x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134052
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
გაიგეთ რა სამკურნალო თვისებები აქვს იასამანს
შეუძლელებელია იასამნის სურნელი იგრძნო და გულგრილი დარჩე მის მიმართ. მისი ნაზი და ტკბილი არომატი ყველას უყვარს, მაგრამ ყველამ როდი იცის მისი სამკურნალო თვისებების შესახებ. არადა, იასამანს უამრავ დაავადებასთან გამკლავება შეუძლია.imageიასამნის სამკურნალო თვისებები უძველესი დროიდანაა ცნობილი. იგი დიდი რაოდენობით შეიცავს ასკორბინის მჟავას, ეთერზეთებს და ფლავანოიდებს, რომლებიც დადებითად ზემოქმედებენ ორგანიზმზე.

იასამანი შესანიშნავი სიცხის დამწევი, ანთებისსაწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მცენარეა.

imageიასამნისგან ნაყენს, ზეთს, კომპრესებს და საცხებს ამზადებენ, რომლებიც ეფექტურია რევმატიზმის, რევმატოიდული ართრიტის, რადიკულიტის, ქუსლებზე დეზოვანი წანაზარდების და პოდაგრის დროს.

სამწუხაროდ, იასამნის ზეთს სპეციალიზებულ მაღაზიებშიც კი იშვიათად ნახავთ, მაგრამ მისი დამზადება სახლში სირთულეს არ წარმოადგენს.


ზეთის მოსამზადებლად იასამნის ყვავილები ისეთ ადგილებში უნდა მოაგროვოთ, სადაც სამრეწველო ზონა და გადატვირთული მტვრიანი გზები არაა. უკეთესია ქალაქგარეთ.


ზეთის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

იასამნის ქორფა ყვავილები

ნებისმიერი მცენარეული ზეთი, რომელსაც გამოხატული სუნი არ აქვს

1 ლიტრიანი ქილა

სუფთა დოლბანდი


მომზადება:

აკურატულად მოაცალეთ ყვავილები ღეროს და გაავსეთ ქილა.

imageimageშეათბეთ ზეთი 40 გრადუსამდე და დაასხით ყვავილებს ისე, რომ ქილის პირს მოადგეს ზეთი.

დააფარეთ ქილას და გააჩერეთ 2 დღით.imageგაწურეთ დოლბანდში, კარგად დაჭყლიტეთ ყვავილები და ისე. გაწურული ზეთი ისევ შეათბეთ და კიდევ დაასხით ყვავილებს. გააჩერეთ ისევ 2 დღე. გაიმეორეთ ასე რამდენჯერმე, სანამ საკმარისად არომატულ ზეთს არ მიიღებთ.

ამ ზეთით შეგიძლიათ დაიზილოთ შუბლი და საფეთქლები შაკიკის დროს. რევმატიზმის დროს შეიზილეთ სახსრებში.

იასამნის ზეთს კანის სხვადასხვა პრობლემების დროსაც იყენებენ. ასევე, კურნავს ბრონქიტს, გაციებას, გრიპს, გამოიყენება საინჰალაციოდ. ხსნის სტრესს და ნერვულ გაღიზიანებას. ეფექტურია ვარიკოზის დროს, დაიფინეთ პრობლემურ ადგილებზე ზეთში დასველებული ხელსახოცები და ზემოდან ცელოფანი გადაახვიეთ.

0
203
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
203
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0