x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
"მოძრაობით" შთავბეროთ სული იმ მომავალს , რომელსაც დიდი ხანია ვგეგმავთ

image

ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს, თუმცა ამის მიუხედავად, რატომღაც გადაჭარბებული ყველაფერი გვიზიდავს. საზღვრები იმისთვის წესდება, რომ არ გადაკვეთო და არ დაარღვიო, ჭირვეულიი ბავშვივით არ უნდა იფიქრო და ყველაფრის უარყოფა არ უნდა მოგინდეს . ცხადია ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაღაც სისტემას, რაც არასწორად მიგაჩნია ხელი არ უნდა შეუშალო განვითარებაში, პირიქით დასაწყისშივე უნდა აღმოფხვრა, თორემ ფესვებს რომ გაიდგამს მერე გაგიჭირდება გამარჯვება. ასე წარიმართა ჩვენი ქვეყნის ისტორიაც. დაუფიქრდით, ერთმა არასწორმა ნაბიჯმა რამდენად შეიძლება შეცვალოს ჩვენი მომავალი. ჯერ კიდევ მე-18 საუკუნის მიწურულს ჩვენმა გადაწყვეტილებამ დავძმობილებოდით ერთმორწმუნე რუსეთს ცუდ შედეგამდე მიგვიყვანა და გავლენა, რომელმაც საშინელი ეფექტი მოახდინა, ახლაც გასდევს მუქ ფონად ქართულ რეალობას, რომელიც არა მარტო ტერიტორიების შემცირებაში, არამედ ქართულ მენტალობაშიც კარგად აისახა.

მე-19-20 საუკუნეებში აშკარად იგრძნობოდა მასობრივი რუსიფიკაცია, რამაც საერთო მსოფლმხედველობის ფორმირება პრორუსული პოლისისკენ წაიყვანა. უკვე მე-20 საუკუნის მიწურულს, კერძოდ 90-იან წლებში, იწყება ის ფუნდამენტალური ცვლილებები, რომლებიც საუკუნოვან იმპერიალიზმს არღვევს და ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელი სახელმწიფოს იმიჯს ირგებს . ახლა, როდესაც დამოუკიდებლობის 27-ე წელს ვითვლით, ნაცვლად განვითარებულობისკენ სწრაფვისა, ვდგავართ მდორე მდინარესავით და ყურსაც კი არ ვუგდებთ დიდი ილიას სიტყვებს : "მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის, ჩემო თერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი", რომელიც არაერთ ეპოქას ერგება და კიდევ მრავალჯერ მოერგება. ეს სიტყვები გამოხატავს იმ რეალურ გამოსავალს ჭაობიდან, რომელიც ნელ-ნელა ითრევს ქართულ სულს და საბოლოო მივიწყებისკენ მიჰყავს იგი.

ყოველ წელს ერთი ქართველი გმირის სიცოცხლე მაინც ეწირება ოკუპანტის ამბიციებს, ყოველ წელს მიწას ვჩუქნით ჩვენი გმირების სხეულებს, მერე რა რომ გარდაცვალების შემდეგ მის ოჯახს გვერდში ვუდგავართ? განა ნიშნავს რამეს? ნუთუ ანაზღაურებს მათი გარდაცვალებით მოტანილ ტკივილს? მე არ ვიცი კიდევ რამდენ ასეთ წელს მივითვლით დამოუკიდებლობის... მე არ ვიცი რამდენ ქართველს დავკარგავთ ამის შესანარჩუნებლად, მაგრამ ვიცი, რომ როდესაც საბოლოო ასეთ პატრიოტს მივაბარებთ მიწას მაშინ დავკარგავთ ქართველობას, და ისიც ზუსტად ვიცი, რომ პატრიოტიზმი არ იზომენა არა საუბრის მანერით, არა ჩაცმულობით ან ორიენტაციით, არამედ ის ჩვენს ქცევებში და პატივისცემაში გამოიხატება ჩვენი ქვეყნის მიმართ. არსად ისე არ დაფასდება სამშობლოს სიყვარული, როგორც საქართველოში, რადგან ერთი მუჭა ქართველობას ისედაც ნახევარ მუჭად გადაქცევა ემუქრება და მერე ნელ-ნელა გაქრობა, ამიტომ ყველაზე მთავარი რაც არ გვესმის და არ გამოგვდის ერთმანეთის მხარში დგომა უნდა ვისწავლოთ, "მოძრაობით" შთავბეროთ სული იმ მომავალს, რომელსაც დიდი ხანია ვგეგმავთ.

0
182
შეფასება არ არის
ავტორი:ნანუკა ბახლიშვილი
ნანუკა ბახლიშვილი
182
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0