x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სალვადორ დალის საიუვილირო ნაკეთობები (+ ვიდეო «მფეთქავი» «სამეფო გული»)

— რა გინდა, ჩემო გულო? რას ისურვებდი?
— მფეთქავ გულს, ლალის თვლებით!
სალვადორ დალის და გალას დიალოგი


image

შედევრი — ბავშვივით არის. მის შესაქმნელად, როგორც აღმოჩნდა, 2 ადამიანი არის საჭირო. ერთი — შთამაგონებელი, მეორე — შემსრულებელი. ეს რომ ასეა, მტკიცებულებად, — გალას და სალვადორ დალის დუეტი მოვიყვანოთ შეგვიძლია. სალვადორი გალას ყველა სურვილის რეალიზებას ახდენდა, რაოდენ გიჟურიც არ უნდა ყოფილიყო ის. გალას მბზინავი ნივთები და ფუფუნებაში ცხოვრება მოუნდა... და მან საიუვილირო სამკაულების შექმნა დაიწყო.


imageგალა და სალვადორ დალი


«გალა — სალვადორ დალის» ფონდის საიუვილირო კოლექცია — გენიოსის ფასდაუდებელი მემკვიდრეობა არის. ამ კოლექციის ისტორია 1941 წელს დაიწყო. დალი ესკიზებს ხატავდა, ყველა დეტალს საგანგებოდ ამუშავებდა, ფორმიდან დაწყებული - მასალამდე და ფერამდე, ხოლო შემდეგ, თავადვე არჩევდა ლითონს და ძვირფას ქვებს. დალი, იმ დროს, ყველაზე ცნობილ ოქრომჭედელს კარლოს ალემანს თვალს ადევნებდა, როდესაც ის, მის იდეებს ოქროს ნაკეთობებად გარდაქმნიდა.

მხატვრის მიერ შექმნილი, პირველი 22 სამკაული ამერიკელმა მილიონერმა კამინს კეტერვუდმა შეიძინა, ხოლო 1958 წელს ძვირფასი კოლექცია, ოუენ ჩეზემის ფონდის საკუთრებაში გადავიდა. რომელმაც შემდგომში, დალის მიერ შექმნილი, ყველა საიუვილირო ქმნილება გამოისყიდა და ძვირფას ნივთებს, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გაბნევის საშუალება არ მისცა.

1970 წლამდე, სალვადორ დალი მსოფლიოს ყველაზე ნიჭიერ ოქრომჭედლებთან თანამშრომლობდა და საბოლოო ჯამში, 39 ესკიზიდან, 37 სამკაული შექმნა, რომელიც რიჩმონდის (ვირჯინიის შტატი, აშშ) სახვითი ხელოვნების მუზეუმის მუდმივი ექსპოზიციის ნაწილი გახდა. 1981 წელს სურიალისტური სამკაულები არაბი მულტიმილიონერის და კოლექციონერის ხელში გადავიდა და დალის შედევრებმა ამერიკიდან აზიაში გადმოინაცვლეს. მოგვიანებით, კოლექცია იაპონიაში, 3 იურიდიულ პირზე გაიყიდა და ერთ-ერთი ინიციატივით, სამკაულების სამშობლოში, ესპანეთში, დაბრუნებ გადაწყდა.

1999 წელს, «გალა — სალვადორ დალის» ფონდმა, 900 მლნ. პესეტი (5, 5 მლნ. ევრო) გადაიხადა და გამოისყიდა გენიალური ესპანელის მიერ შექმნილი ძვირფასი კოლექცია. ამჟამად, მისი ნახვა ყველა მსურველს შეუძლია, სალვადორ დალის სახელობის, ქ. ფიგერასის თეატრ-მუზეუმში, სადაც უნიკალური ნაკეთობებისთვის, სპეციალური დარბაზი შეიქმნა.


imageimage

სალვადორ დალის თეატრ-მუზეუმი, 1974 წ.


სალვადორ დალის საიუვილირო ნაკეთობების კოლექცია — ერთადერთი და განუმეორებელია. თითოეული ნივთის სიუჟეტის, მასალის, ზომის და ფორმის გასაოცარი კომბინაცია — მაესტროს ცნობადი და განუმეორებელი ხელწერით არის შექმნილი. ოქრო, პლატინა, ძვირფასი ქვები, მარგალიტი და მარჯანი, უბრალოდ ძვირფასი მასალა აღარ არის. მხატვრის ფანტაზიების შედეგად, ეს ყველაფერი, ტუჩებად, გულებად, თვალებად, ყვავილებად, ცხოველებად და ანთროპომორფულ ფორმებად, რელიგიურ და მითოლოგიურ სიმბოლოებად გარდაიქმნა.


image


სალვადორ დალის საიუვილირო ფანტაზია 39 სამკაულში აისახა (2 მოგვიანებით, მხატვრის გარდაცვალების შემდეგ, ესკიზების მიხედვით არის შექმნილი). ყოველი მათგანი, რა თქმა უნდა უნიკალურია, მაგრამ მათ შორის არის ისეთები, განსაკუთრებული მოწონებით რომ სარგებლობს მუზეუმის სტუმრებს შორის:



«მარადიული ხსოვნა», 1949 წ.

image


«თაფლის ფიჭას გული», 1949 წ.

image


«ჯვარი», 1959 წ.

image


«სიცოცხლის თასი», 1963 წ.

image


«კოსმოსური სპილო», 1961 წ.

image


«ტუჩები ლალის თვლებით», 1949 წ.

image


«ცოცხალი ყვავილები», 1953 წ.

image


«დროის თვალი», 1953 წ.

image


«უკვდავების მტევანი», 1970 წ.

imageimage

imageდა რა თქმა უნდა, «სამეფო გული» (1953), რომელიც გალამ სთხოვა. 46 ლალის თვალი, 42 ბრილიანტი და 4 ზურნუხტი, ისე არის გაერთიანებული ერთიან კომპოზიციაში, რომ მოძრავი ცენტრი, ნამდვილი გულივით «ფეთქავს».

image

0
160
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
160
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0