x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134395
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508486
უთო საჭირო აღარ არის! 3 ხრიკი, უთოს გარეშე, სამოსის გასასწორებლად

image

image უკვე რა ხანია, «ისრებიანი» (უთოს ზოლი წინ და უკან) შარვალი მოდიდან გამოვიდა, ხოლო სარეცხის თანამედროვე მანქანები და საშრობები, სპეციალური, დაუთავების პროგრამებით არის აღჭურვილი. გარდა ამისა, არის ისეთი ფაქტურის სამოსი, რომლის დაუთავება რეკომენდირებული არ არის. მაგ., ხელით ან მანქანაზე მოქსოვილი, ან ისეთი ქსოვილით შეკერილი, რომლის დაუთავება კი არა, გარეცხვა, მხოლოდ ცივი წყლით შეიძლება, ქსოვილის ხელოვნური ტექსტურა (მაგ., გოფრე) რომ არ დაიშალოს. მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ნივთის დაუთავება მაინც საჭირო გახდა, პრობლემის მოგვარება, უთოს გარეშეც შეიძლება. მთავარია, რომ თადარიგი წინასწარ, ანუ ჩაცმამდე, რამდენიმე საათით ადრე დაიჭიროთ:

I. დაუთავების ამ მეთოდს, შეგვიძლია «უკონტაქტო» ვუწოდოთ, რადგან ტანსაცმელი, ჩვენი მონაწილეობის გარეშე, თვითონ სწორდება: დაკიდეთ პერანგი ან ნებისმიერი სამოსი საკიდზე, შეკარით ღილებ, გაუსწორეთ საყელო და სახელოები და შეიტანეთ აბაზანაში. გახსენით ცხელი შხაპი და დახურეთ კარები, სულ მალე სააბაზანო ორთქლით აივსება და პერანგი გასწორდება. პარალელურედ, შეგიძლიათ შხაპიც მიიღოთ.

ამ მეთოდით «დაუთავებისთვის», საშუალოდ, 20-25 წუთი არის საჭირო. მაგრამ, თუ შხაპის კაბინა გაქვთ, მხოლოდ 10 წუთიც საკმარისი იქნება.

გამოიტანეთ სამოსი აბაზანიდან და გააშრეთ. imageimage

II. უთოს ფუნქციის შესრულება ჩაიდანსაც შეუძლია. განსაკუთრებით მოსახერხებელი ელექტრო ჩაიდანია: ჩამოკიდეთ პერანგი საკიდზე, აადუთეთ ჩაიდანში იმდენი წყალი, რომ ხელი არ დაგეღალოთ და ორთქლი სამოსს გადაატარეთ. imageimage

III. ქსოვილს პულვილიზატორით შეასხურეთ წყალი. კარგად რომ დაინამება, თმის ფენის ცხელი ორთქლით გააშრეთ. რამდენიმე წუთის შემდეგ, მშრალიც იქნება და დაუთავებულიც.

image«დაუთავების» ამ მეთოდებიდან, რომელიმე თუ მოგეწონათ, შეგიძლიათ უთო საერთოდ დაივიწყოთ. მით უმეტეს, მალე ზაფხული მოვა და ცხელ უთოსთან დგომა, არცთუისე სასიამოვნოა!

ახლა, ალბათ, ბევრს გაუჩნდება კითხვა, საწოლის თეთრეულთან დაკავშირებით. ამიტომ, აქვე გაცნობებთ, რომ საწოლის თეთრეულის დაუთავება რეკომენდირებული არ არის და უფრო მეტიც, ჯანმრთელობისთვის საზიანოც კი არის.

საქმე იმაშია, რომ ქსოვილი, დაუთავების შემდეგ, ჰაერის გამტარუნარიანობას 50% კარგავს და თუ გახამებულიც არის, ეს უკვე თეთრეული კი არა, «პოლიეთილენის პარკია», რომელიც ჰაერს საერთოდ აღარ ატარებს. ასეთ თეთრეულში ადამიანი ხშირად ოფლიანობს, იხდის და დილით სურდო გარანტირებული აქვს.

თეთრეულის სწორედ მოხმარების წესები კი ასეთია: გარეცხეთ 40-60 გრადუსზე (ამ ტემპერატურაზე ყველა ბაქტერია კვდებაა), გააშრეთ, შეინახეთ კარადაში და 2 დღის შემდეგ (ეს დრო, დამატებითი პროფილაქტიკური ზომაა, ბაქტერიებთან ბრძოლისთვის) გამოიყენეთ.

შენიშვნა: თეთრეულის მოხმარებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები, მხოლოდ ოჯახში მოხმარებულ თეთრეულს ეხება და აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ოჯახის ყველა წევრის თეთრეული ცალკე (განსაკუთრებით ბავშვების თეთრეული) უნდა გაირეცხოს.


0
410
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
410
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0