x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134054
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
გაინტერესებთ რატომ სვამენ ლამაზი ქალები დილით ცხელ წყალს?
image


ალბათ გსმენიათ, რომ დილით გაღვიძებისთანავე წყალი უნდა დალიოთ, მაგრამ რამდენად აქვს აზრი ცივი წყლის დალევას ამის შესახებ თუ გიფიქრიათ?წყლის ტემპერატურაზე ხომ ბევრი რამაა დამოკიდებული.

ტრადიციული და არატრადიციული მედიცინა ერთ საკითხში თანხმდება: წყლის სმა სასარგებლო და აუცილებელია. მაგრამ როდის, როგორ და რამდენი-ყველას თავისი მოსაზრება გააჩნია.

ტრადიციული თუ ხალხური მედიცინის რჩევების გათვალისწინებით და გაანალიზებით ირკვევა, რომ სუფთა წყალი ფაქტიურად დღეგრძელობის ელექსირია, მაგრამ მისი სწორად სმაა აუცილებელი.


imageადამიანის სხეულის 60-80-% წყლისგან შედგება. ამიტომ, აქედანვე ცხადია პასუხი კითხვაზე -“რატომაა ბევრი წყლის დალევა აუცილებელი"-იმიტომ, რომ ვიცოცხლოთ! სიტყვა “ბევრში" მართლაც დიდი რაოდენობით სითხის მიღება როდი იგულისხმევა. არაა აუცილებელი დღეში მაინცდამაინც 8 ჭიქა წყალი დალიოთ. მისაღები წყლის რაოდენობას ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს: ასაკი, წონა, ფიზიკური დატვირთვა, კლიმატი, კვების პრინციპები და სხვ. უფრო ზუსტად იხილეთ სტატია <<<

image აღმოსავლური მედიცინა სამუდამო ახალგაზრდობის საიდუმლოდ სწორედ ცხელ წყალს მიიჩნევს. მხოლოდ, მდუღარეს კი არა, არამედ თბილს, 40-45 გრადუსის ფარგლებში. ამასთან, თვლიან, რომ ყველაზე ცუდი, რასაც ადამიანი საკუთარ თავს უკეთებს ცივი წყლის დალევაა, მით უფრო-ყინულით.

ტიბეტელი მკურნალები დარწმუნებულნი არიან, რომ დილით უზმოზე დალეული ერთი ჭიქა თბილი წყალი ახალგაზრდობას 10 წლით ახანგრძლივებს. ჩინეთში ბავშვობიდან ასწავლიან, რომ საჭმლის მიღების წინ შემთბარი წყალი დალიონ. ამ გზით, კუჭში დაგროვილი მიკრობების გაუვნებელყოფა ხდება.imageაიურვედა ამტკიცებს, რომ დილით თბილი წყლის დალევა კურნავს შაკიკს, მაღალ წნევას, ანემიას, სიმსუქნეს, ართრიტს და სხვა დაავადებებს.

რათქმაუნდა, ეს მტკიცებულებები ჯანსაღ აზრს მოკლებული ნამდვილად არ გახლავთ. ცივი წყლის მიღების შემდეგ ორგანიზმი ვერ ფხიზლდება, უბრალოდ შოკს განიცდის და სიგნალებს რთავს, რომ მიღებული წყალი სასწრაფოდ გაათბოს სხეულის ტემპერატურამდე.

სხვა სიტყვებით რომ გადმოვცეთ, საჭმლის მომნელებელ ორგანოებში სისხლძარღვების სპაზმი ვითარდება. იმისთვის, რომ კუჭის და საყლაპავის კედლების დაცვა მოხდეს, გამოიყოფა დიდი რაოდენობით ლორწო და საჭმლის გადამუშავების პროცესი ნელდება. კუჭის სპაზმთან ერთად, ერთდროულად ვითარდება ნაღვლის ბუშტის სპაზმი და ნაღვლის შეგუბება ხდება.

შედეგად, მიღებული საკვების ათვისების ნაცვლად, ორგანიზმი ენერგიას მიმართავს ტამპერატურის დასარეგულირებლად. ეს კი, შეიძლება ითქვას, რომ საუკეთესო გზა როდია მიღებული კალორიების დასაწვავად, უფრო პირიქით.

imageსავსე კუჭზე ცხელი წყლის დალევას აზრი არ აქვს.უმჯობესია ეს დილით, უზმოზე გააკეთოთ. ჭიქა ცხელი წყალი საჭმლის მომნელებელი ორგანოების მუსკულატურის მოდუნებას იწვევს, წმენდს კუჭის კედლებს საკვების ნარჩენებისგან, კუჭის წვენისგან და მჟავა-ტუტოვან ბალანსს არეგულირებს.

უზმოზე დალეული ჭიქა ცხელი წყალი ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას, წმენდს სისხლს და აძლიერებს სხეულის დეტოქსიკაციის პროცესს კანის საფარველიდან, თირკმელებიდან და ლიმფური სისტემიდან.უმჯობესდება ნაღვლის დენა, ორგანიზმი თანდათან იღვიძებს, საჭმლის მომნელებელი სისტემა კი რბილად, ყოველგვარი შოკის და გადატვირთვის გარეშე იწყებს მუშაობას.

ასეთი ყოველდღიური პროცედურის შემდეგ თქვენი კანის მდგომარეობა გაუმჯობესდება, წონა თანდათან დარეგულირდება, მოწესრიგდება არტერიული წნევა.

არ აადუღოთ, არამედ ყოველ დილით უზმოზე შემთბარი წყალი დალიეთ ნელ-ნელა, პატარა ყლუპებით. ნუ იჩქარებთ საუზმეს, დაიცადეთ 20 წუთი მაინც.

0
6792
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
6792
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0