგავსი პრობლემა აბაზანაში არის. გარდა ამისა, რეკომენდებულია, ნესტთან ბრძოლა (სხვადასხვა საშუალებებით გაშრობა, ოთახის განიავება) და მისი განვითარების მიზეზის აღმოფხვრა.imageგთავაზობთ ობის მოსაცილებელი ნაზავის 3 რეცეპტს. სამივე ერთნაირად ეფექტურია და შეგიძლიათ ნებისმიერი აირჩიოთ.

imageI რეცეპტი:

ჩაის ხის ზეთი - 2 ჩ. კ.

წყალი - 1 ჭიქა

ეთერზეთი, არომატისთვის - რამდენიმე წვეთი

ლიმონმჟავას ფხვნილი - 1 ჩ. კ.image

II რეცეპტი:

ჩაის ხის ეთერზეთი* - 1 ჩ. კ.

ძმარი - 50 მ. ლ.

წყალი - 1 ჭიქა

ეთერზეთი, არომატისთვის - რამდენიმე წვეთიimageეთერზეთი* - წინა რეცეპტში, ჩაის ხის ზეთია. ხოლო აქ - ეთერზეთი!

imageIII რეცეპტი (ძალიან რთული შემთხვევის დროს):

ძმარი - 150 მლ.

წყალი - 50 მლ.

ეთერზეთი, არომატისთვის - რამდენიმე წვეთი

imageმომზადება და გამოყენება: აირჩიეთ რომელიმე რეცეპტი და მასში მოცემული ინგრედიენტები შეურიეთ ერთმანეთს.

მიღებულ ხსნარში დაასველეთ ღრუბელი და დაამუშავეთ პრობლემური ადგილები. თუ ობი რთულად მისადგომ ადგილებშია, ჩაასხით ხსნარი პულვილიზატორში და შეძლებისდაგვარად, ახლო მანძილიდან მიასხურეთ.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageროგორ გავწმინდოთ კერამიკული ფილები მარტივად და დავიცვათ ჭუჭყისგან ხანგრძლივად
7 ხრიკი და 60 წუთი სააბაზანო ოთახის იდეალური სისუფთავისთვის

0
329
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
329
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0