x
მეტი
  • 23.10.2018
  • სტატია:81904
  • ვიდეო:333897
  • სურათი:439185
სელენა გომესი Met Gala 2018-ზე ქართველი დიზაინერის კაბით წარსდგა! - თეა ოთარაშვილი ჰოლივუდს იპყრობს!

image

ბოლო რამდენიმე წელიწადია, რაც ქართველი დიზაინერები აქტიურობენ მსოფლიო მოდის მაღალ საზოგადოებაში.დევიდ კომა, დემნა გვასალია, რამაზო რომა..

ახლა კი თეა ოთარაშვილის ჯერიც დადგა.2 დღის წინ ამერიკაში გაიმართა ყოველწლიური Met Gala.ამჯერად ვისი რჩეული გახდა ქართული მოდა? - სელენა გომესის!

"Met gala 2018. საოცრად ამაღლებული განწყობა მაქვს.მგონი დავფრინავ.მინდა გაგიზიაროთ ჩემი სიხარული და წარმოგიდგინოთ მეტ გალა 2018 სელენა გომესის კაბა, რომელზეც ვმუშაობდი ერთი თვის განმავლობაში.კაბა მთლიანად არის ხელით ნამუშევარი.მას უძვირფასესი ქსოვილი, მაქმანები და თვლები ამშვენებს.გამოგიტყდებით და ურთულესი იყო ამ საოცრად ნაზ და ფაფუკ ქსოვილზე მუშაობა, მაგრამ ამასაც გავართვი თავი. .დღეს მქონდა პატივი ახლოს მენახა რამოდენიმე ჰოლივუდის ვარსკვლავი, წითელი ხალიჩა, ფოტოგრაფები, სტილისტები. ეს ყველაფერი სრულიად თავბრუდამხვევია, ემოციების პიკზე ვარ.ერთი წლის წინ ამაზე ვერც ვიოცნებებდი.თანაც ეს ყველაფერი დაემთხვა ჩემს დაბადების დღეს.ცხოვრებამ უძვირფასესი საჩუქარი გამომიგზავნა.გპირდებით ეს ყველაფერი დასაწყისია, მხოლოდ ერთი წლის new York ული ცხოვრების შედეგი..მზად ვარ ახალი გამოწვევისთვის.მზადაა რამოდენიმე პროექტიც.მივიღე შემოთავაზებები fashion week დან. Happy birthday to me. მალე გაგაოცებთ ახალი შემოქმედებით." - წერს თეა სოციალურ ქსელში.imageimageimageimageimage

1
883
3-ს მოსწონს
ავტორი:ხატია კვერნაძე26
ხატია კვერნაძე26
883
  
9 მაისი, 16:40
ვა ვაა
0 1 1