x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
გაიგეთ რა ოცნება აუსრულდათ სოფელ იდლიანში მცხოვრებლებს
დაბა ჯვარიდან მესტიისკენ მიმავალი ბოლო გვირაბს რომ გასცდება მგზავრი, ხელ-მარცხნივ, ენგურის მარჯვენა მხარეს თვალშისაცემად ლამაზი სოფელი იდლიანი გამოჩნდება. როგორი გულგრილი უნდა იყოს ადამიანი, რომ ასეთი ლამაზი სოფლის ნახვით არ მოიხიბლოს. ადრე იდლიანი სოფელ ხაიშის შემადგენლობაში იყო. ცხოვრობს 150 კომლი. ხაიშიდან იდლიანამდე 10 კილომეტრია დაშორება.

იდლიან
ის მოსახლეობა კომუნისტური მმართველობიდან ამ ხელისუფლების მოსვლამდე სულ ითხოვდა ცალკე სოფლად გამოყოფას, მაგრამ არცერთი ხელისუფლება ხალხს ყურადღებას არ აქცევდა. ძირითადი აქცენტი ყოველთვის ხაიშზე და მის მოსახლეობაზე კეთდებოდა და იდლიანი უპატრონოდ იყო მიტოვებული. ამიტომ ხალხს ბევრჯერ გამოუხატავს პროტესტის სხვადასხვა ფორმები, მაგრამ ხელისუფლებებს ყოველთვის იგნორი გაუკეთებიათ ხალხის სამართლიან მოთხოვნაზე. არ კეთდებოდა დანგრეული გზები, სკოლა სკოლას არ ჰგავდა, არ იყო საერთოდ საბავშვო ბაღი, კინო-სეანსები ისეთ კლუბში ტარდებოდა, სადაც შიგნით დარბაზში საშინელი ანტისანიტარია იყო და ხშირად ხალხი ტალახიან ადგილზე იჯდა და ისე უყურებდა ფილმებს. ერთ დღესაც ქარის დროს დაინგრა კლუბი და რამდენიმე კაცი დაშავდა ნანგრევებში მოყოლის შედეგად.

2012 წელს ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ შემდეგ სიტუაცია რადიკალურად გამოსწორდა. სოფელის დიდი ხნის ოცნება ასრულდა და იდლიანი ცალკე ერთეულად გამოეყო ხაიშს. დაინიშნა გამგებლად ადგილობრივი მკვიდრი, ბეჟანი ჭკადუა და იმანაც დიდი მონდომებით დაიწყო სოფლისათვის აუცილებელი პრობლემების მოგვარება. გაკეთდა გზები, აშენდა საბავშვო ბაღი, გარემონტდა დანგრევის პირას მისული სკოლა, სოფელს გამოუყვანეს 7 კილომეტრის სიშორიდან სასმელი წყალი და თითქმის ყველა ოჯახი სარგებლობს ახლა. სოფელმა ამოისუნთქა. სკოლაში ბავშვებს კი დაატარებდნენ მანქანით, მაგრამ რამდენიმე უბანი ისე იყო დარჩენილი და ამ წელს ეს პრობლემაც მოიხსნა.

სოფელი ემადლიერება რაიონის გამგებელს და ახლანდელ მერს კახა ჟორჟოლიანს, დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესა და დევნილთა მინისტრს, სოზარ სუბარს, რომელიც თვითონ იყო რამოდენიმეჯერ იდლიანში მისული და სიტუაციის ადგილზე შესწავლის შემდეგ მისივე ძალისხმევითა და მონდომებით ბევრი მანამდე მოუგვარებელი პრობლემა დადებითად გადაიჭრა.


image

სოფელ იდლიანში მშენებარე ბაღი

2
217
3-ს მოსწონს
ავტორი:მაიზერ გელოვანი
მაიზერ გელოვანი
217
  
2018, 11 მაისი, 7:11
გაიხარე ზურა.კიდევ ბევრი იქ
2018, 10 მაისი, 20:17
ვაა მაიზერ კარგი სტატიაა.ეს ერთი და სხვა მრავალი.
0 1 2