x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე!

image


ფაშიზმი I მსოფლიო ომის შემდეგ წარმოიშვა. იგი დაუპირისპირდა იმ დროისათვის გაბატონებულ ისეთ იდეოლოგიებს, როგორიცაა ლიბერალიზმი და სოციალიზმი. ფაშისტები იმის გამო გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას, რომ ლიბერალიზმიც და სოციალიზმიც საზოგადოების წევრებს ერთმანეთის საწინააღმდეგოდ განაწყობდა: ლიბერალები - ინდივიდუალიზმის ხაზგასმით, სოციალისტები კი - სოციალურ კლასებს შორის კონფლიქტის გამწვავებით. ამის საპირისპიროდ ფაშიზმი ინდივიდებსა და კლასებს განიხილავს, როგორც ერთი მთელის, ყოვლისმომცველი საზოგადოებისა თუ სახელმწიფოს, შემადგენელ ნაწილებს, რომელიც შესაძლოა მხოლოდ მაშინ იყოს ძლიერი, როდესაც ყველა საერთო მიზნებით ერთიანდება ერთი პარტიისა და უმაღლესი ლიდერის წინამძღოლობით. ფაშისტური იდეოლოგიის ბირთვი იტალიაში ბენიტო მუსოლინის (1883-1945), ხოლო გერმანიაში ადოლფ ჰიტლერის (1889-1945) წინამძღოლობით განვითარდა. მუსოლინი აცხადებდა, რომ ფაშიზმი იყო ძალა, რომელსაც შეეძლო იტალიის გაერთიანება. ფაშიზმს უნდა გადაექცია იტალია ახალ, რომის იმპერიის მსგავს, დიდებულ იმპერიად. ყველა და ყველაფერი უნდა მიძღვნოდა სახელმწიფოს, რაც იტალიელი ხალხის ერთიანობისა და ძალაუფლების განსახიერებას წარმოადგენდა. როგორც ხშირად იმეორებდნენ მუსოლინი და მისი მიმდევრები: „ყველაფერი სახელმწიფოში, არაფერი სახელმწიფოს გარეთ, არაფერი სახელმწიფოს წინააღმდეგ“. ჰიტლერი და მისი მომხრეები ანალოგიურ თვალსაზრისს იზიარებდნენ. ნაცისტურ პარტიას ჰიტლერის ლიდერობით ერთ სახელმწიფოდ უნდა გაეერთიანებინა გერმანულად მოლაპარაკე ყველა ხალხი, რომელიც დიდებულ ახალ იმპერიად, ანუ რაიხად, განვითარდებოდა. აქედან გამომდინარეობს ნაცისტური ლოზუნგი: „Ein Volk, ein Reich, ein Fthrer“ - ერთი ხალხი, ერთი იმპერია, ერთი ლიდერი. ძირითადი განსხვავება გერმანულ ნაციზმსა და იტალიურ ფაშიზმს შორის რასობრივი ელემენტი იყო. ნაცისტებისათვის ადამიანის განმსაზღვრელ ფუნდამენტურ ფაქტს რასა წარმოადგენდა. მათთვის არ არსებობდა ერთი, ანუ უნივერსალური, ადამიანური ბუნება. მათი აზრით, ყოველ რასას საკუთარი ბედი და მახასიათებელი გააჩნია, ამდენად, ისინი სულაც არ არიან თანასწორნი. კონკრეტულად კი ერთი რასა, არიული (რომლის წარმომადგენლები იყვნენ გერმანელები) ბუნებრივად უფრო ძლიერი, გონიერი და უფრო შემოქმედებითია, ვიდრე ყველა დანარჩენი, და ამ რასის ბედისწერაა, თავის ძალაუფლებას დაუმორჩილოს ყველა სხვა რასა. გერმანული ფაშიზმისათვის უკიდურესი ნაციონალიზმი იყო დამახასიათებელი. ნაციონალიზმი გამოხატულებაა რწმენისა, რომ მსოფლიო ბუნებრივად დაყოფილია სხვადასხვა ერებად ან ხალხად, რომელთაგან ყოველი საკუთარ პოლიტიკურ გაერთიანებაში - ეროვნულ სახელმწიფოში უნდა გაერთიანდეს. მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალისტური ტენდენციები მრავალი ერის წარმომადგენლებისათვისაა დამახასიათებელი, ის მაინც ძალზე გაძლიერდა იტალიასა და გერმანიაში - ქვეყნებში, რომლებიც XIX საუკუნის II ნახევრამდე ერთიან ეროვნულ სახელმწიფოდ არ ჩამოყალიბებულან. როგორც ჩანს, ამ გაერთიანების შენარჩუნებისა და გაძლიერების სურვილმა დიდი როლი ითამაშა იტალიური ფაშიზმისა და გერმანული ნაციზმის წარმოქმნაში.

ქვეყნები, სადაც 9 მაისს გამარჯვების დღე აღინიშნება:


  • ბელარუსის დროშა ბელარუსი, ოფიციალურად აღინიშნება 1946 წლის 9 მაისიდან;
  • პოლონეთის დროშა პოლონეთი, ოფიციალურად აღინიშნება 1945 წლის 9 მაისიდან;
  • ბოსნია და ჰერცეგოვინის დროშა ბოსნია და ჰერცეგოვინა, ოფიციალურად აღნიშნავს მაისს გამარჯვების დღეს, გამოცხადებულია არასამუშაო დღედ;
  • საქართველოს დროშა საქართველო, ოფიციალურად აღინიშნება 1946 წლის 9 მაისიდან;
  • გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა, 9 მაისი დასვენების დღედ იყო გამოცხადებული 1975-1990 წლებში;
  • გერმანიის დროშა გერმანია, 9 მაისი არაა აღიარებული უქმე დღედ. თუმცა, ყოფილი გდრ-ის ზოგიერთ არეალში ამ დღის აღნიშვნა მაინც გრძელდება.
  • ისრაელის დროშა ისრაელი, ოფიციალურად აღინიშნება 2000 წლის 9 მაისიდან;
  • ყაზახეთის დროშა ყაზახეთი, ოფიციალურად აღინიშნება 1947 წლის 9 მაისიდან, არასამუშაო დღე;
  • ყირგიზეთის დროშა ყირგიზეთი, ოფიციალურად აღინიშნება 1946 წლის 9 მაისიდან;
  • მოლდოვის დროშა მოლდოვა, ოფიციალურად აღინიშნება 1951 წლის 9 მაისიდან;
  • რუსეთის დროშა რუსეთი, ოფიციალურად აღინიშნება 1946 წლის 9 მაისიდან, არასამუშაო დღე იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის შაბათ-კვირას დაემთხვა (ამ შემთხვევაში უქმეა მომდევნო ორშაბათი);
  • სერბეთის დროშა სერბეთი, 9 მაისს გამარჯვების დღეს აღნიშნავს, თუმცა სამუშაო დღეა;
  • ტაჯიკეთის დროშა ტაჯიკეთი, ოფიციალურად აღინიშნება 1946 წლის 9 მაისიდან;
  • თურქმენეთის დროშა თურქმენეთი, ოფიციალურად აღინიშნება 1946 წლის 9 მაისიდან;
  • უკრაინის დროშა უკრაინა, ოფიციალურად აღინიშნება 1946 წლის 9 მაისიდან, არასამუშაო დღე იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის შაბათ-კვირას დაემთხვა (ამ შემთხვევაში უქმეა მომდევნო ორშაბათი);
  • გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო, 9 მაისს გამარჯვების დღეს აღნიშნავს HMS Belfast-ის ცერემონიალით.[1]
  • უზბეკეთის დროშა უზბეკეთი, გამარჯვების დღე 9 მაისს ოფიციალურად აღინიშნებოდა 1946-1988 წლებში. 1999 წლიდან, დღესასწაული გადაკეთდა ხსოვნის დღედ
  • იუგოსლავიის დროშა იუგოსლავია, 9 მაისს ოფიციალურად აღნიშნავდა ფაშიზმზე გამარჯვების დღეს.
  • აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი, ოფიციალურად აღინიშნება 1946 წლის 9 მაისიდან;
  • სომხეთის დროშა სომხეთი, ოფიციალურად აღინიშნება 1946 წლის 9 მაისიდან.
0
31
1-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ ლიპარტია
მარიამ ლიპარტია
31
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0