x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134427
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
ეს გაციება არაა! როგორ ამოვიცნოთ გულისმიერი ხველა?
გულისმიერი ხველა - ეს ცალკე დაავადება არ გეგონოთ, ეს სამედიცინო ტერმინია იმ სიმპტომისა, რომელიც გულის და სისხლძარღვების პათოლოგიების დროს იჩენს თავს. ეს ხველა არანაირად არ უკავშირდება სასუნთქი სისტემის პრობლემებს.

როგორ ამოვიცნოთ ეს ხველა და რატომაა აუცილებელი მისი გადაუდებელი მკურნალობა?

image

როგორ წარმოიშობა გულისმიერი ხველა? როცა სისხლის მიმოქცევის სისტემაში სისხლის მიმოქცევა ირღვევა, გულის მუშაობის რაიმე გადახრის გამო, გარკვეულ მომენტში სისხლი ფილტვებში გუბდება და ხველას იწვევს.


არავითარ სიროფებს, მიქსტურებსა თუ ინჰალაციებს არ შეუძლიათ ამ სიმპტომების მოხსნა. სისხლის დაგუბება სისხლის მიმოქცევის მცირე წრეში (ფილტვებში), რაც გულის დაავადების შედეგად ვითარდება, წარმოშობს გულისმიერ ხველას.


გულისმიერი ხველის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:

1. ქრონიკული არტერიული ჰიპერტენზია

2. გულის ერთი ან რამდენიმე სარქველის სტენოზი

3. კარდიომიოპათია

4. მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფია

5. მიოკარდიტი

6. კორონარული სისხლძარღვების ათეროსკლეროზი ან თრომბოზი

7. გულის ამილოიდოზი

8. პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტი


ხშირად, მშრალ ხველას წნევის დამწევი პრეპარატებიც იწვევენ. მაგ: ენალაპრინი, კაპტოპრილი. ამ შემთხვევაში ექიმს უნდა მიმართოთ და წამლის შეცვლა სთხოვოთ.

თვითონ გულისმიერი ხველის ამოცნობა რთული არაა და შემდეგნაირად ვლინდება:

1. გულისმიერი ხველა მშრალია ( გულის უკმარისობის ბოლო სტადიაზე შესაძლოა სისველემ იჩინოს თავი სისხლთან ერთად.)

2. ძლიერდება საღამოს და ღამითაც.

3.ქოშინი მცირე ფიზიკური დატვირთვისას და სიმშვიდის მდგომარეობისასაც კი.

4. ჰაერის უკმარისობის გამუდმებული შეგრძნება.

5. ხშირი თავბრუსხვევა, გულის წასვლა.

6. შეშუპება, ოფლიანობა.

7. გახშირებული პულსი, გულის რიტმის დარღვევა.

8. ტკივილის გულის მიდამოში

image

ამ ხველის თვითნებური მკურნალობა დაუშვებელია. პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, რომ გულს მიაქციოთ ყურადღება, ექიმს უნდა მიმართოოთ, რომელიც დიაგნოსტიკას მოახდენს:


გულისმიერი ხველის დიაგნოსტიკა:

1. ფილტვების რენტგენი და ელექტროკარდიოგრაფია

2. ექო-კარდიოგრამა

3. ტრანსეზოფაგური ექოკარდიოსკოპია

4. კორონაროგრაფია

5. სისხლის ბიოქიმიური ანალიზი: საერთო, კრეატინინი, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები

6. შარდის ანალიზი, თირკმელების დაავადებებით გამოწვეული ჰიპერტონიის დიაგნოსტიკისთვის


როგორც აღვნიშნეთ, ამ დროს თვითნებურად მკურნალობა დაუშვებელია. თუმცა, თუ მშრალი ხველა დაგეწყოთ, დროზე ადრე ნუ შეშფოთდებით. ვნახოთ, თუ როგორ უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისგან გულისმიერი და გაციებით გამოწვეული ხველა:

გულისმიერი ხველა

1. მშრალი ხველა, რომელიც დიდხანს გრძელდება.

2. ვითარდება კომპლექსურად, გულის უკმარისობასთან ერთად.

3. ძლიერდება ღამით და ჩერდება მჯდომარე მდგომარეობაში.

4. არ გადის, მიუხედავად ხანგრძლივი მკურნალობისა ხველების პრეპარატებით.


გაციება

1. მშრალი ხველიდან სველ ხველაში გადადის.

2. თან ახლავს ტემპერატურის მატება, სურდო და გაციების სხვა სიმპტომები.

3. არაა დამოკიდებული სხეულის მდებარეობასა და დღე-ღამის პერიოდზე.

4. იკურნება წანლებით ან თავისით 2-დან 4 კვირამდე.


დაიმახსოვრეთ, მათ, ვისაც გულის უკმარისობა აწუხებთ, ცხოვრების უმოძრაო წესი ეკრძალებათ. ფეხით უნდა იარონ, მსუბუქად ირბინონ, დაიცვან სპეციალური დიეტები და შეძლებისდაგვარად შეზღუდონ მარილის მოხმარება ან საერთოდ ამოიღონ მენიუდან.

image


0
959
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
959
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0