x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
უკრაინიდან ჩვენი ოჯახის დაბრუნების მიზეზი და მომავლის გეგმები ფიქრებში წარმოდგენით

image თავის ოთახში საწოლზე წამოწოლილი ყოფილი მებრძოლი ფიქრებს მისცემოდა, მის თვალწინ ვიდეო კადრივით მიდიოდა აუჩქარებლად მისი განვლილი ცხოვრების თითოეული მომენტი, უკრაინა–ბაღი, სკოლა, მეგობრები და ის ადამიანები ვისაც უყვარდა და ვინც მას უყვარდა.
ცაში გაელვებასავით გაახსენდა ოფიცერი მამის შემოვარდნა ბინაში და მისი განრისხებული სახე–საქართველოში ჩემს კუთხეში, აფსუები და ათასი ჯურის ავაზაკები ქართველებს ხოცავენ და მე აქ რუსის ჯარი უნდა ვწვრთვნა და ვავარჯიშო!!!???
დღესვე მივდივართ საქართველოში–სამხედრო ბრძანებასავით გაისმა მისი სიტყვები და დედა და ბებია ჩემოდნების ჩალაგებას შეუდგნენ, იმავე ღამით ხარკოვიდან მთელი ოჯახი–მშობლები, ბებია და სამი დაძმა ბორისპოლის აეროპორტისაკენ გაეშურნენ.
მერე იყო მამის წასვლა აფხაზეთის ომში, ჩემმა რუსმა ბებიამ აფსუებთან და რუსებთან საომრად მიმავალ შვილს გზა დაულოცა და ისე მობრუნდა მისთვის ცრემლი არ უჩვენებია.
მერე იყო სოხუმის დაცემის სიმწარე, მამის დაკარგვით გამოწვეული ტანჯვა, რომელსაც ორიოდე თვეში მამის დაბრუნებით გამოწვეული სიხარული ჩაენაცვლა.
მოგვიანებით პარტიზანი მამის ხშირი გადაკარგვა, 5–ჯერ დაჭრილი მამის სიკვდილის ბეწვის ხიდზე გავლის პროცესები.
და იყო სოხუმელ ბაბუასთან ხშირი საუბრები. ბაბუ, მე თუ ვერ დავბრუნდი როცა იქნება დაბრუნება ეს ქართული ტყვიებისგან დაცრეცილი დროშა აღმართე ჩიჩუების საგვარეულო სახლის სახურავზე და იყო დაპირება, ბაბუა მოვკვდები და ამას შეგისრულებ!
ბაბუა ისე წავიდა იმქვეყნად ვერ მოესწრო აფხაზეთში დაბრუნებას, ბევრს ახსოვს ახოვანი ბრგე აღნაგობის ასაკოვანი მამაკაცი განმუხურში მანქანიდან გადმოსული მზის ჩასვლამდე, რომ გაჰყურებდა შავ ზღვას სოხუმის მიმართულებით.
დროშა? ბაბუასეული სოხუმიდან გამოტანილი დროშა საწოლის თავზე გაეკრა მებრძოლს, რათა ყოველ საღამოს და ყოველ დილით შეეხსენებინა საკუთარი თავისათვის თუ რას დაპირდა ბაბუას.
მერე? მერე იყო უცხოეთში სწავლის გაგრძელება, სტაჟირება რამდენიმე ქვეყანაში, სამსახური და 2008 წელი–რუს ოკუპანტებთან ბრძოლა.
მერე იყო მიზეზთა გამო სამსახურის შეცვლა, საკმაოდ სახიფათო და შრომატევადი სამუშაოების შესრულება.
ახლა კი უკვე ყოფილ მებრძოლს ფიქრები მოსძალებოდა დანაპირების ასრულებაზე, ფიქრებში გეგმებს აწყობდა თუ როგორ შევიდოდა აფხაზეთში, თუ როგორ აღმართავდა ბაბუასეულ სახლზე ბაბუასეულ ქართულ დროშას, მეორე დროშას კი აუცილებლად აღმართავდა იმ შენობაზე, რომელიც ქართველთა ვაჟკაცობის და გაუტეხელობის ეტალონად ქცეული ქართველი გმირები იცავდნენ ბოლო მომენტამდე–უზენაესი საბჭოს შენობაზე.
იმასაც ხედავდა თუ როგორ ადიოდა უზენაესი საბჭოს სანახევროდ დანგრეული შენობის კიბეებზე, როგორ ავიდა სახურავზე და როგორ აღმართა საქართველოს ეროვნული დროშა.
მერე? მერე კი შენობის სახურავზე ამოსული ტურების და აფთრების თვალწინ, შავლეგოს წამღერებით შენობის სახურავიდან გადაშვება, იმ შენობიდან სადაც თუნდაც რამდენიმე წუთით ამაყად ფრიალებდა საქართველოს დროშა...


4
55
9-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
55
  
11 მაისი, 10:38
მადლობა, ვისაც ომი არ უნახავ ვერ წარმოიდგენთ რა ბედნიერია....
სამწუხაროდ მე 15 წლიდან მომიწია ყველა იმ გზის გამოვლამ პარტიზანობიდან, ოფიცრობამდე. :((
11 მაისი, 1:08
უცრემლოდ ამას ვერავინ წაიკითხავს...ომი საშინელებაა... მე მძულს ომი.
10 მაისი, 21:10
ძალიან კარგია.გული ამიჩუყდა.
0 1 4