x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134032
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ჯასტინ ბიბერი კაცობრიობის ისტორიაში 10 ყველაზე საშინელი ადამიანის სიაში მოხვდა

ინტერნეტგამოცემა thetoptens-ზე რეგულარულად ქვეყნდება ტოპ-10 -ის რეიტინგები თითქმის ყველა სფეროში დაწყებული კულტურით და დამთავრებული კულინარიით, ამჟამად საიტზე 139 000 რეიტინგის სიას შეგიძლია გაეცნოთ, ჩვენთვის ყველაზე სასიამოვნო იყო ის ფაქტი, რომ დავით აღმაშენებელი მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მთავარსარდლების სამეულში იქნა შეყვანილი, ამჯერად გთავაზობთ Top Ten-ზე შედგენილი მსოფლიოს ყველა დროის უბოროტესი(საშინელი) ადამიანების სიას, როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ მომხმარებლებმა საუკეთესო ათეულში...პოპ-მომღერალი ჯასტინ ბიბერიც მოახვედრეს.ახლა კი გავეცნოთ რეიტინგს.

10)კიმ ჩენ ირი-(1941 - 2011) — კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის (ჩრდილოეთ კორეა) მეთაური. კორეის შრომის პარტიის გენერალური მდივანი. ჩრდილოეთ კორეის მთავარი მხედართმთავარი. „დიდი ბელადის“ — კიმ ირ სენის ვაჟი და მემკვიდრე.

იგი იყო კორეის შრომის პარტიის (მმართველი პარტია 1948 წლიდან) გენერალური მდივანი, ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, მსოფლიოში სიდიდით მეოთხე — ჩრდილოეთ კორეის არმიის უმაღლესი მხედართმთავარი.

image

9) ჰაინრიხ ჰიმლერი-(1900 — 1945 ) — გერმანელი პოლიტიკური მოღვაწე, ნაცისტური პარტიის წევრი, შუცშტაფელის რაიხსფიურერი, მესამე რაიხში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირი, ჰოლოკოსტზე პასუხისმგებელი ერთ-ერთი მთავარი პირი.

image

8)ჩინგიზ ხანი(ყაენი)-იგივე თემუჩინი (1162? — 1227) — მონღოლი პოლიტიკური და სამხედრო ლიდერი (ყაენი). მან მოახერხა დაქუცმაცებული მონღოლი ტომების გაერთიანება მსოფლიოს დასაპყრობად.

image

7)ჯასტინ ბიბერი( დაბ.1994) — კანადელი პოპ და რ’ნ’ბ მომღერალი. მისი კარიერა დაიწყო Youtube–ით, სადაც 2007 წლიდან დაიწყო საკუთარი ვიდეოების გამოქვეყნება. ის მოგვიანებით აღმოაჩინა სკუტერ ბრაუნმა, რომელმაც რჩევა ჰკითხა აშერს, სანამ ბიბერმა ხელი მოაწერა „Island Records“-თან. საგულისხმოა, რომ ბიბერმა თავისით ისწავლა დაკვრა პიანინოზე, დრამზე, გიტარაზე და საყვირზე.

image

რამდენიმე კომენტარი Top Ten-დან:"ის კლავს უფრო მეტ ადამიანს, ვიდრე ჰიტლერი, სტალინი და პოლ პოტი ერთად აღებული..საკუთარი მუსიკით რა თქმა უნდა", "მან მოკლა მსოფლიოს მუსიკალური ინდუსტრია, რომელიც უფრო მეტ ადამიანს მოიცავს, ვიდრე ჰიტლერის და სტალინის მხვერპლთა რაოდენობა"

image

6)პოლ პოტი (ნამდვილი სახელი და გვარი სალოტ სარი) ( 1928 — 1998) — კამბოჯის პრემიერ-მინისტრი, წითელი კჰმერების ლიდერი.1975 წელს პოლ პოტის არმიამ აიღო დედაქალაქი პნომპენი. ქვეყანას ოფიციალურად ეწოდა დემოკრატიული კამპუჩია. კამპუჩიაში დამყარდა სასტიკი ტერორის რეჟიმი, რომელიც მიმართული იყო ინტელიგენციისა და მდიდარი მოქალაქეების მიმართ. ოთხწლიანი მმართველობის პერიოდში, პოლ პოტი ცდილობდა ქვეყანაში უტოპიური კომუნიზმის განხორციელებას, რასაც, არაოფიციალური სტატისტიკით, რამდენიმე მილიონი ადამინის სიცოცხლე შეეწირა.

image

5)ვლად III ცეპეში, იგივე დრაკულა- (1431 — 1476) — ვლახეთის მმართველი 1448, 1456—1462 და 1476 წლებში. სახელი გაითქვა განსაკუთრებული სისასტიკით, რაც შემდგომში მრავალი ლეგენდის წყარო გახდა. მისი გავლენით ბრემ სტოკერმა დაწერა რომანი დრაკულა."დრაკულ“ — დრაკონს ნიშნავდა, თუმცა თანამედროვე რუმინულ ენაში ეს სიტყვა გაიგივებულ იქნა ეშმაკთან, რის გამოც საფუძველი დაედო ამ ზედმეტსახელის არასწორად განსაზღვრას, როგორც „ეშმაკისეულად“.

image

4)მაო ძედუნი(1886-1976)-ჩინეთის სამხედრო და პოლიტიკური ლიდერი, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ფუძემდებელი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მეთაური და მისი დამაარსებელი.

image

3)ოსამა ბინ ლადენი(1957-2011)-ტერორისტული ორგანიზაცია ალ-კაიდას დამფუძნებელი, ეთნიკურად იემენელი ტერორისტი საუდის არაბეთიდან, 11 სექტემბრის ტერაქტის ორგანიზატორი.

image

2) იოსებ სტალინი-(1878-1953)- საბჭოთა რევოლუციონერი, პოლიტიკური, სამხედრო და პარტიული მოღვაწე. კომუნისტური პარტიის, საბჭოთა სახელმწიფოს, საერთაშორისო კომუნისტური და მუშათა მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, გენერალსიმუსი, საბჭოთა კავშირის მეთაური.

image

1) ადოლფ ჰიტლერი-(1889-1945)-გერმანელი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე, გერმანიის ფიურერი და რაიხსკანცლერი, ნაცისტური პარტიის ლიდერი. ჰოლოკოსტისა და მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი ინიციატორი.

image

1
489
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
489
  
2018, 10 მაისი, 14:37
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1