x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
დედოფლისწყაროში სკოლის მოსწავლეს ავტომანქანა დაეჯახა - ის ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს
image


დღეს დილით, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დედოფლისწყაროში. ქალაქის ცენტრალურ მაგისტრალზე, საკოლმეურნეო ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე სწრაფად მოძრავი აუდის მარკის ავტომანქანა ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა, შემდეგ კი გაჩერებულ ჟიგულს შეეჯახა.


თვითმხილველების ინფორმაციით, დაშავებულია ადგლობრივი მკვიდრი, არასრულწლოვანი გოგონა, რომელიც სკოლაში მიდიოდა. ჯერ უცნობია, რა გახდა შეჯახების მიზეზი.


„მაღაზია „უნივერსალთან“ შეჯახების კვალი ახლაც არის, ევაკუატორით მანქანა რომ წაიღეს, იქ ვიყავი. ოქროსფერი აუდი იყო, მისი სანომრე ნიშანიც დავიმახსოვრეთ, TAI-006. ამბობდნენ, მძღოლიც საავადმყოფოში გადაიყვანესო, “ - იხსენებს ერთერთი თვითმხილველი.



სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა 16 წლის გოგონა დედოფლისწყაროს საავადმყოფოში მოათავსა. შემდეგ კი დაშავებული კატასტროფის ცენტრმა თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა. ექიმების განმარტებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.


მომხდარზე მოკვლევას შსს დედოფლისწყაროს რაიონული სამმართველო აწარმოებს.

0
402
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
402
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0