x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
კასილასი: "მე რომ ისევ "რეალში" ვთამაშობდე, "ბარსელონას"...

image
მადრიდის "რეალის" ყოფილმა მეკარემ იკერ კასილასმა მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ კატალონიის "ბარსელონას" კორიდორს გაუკეთებდა. მისი თქმით, გუნდებმა ერთმანეთს პატივი უნდა სცენ.

“რამდენიმე წლის წინ “სანტიაგო ბერნაბეუზე“ “ბარსელონამ“ ჩვენ საჩემპიონო კორიდორი მოგვიწყო. ალბათ, ამ ჯერზე, ჩემზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, მათ ასევე მოვუწყობდი საჩემპიონო კორიდორს" - განაცხადა ესპანელმა.

შეგახსენებთ, რომ იკერ კასილასმა "სამეფო კლუბის" რიგებში 16 წელი ითამაშა და 510 შეხვედრა ჩაატარა. ეს უკანასკნელი 2015 წელს "პორტუში" გადავიდა, სადაც ძირითადი განაღდებული ჰქონდა..


0
100
1-ს მოსწონს
ავტორი:თორნიკე ნიაური
თორნიკე ნიაური
100
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0